თბილისის ჭადრაკის სასახლეში 16-წლამდელ მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობა მიმდინარეობს
თბილისის ჭადრაკის სასახლეში 16-წლამდელ მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობაზე გოგონებში 6 ტურის შემდეგ 5-5 ქულით ნინო ხომერიკი და ანა შამათავა (ისინი მე-4 ტურში დაზავდნენ) ლიდერობდნენ.

მომდევნო ორ ტურში ნინომ მონაგარი 2 ქულით გაიმდიდრა - ადა კაკუტია და ქეთევან ხომერიკი დაამარცხა, ქეთევანმა, თავის მხრივ, მე-7 ტურში ანა შამათავას სძლია, რითაც ნინო ხომერიკს ჩემპიონობისკენ გზა გაუხსნა.

ბოლო ტურის შედეგების მიუხედავად, მას 7 ქულითა და უკეთესი კოეფიციენტით პირველობის მოპოვება არ გაუჭირდება.

6 ქულით მე-2 ადგილზეა შამათავა. 5,5-5,5 ქული მესამე-მეოთხე ადგილებს მარიამ ჭოლაძე და ნატო იმნაძე ინაწილებენ.

ვაჟებში 6,5 ქულით ერთპიროვნულად ირაკლი ბერაძე მეწინავეობს, თუმცა მას გიგლა ბენიძე და ნოე თუთისანი ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან.

ამდენად, მსოფლიოს და ევროპის პირველობების საგზურების მფლობელთა ვინაობა 28 აპრილს გასამართ ოთხ პაექრობაში გამოვლინდება: ირაკლი ბერაძე (6,5) - გიორგი ბოსიკაშვილი (5,5), გიგლა ბენიძე (6) - ნიკა ღვამბერია (5,5), გეგა ბურდული (5,5) - ნოე თუთისანი (6), ვასილ დოთიაშვილი (5) - ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (5,5).

10-წლიანებში 8 ტურის შემდეგ ასეთი ვითარებაა: გოგონები: თამარ ესაძე - 7, სანდრა კაპანაძე - 6,5, თინათინ ცაგურია და ანასტასია სიდამონიძე - 6-6 ქულა. ბიჭები. ნიკოლოზ პეტრიაშვილი, ანტონ ნადირაძე - 6,5-6,5, დიმიტრი ჯიბუტი - 5,5 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა