საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. პლეი ოფი. IX ტური
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პლეი ოფის IX ტურის შეხვედრები გაიმართა.

ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში ჩატარდა, სადაც "ტორპედომ" გათამაშების ლიდერ "ზესტაფონს" უმასპინძლა. დრამატულ "იმერულ დერბიში" გამარჯვება გია გეგუჩაძის შეგირდებს დარჩათ - 2:1.

მატჩის მე-11 წუთზე მასპინძლები გიორგი კუხიანიძემ დააწინაურა. "ზესტაფონმა" გათანაბრება პირველსავე ტაიმში, თორნიკე გორგიაშვილის გოლით შეძლო. შეხვედრის ბედი კი მსაჯის მიერ დამატებულ დროში ნიკა ფირცხალავამ გადაწყვიტა, რომლის გოლმაც "ტორპედოს" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

სამაგიეროდ, ეს მარცხი სატურნირო ცხრილში ლიდერობის დაკარგვად დაუჯდათ ჩემპიონებს, რადგან რუსთავის "მეტალურგმა" მინიმალური ანგარიშით გორის "დილას" სძლია და პირველად გალიდერდა.

ზედიზედ ნათამაშები 8 ფრეს შემდეგ ნანატრი გამარჯვება იზეიმა თბილისის "დინამომ", რომელმაც მარტვილში "მერანს" 3:1 სძლია.

რამაზ მუმლაძის შეგირდებმა ანგარიშის გახსნა მატჩის დებიუტშივე მოახერხეს. 17–ე წუთზე თავი მიკელ ალვარომ შორეული დარტყმით გამოიჩინა. მასპინძლებმა გათანაბრება მეორე ტაიმში შეძლეს - 60–ე წუთზე ჟვანიამ კუთხურიდან ჩამოწოდებულს თავი ზუსტად დაუხვედრა.

დინამოელებმა 75–ე წუთზე კვლავ მოახერხეს წინ გასვლა. შეცვლაზე შემოსულმა ნიკა კვეკვესკირმა ზუსტად შეასრულა ჯარიმა, ექვს წუთში კი ირაკლი ძარიამ საფინალო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.

ტურის კიდევ ერთი მატჩი ზუგდიდში გაიმართა, სადაც "ბაია" ფოთის "კოლხეთთან" 2:3 დამარცხდა.

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. მეტალურგი 23 14 3 6 32-23 45

2. ზესტაფონი 23 12 7 4 41-25 43

3. ტორპედო 23 10 5 8 25-22 35

4. დინამო 23 8 10 5 38-29 34

5. დილა 23 7 7 9 25-24 28

6. კოლხეთი 23 6 8 9 20-28 26

7. ბაია 23 5 7 11 21-32 22

8. მერანი 23 5 3 15 26-45 18

თბილისელებმა ანგარიშის გახსნა მატჩის დებიუტშივე მოახერხეს. შეხვედრის 17–ე წუთზე გოლი მიკელ ალვარომ შორეული დარტყმით გახსნა. პირველი ტაიმი დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. მეორე ნახევარი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და მერანის ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს – 60–ე წუთზე გოლის გატანა ჟვანიამ მოახერხა. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მან თავი დაახვედრა – 1:1
დინამოელებმა 75–ე წუთზე კვლავ მოახერხეს წინ გასვლა. შეცვლაზე შემოსულმა ნიკა კვეკვესკირმა ზუსტად შეასრულა ჯარიმა, ექვს წუთში კი მორიგი გოლიც ვიხილეთ... 81–ე წუთზე ირაკლი ძარიამ საფინალო ანგარიში დააფიქსირა – 1:3 დინამოელთა სასარგებლოდ.

beqa
ესაა ფედერაციის დანაშაული. ისეთი სისტემა შექმნეს, ჩაწყობის საშუალება მისცეს გუნდებს! გამოიძიეთ!!! დამნაშავეები მოკვეთეთ უმაღლსი ლიგიდან! მსგავსი რომ აღარ განმეორფეს
kkkkk
ეს გუნდი ლიდერი კიარა მეორე ლიგაში უნდა დაქვეითდეს! სირცხვილია! ამდენი ჩაწყობილი თამაშების შემდეგ!
vasiko basiladze
ფედერაცია გასაშვებია სახლში,ესეთ უნამუსო ხალხს რა ქართული ფეხბურთის სათავეში?გააპარტახეს სულ ,რაც წინა ფედერაციის პრეზიდენტმა დააკლო ეხლა ესენი ასრულებენ,რად გვინდა ესეთი ჩემპიონი გავლენ და თავს ჭრიან ქართულ ფეხბურთს მალადეც ფედერაცია მეტალურგი როგორ უნდა გახდეს ჩემპიონი სირცხვილია და სირცხვილი ზესტაფონს ესეთი უპირატესობა როგორ გაანიავა,ალბათ გაანიავებიეს წადით საერთოდ ფეხბურთიდან,მეგონა რაღაცა გამოსწორდება მეთქი და ეს რა ხდება?
fiore
არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება ტორპედო ზესტაფონს უგებდეს. იმაიმუნეთ და იყავით ბატონო. ეხლა თასს დილას ჩააბარებენ. ჩემპიონობას მეტალურგს და მიდის მავანს მიუხარია.
buxuti
უყუე შენ, ეს მეტალურგი როგორ მიიპარება ჩემპიონობისკენ. მიდით ბიჭებო, სეზონის დასაწყისში ვინ იფიქრებდა მაგას.
irina
პირველი ადგილი : მეტალურგი მეორე ადგილი: ზესტაფონი მესამე ადგილი: ტორპედო აი დინამო მეხუთე თუ მეექვსე ადგილი ჯერ არ ვიცი ....
gia
მადლობა ჩემპიონატის მამებს,ძალიან საინტერესო გახდა :))
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა