18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევრაფინალური სერიაში "რუსთავმა" "ჰიუნდაის" 76:54 მოუგო
27 აპრილს 18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევრაფინალური სერია რუსთავში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა "რუსთავმა" "ჰიუნდაი" საკუთარ მოედანზე მიიღო.

მასპინძლებმა მეტოქე დამაჯერებლად 76:54 დაამარცხეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

შეხვედრის საწყსისი ათწუთეული გუნდების თანაბარი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედში "ქვემოქართლელები" აქტიურად ათამაშდნენ და მატჩის პირველ ნახევარში 42:34 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა მესამე მეოთხედი ძალიან მობილიზებულად ჩაატარეს და პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს ( 63:46), ხოლო დასკვნით მეოთხედში დაცვაში შესანიშნავად გაისარჯნენ და მეტოქეს შანსიც არ დაუტოვეს.

"ჰიუნდაის" გუნდს 16 ქულა დავით როგავა შესძინა, ხოლო "რუსთავის" შემადგენლობაში 15 ქულით თავი თორნიკე ქიტოშვილმა გამოიჩინა, რომელსაც ერთი ქულით ერეკლე ლორთქიფანიძე ჩამორჩა (14ქ). ორმაგი დუბლი კი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა. გიორგი ოქროჭელიძემ 10 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა, ხოლო შოთა ნარჩომაშვილმა - 12 ქულა და 13 მოხსნა.

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელებს გავესაუბრეთ.

ირაკლი მებურიშვილი (რუსთავის მწვრთნელი): "შეხვედრამ საინტერესოდ და დაძაბულად ჩაიარა. ბიჭებმა კარგად ითამაშეს და მათით კმაყოფილი ვარ.

ყველა მოთამაშემ, ვინც დღეს მოედანზე გავიდა, თავის საქმეს ჩინებულად გაართვა თავი. "ჰიუნდაის" გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა მისი გატეხვა საბოლოოდ მეოთხე მეოთხედის შუაწელში მოვახერხეთ. ვფიქრობ, მეტოქემ ფიზიკურად ვეღარ გაგვიძლო.

მართალია, სერიაში დავწინაურდით, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა. წინ ძალიან მნიშვნელოვანი და რთული შეხვედრა გველის. გავაანალიზებთ ჩვენს თამაშს და მომავალი მატჩისთვის შეცდომებს გამოვასწორებას ვეცდებით.

უყურადღებობის გამო ბევრი დაკარგვა გვქონდა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ძალიან ხისტად ითამაშა დაცვაში და სწორედ ამის ხარჯზე გაიმარჯვა".

ნიკო ჩერქეზიშვილი (ჰიუნდაის მწვრთნელი): "ძალინ ცუდად ჩავატარეთ თამაში და არაფერი გამოგვივიდა. მატჩის პირველი ნახევარი შედარებით ნორმაულარდ დავიწყეთ, თუმცა მეორე ტაიმში ვერაფერი გავაწყეთ. "რუსთავმა" "ზონური" დაცვა ითამაშა, რასაც არ მოველოდით.

სერიის განმეორებით შეხვედრაში სულ სხვა თამაშს ვაჩვენებთ. მეტოქის "ზონას" დავუშლით და მატჩის ასე იოლად ჩატარების საშუალებას აღარ მივცემთ".

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერიის განმეორებითი მატჩი "ჰიუნდაისა" და "რუსთავს" შორის 1 მაისს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 12:00 საათზე გაიმართება.

www.u-18.ge

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა