როცა მსაჯებისკენ გაიხედავ და იქ ეძებ ჰიგიენურ საშუალებებს, ვერ უნდა იყოს კარგი საქმე
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებმა ემოციური ბატარეები ისეთნაირად დამუხტეს, კარგა ხანს რომ იმუშავებს. სეზონის დასრულებასაც ბევრი არაფერი უკლია, მორჩება ეს ორომტრიალი და ევროპის ჩემპიონატიც დაიწყვბა.

მანამდე ჩვენი 17-წლამდელებიც ითამაშებენ ევროპაზე. საფეხბურთო ცხოვრებას საწუწუნო არაფერი აქვს.

აი, მსაჯებს კი ერთხელაც უთავაზეს - ხელმძღვანელიც მოუხსნეს და დამკვირვებელიც. მსაჯებს და მათ ყოფილ უფროსობას კონკრეტულად ჯერ ვერაფერში ადანაშაულებენ, თუმცა ხელი რომ შეაწმინდეს, საკამათო არ უნდა იყოს.

ზოგადად. ხელის შესაწმენდად ხელსახოცი არსებობს. ამ საყოფაცხოვრებო ნივთის მოძიება ძნელი არავისთვის არ არის და როცა მსაჯებისკენ გაიხედავ და იქ ეძებ ჰიგიენურ საშუალებებს, ვერ უნდა იყოს კარგი საქმე.

მაინც რა ჭუჭყი იყო მოსაცილებელი? ფრთოსნები მსაჯებიც ვერ იქნებიან, ზოგჯერ მათ შეცდომას ოქროს ფასი ედება, ზოგისთვის კი მსაჯის იაღლიში წელსქვევით დარტყმაა - ყველაფერი ეს ფეხბურთის ნაწილია. ზოგჯერ მსაჯი გამიზნულად ანადგურებს გუნდს - არც ეს ვარიანტია გამოსარიცხი.

ბოლო წლებში მსაჯობა გამოსწორდა. ვფიქრობ, ამას ფიცი-მტკიცი არ ჭირდება. მაშ, რა მოხდა, რატომ ჩამოაშორა ფედერაციამ მსაჯებს ლევან ფანიაშვილი და მერაბ მალაღურაძე?

ეჭვი, ნაირგვარი ჰიპოთეზები ვერ გამოდგება კითხვებზე პასუხად. ზოგადად, მსაჯებს ფედერაციის ხელმძღვანელობის გარდა სხვა ქომაგი არ ჰყავთ, ახლა კი ეს საყრდენიც გამოეცალათ.

14 აპრილს "ბაია"-"დინამო" იყო. ითქვა და დაიწერა, იქ მსაჯები გალახესო, მაგრამ ფედერაციიდან ამ ამბავზე ჯერ ჩქამიც არ ისმის - სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი, არადა, მსაჯიც ადამიანია.

ფედერაციის აღმასკომმა პირველი ლიგის გუნდებს ამომრჩევლის სტატუსი დაუბრუნა. დემოკრატიას რა ჯობია, თუმცა, როცა ზედიზედ ორჯერ ფედერაციის პრეზიდენტად მხოლოდ ერთი, უალტერნატივო კანდიდატი იყრის კენჭს, რაღაზეა ლაპარაკი?

პირველ ლიგაშიც კლუბების უმეტესობას მუნიციპალური ბიუჯეტი აფინანსებს. ამომრჩეველთა სიის ასეთნაირად გაფართოება კი დასაკვეხნი საქმე ვერ უნდა იყოს.

და საერთოდაც, მხოლოდ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ვერ იქნება იმის მაჩვენებელი, საქართველოში ფეხბურთს კარგად მართავენ თუ ცუდად. ხოლო როცა გალახული მსაჯის ქომაგი არავინაა, ეს უკვე უტყუარი საბუთია იმისა, თუ რა ხდება ფედერაციაში.

ამას წინათ ალექსანდრე ჩივაძემ გვითხრა, "დილა"-"დინამოს" დავესწარი და ეს რა ვნახე, ფეხბურთელებს ძუნძულით უნდოდათ გოლის გატანაო.

ჯოგინგი, ანუ ძუნძული ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, ებრძვის სტრესებსა და ქოლესტერინს. სასარგებლოა ასეთი კრიტიკაც, თუნდაც იმიტომ, რომ გაზეთს ხანდახან კლუბის პრეზიდენტებიც კითხულობენ.

"დინამოს" საზრუნავიც ეს უნდა იყოს - ჯანმრთელობის წრიდან დიდ სპორტში მოხვედრა. ყოველ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ კრიტიკაში ასე იკითხება აზრი.

ამ სეზონის შემდეგ "დინამოს" ალბათ კიდევ ერთი ახალი მწვრთნელი ეყოლება. კლუბის მესვეურები სავარაუდოდ უფრო სახელიან სპეციალისტზე გააკეთებენ არჩევანს, ვიდრე რამაზ მუმლაძეზე, ვინც ამ ეტაპზე დანიშნეს გუნდის დამრიგებლად.

უცხოელი თუ ქართველი - ალბათ დროა, რომ ეროვნების მიხედვით აღარ იწონებოდეს მწვრთნელის შესაძლებლობები. "დინამოს" ახლა საკუთარ შეცდომებზე უწევს სწავლა და ძალიან საინტერესოა, რა ცოდნითა და ინტელექტით შეხვდება დამდეგ სეზონს.

ამბიციური გუნდები აქედანვე იწყებენ მომავალზე ფიქრს. ახლა მიღებული გადაწყვეტილებები მომდევნო სეზონის დასაწყისია. ასეა ყველგან და ალბათ ამიტომაც გაჩნდა აქტუალური კითხვა - ვის ანდობენ "დინამოს"?

ეს თითქოს მარადიული კითხვაა, რადგან "დინამო" ვერა და ვერ ჩაჯდა კალაპოტში. კარგი "დინამო"! შესაძლოა, სლოგანისთვის არ გამოდგეს, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატს ყველაზე უფრო ალბათ სწორედ ეს აკლია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kkkkk
საქართველოს ჩემპიონატი განადგურებულია. ამდენი გარიგებული თამაშები და ხმას არავინ იღებს. ეს ჩემპიონატი აღარაა.
arti
დომენტიას გუნდია ზუგდიდი რა ხმას ამოიგებს ეგ ნაგავი
beka
მართალია ეს კაცი
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ