პორტუგალიელმა "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას საჭირო ფეხბურთელების ჩამონათვალი წარუდგინა
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გუნდის გასაძლიერებლად კლუბის ხელმძღვანელობას შვიდი ახალი მოთამაშის დამატება მოსთხოვა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა სასურველ ახალწვეულთა ჩამონათვალი შეადგინა, რომელთა ხილვაც სხვადასხვა პოზიციებზე სურს.

ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, მოურინიოს პირველ რიგში მეკარის შეძენა სურს, რომელიც გუნდის ძირითად გოლკიპერს, იკერ კასილიასს კონკურენციას გაუწევს. როგორც ირკვევა, პორტუგალიელს თვალი ბელგიელი მეკარისთვის, ტიბო კურტუასთვის დაუდგამს, რომელიც ლონდონის "ჩელსის" საკუთრებაა, თუმცა იჯარით მადრიდის "ატლეტიკოში" თამაშობს.

"სამეფო კლუბში" მოურინიოს დაცვის ხაზის სამი ფეხბურთელით გაძლიერებაც სურს და საამისოდ ერთი მარჯვენა და ორი ცენტრალური მცველის შეძენას ითხოვს.

რაც შეეხება ნახევარდაცვას, "რეალის" დამრიგებელს აქ კარგი "დაყენებული" დარტყმის მქონე ფეხბურთელის შემატება სურს. ასეთად კი მოურინიო "ატლეტიკის" მოთამაშე ხავი მარტინესს მიიჩნევს. მწვრთნელს ანხელ დი მარიას სტილის მოთამაშეც უნდა, რომელიც არგენტინელს ტრავმის შემთხვევაში სრულფასოვნად ჩაანაცვლებს.

მოურინიოს "ახალ სისხლს" საჭიროდ თავდასხმის ხაზშიც მიიჩნევს. იმ შემთხვევაში, თუ არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი "რეალს" დატოვებს, მის ადგილზე "განსაკუთრებულს" სხვა არგენტინელი - ინგლისური "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი სერხიო აგუერო შეუგულებია.

რაც შეეხება ფეხბურთელებს, რომლებიც მადრიდის "რეალს" 2012 წლის ზაფხულში დაემშვიდობებიან, ასეთებად გამოცემა AS ლასანა დიარას, ჰამით ალტინტოპს, რიკარდუ კარვალიოს, რაულ ალბიოლსა და კაკას ასახელებს.

ასევე საუბრობენ გუნდიდან მეკარე ანტონიო ადანისა და ნახევარმცველ ნური შაჰინის შესაძლო გაშვებაზეც.

messi001
უბერავს მართლა რა:) ბარსას ბალეშიკი ვარ მაგრამ კასილასი მაგრად მევასება მსოფლიოში პირველი თუ არა სამეულში უეჭველი შედის ვეთანხმები კასილასი ბარსას რო მისცა ვეღარავინ ვერ მოუგებს
shota
მართლა რას უბერავს ნეტა კასილასის მზგავსი მეკარე ბარსას რო მიცა გუნდი ვერ მოუგებდა. 7 ფეხბურთელი კიდვა კიდევ ისედაც რიალს ორი გუნდი ყავს უაზრობად მეჩვენება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა