როგორც ჩანს, გორელთა თავკაცები ჯერ სეზონის დასრულებას ელიან
გორის "დილას" გარდაქმნა შარშან ნოემბერში დაიწყო. როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი პატრონობა გადაწყვიტა. გუნდმა ფინანსურად ამოისუნთქა, დაიწყო ინფრასტრუქტურის განახლება და შემადგენლობის გაძლიერება.

გორელებს გვერდში დაუდგა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილი სპორტული დირექტორი მამუკა ჯუღელი, რომელმაც "დილაში" საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მრავალი ფეხბურთელი მიიყვანა.

ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე "დილაში" ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ თბილისის "დინამოდან", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგადან", ზაგრების "დინამოდან", მოსკოვის "ლოკომოტივიდან", ლვოვის "კარპატიდან", უნგრული "დიორ ეტოდან", მახაჩყალის "ანჟიდან", რიგის "სკონტოდან", "ზესტაფონიდან", "ვიტ ჯორჯიადან", ცხინვალის "სპარტაკიდან" და ფოთის "კოლხეთიდან". თუმცა, წინასწარ დაანონსებული ინფორმაცია, რომ ჯუღელი "დილას" გენერალური დირექტორი გახდებოდა, ოფიციალურად არ დადასტურდა. მაგრამ, ეს ალბათ ფორმალური მხარეა - ჯუღელი გუნდს ეხმარება.

ფინანსურმა მოღონიერებამ და უცხოეთიდან დაბრუნებულმა კვალიფიციურმა მოთამაშეებმა კლუბის მიმართ მაყურებლის ინტერესიც გაზარდა და "დილას" ამბიციებზეც მოახდინა გავლენა. თავიდანვე ითქვა, რომ გორელთა მიზანი 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრა, თასისთვის ბრძოლა და ევროთასებზე გასვლა იყო.

როგორც ჩანს, ეს სავსებით რეალური მიზანია - უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი გორული კლუბი თასის ფინალში გავიდა და ხუთეულში მოხვედრას ცდილობს.

მაგრამ დღემდე გაუგებარია, დარჩებიან თუ არა "დილაში" ზამთარში დამატებული მოთამაშეები? მათი უმრავლესობა გაურკვევლობაშია, რაც არაერთხელ აღნიშნეს "ლელოსთან" ინტერვიუებში.

ახლა კი გავრცელდა ცნობა, თითქოს უცხოეთიდან ჩამოსული ქართველები რჩებიან, მათ ორწლიანი კონტრაქტები შესთავაზესო. ინფორმაცია "დილას" დირექტორთან, ზურაბ დალაქიშვილთან გადავამოწმეთ, მაგრამ მისი თქმით, მოთამაშეებთან ჯერ ამ საკითხზე არ ულაპარაკიათ.

როგორც ჩანს, გორელთა თავკაცები სეზონის დასრულებას ელიან და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, ვის დატოვებენ, ვის დაიმატებენ და ვის რამდენხნიან კონტრაქტს გაუფორმებენ - ცხადია, თუ ეს ფეხბურთელთა სურვილი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის