ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა თავისზე 46 წლით უმცროს ბრაზილიელ მეგობარს, ფაბიან ფლოზის ხელი სთხოვა
ყოფილ ცოლთან - სლავიკასთან გაყრის უსიამოვნო პროცედურის შემდეგ, რის გამოც ბერნი ექლსტოუნმა 2009 წელს ქონების თითქმის ნახევარი დაკარგა, ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ ცხოვრების ბოლომდე მარტოხელა დარჩებოდა.

მაგრამ ბრიტანული ტაბლოიდის - The Daily Mail-ის ინფორმაციის თანახმად, ბერნიმ, როგორც ჩანს, პოზიცია შეიცვალა.

გაზეთი წერს, რომ ექლსტოუნმა ხელი სთხოვა თავის ბრაზილიელ მეგობარს ფაბიან ფლოზის, რომელიც ბერნიზე 46 წლით უმცროსია.

წელს ექლსტოუნი 82 წლის გახდება, მაგრამ ასაკის მიუხედავად, ისევ სურს ოჯახის შექმნა.

“ჩვენ ოფიციალურად ვართ დანიშნულები და ეს ნიშნობა დიდი ხანი არ გაგრძელდება, - განაცხადა ბერნიმ. - ძალიან ბედნიერები ვართ და დაქორწინების საკითხიც გადაწყვეტილია, თუმცა დრო და ადგილი ჯერ დანიშნული არ არის.

ორი წელია ერთად ვართ და ჩვენი კავშირი შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ ფაბიანას იუმორის კარგი გრძნობა აქვს: იმ ქალისთვის, რომელიც ჩემთან ცხოვრობს, ეს თვისება აუცილებელია.

მაგრამ უნდა გითხრათ, რომ შინ პრობლემას არ ვქმნი: ვფიქრობ, მას საქმროში გაუმართლა”.

ლონდონში გამართულ რამდენიმე საღამოზე ბერნიმ უკვე წარადგინა ფაბიანა, როგორც თავის საცოლე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avtuko
ვაი ვაი ვაი , რა ქონებაც დარჩა იმასაც გაანიავებს
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად