ნახევარფინალამდე რეიტინგის პირველი ოთხეულის წევრებმა მიაღწიეს, რაც ბოლოს WTA-ში 2009 წლის უიმბლდონზე მოხდა
შტუტგარტის "პრემიერ-კატეგორიის" ტურნირზე უნიკალური სიტუაცია შეიქმნა - ნახევარფინალამდე რეიტინგის პირველი ოთხეულის წევრებმა მიაღწიეს. ბოლოს ასეთი რამ WTA-ში 2009 წლის უიმბლდონზე მოხდა.

პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ვიქტორია აზარენკა და აგნიეშკა რადვანსკა. წელს ამ ჩოგბურთელების დაპირისპირება ტრადიციად იქცა. ვიქტორიასთვის ეს არის მეშვიდე ტურნირი სეზონში და აქედან ხუთჯერ მას პოლონელთან შეხვედრა მოუწია. ოთხ შემთხვევაში უფრო ძლიერი ბელარუსი იყო და თან, აგნიეშკას დამარცხების შემდეგ ის აუცილებლად ტურნირის გამარჯვებული ხდებოდა.

ამ ორიდან ერთი ტრადიცია გაგრძელდა. პირველივე წუთებიდან აზარენკამ აქტიური თამაში შესთავაზა მეტოქეს. აგნიეშკა ყველანაირად ცდილობდა, პასუხი გაეცა მეტოქისთვის. სასტარტო გეიმში ბრეიკიც გააკეთა, მაგრამ, როგორც შემდეგ გაირკვა, ეს მისი ერთადერთი წარმატება იყო პირველ სეტში. ვიქტორია მრავალფეროვან შეტევებს ატარებდა და მეტოქეს შეცდომების დაშვებას აიძულებდა. მოგვიანებით რადვანსკას თამაში საბოლოოდ მოიშალა და მისმა უხეშმა შეცდომებმა 24 წუთში ბელარუსს იოლი გამარჯვება მოუტანა - 6:1.

მეორე პარტიის დასაწყისში პოლონელი თავის მწვრთნელს გამოელაპარაკა და ოდნავ დამშვიდდა. გარკვეული ხანი მან სერიოზულად მოუმატა თამაშს და ინიციატივასაც დაეუფლა. ამას მოჰყვა ბრეიკით დაწინაურება. და კვლავ ვიქტორია მაშინვე გააქტიურდა და ლიდერობა დაიბრუნა.

მეხუთე გეიმის შემდეგ რადვანსკამ სამედიცინო პაუზა აიღო, თუმცა რამდენიმეწუთიან იძულებით შესვენებას აზარენკა რიტმიდან არ ამოუგდია. ბელარუსმა მოიგო ხანგრძლივი გეიმი მეტოქის მოწოდებაზე და გადამწყვეტი უპირატესობა მიიღო. აგნიეშკამ გაიბრძოლა, მატჩბოლი მოიგერია, თავისი გეიმის ბოლოს ორი ეისიც შეასრულა, მაგრამ ამან ოდნავ გადაავადა აზარენკასთან ზედიზედ მეხუთე წაგება - 1:6, 3:6.

მეორე ნახევარფინალში პეტრა კვიტოვა და მარია შარაპოვა ხვდებოდნენ ერთმანეთს. რეიტინგის პირველი ოთხეულიდან წელს ყველაზე სუსტად კვიტოვა თამაშობს. მან ჩააგდო ამერიკული ჰარდის ტურნირები, თუმცა გრუნტზე თანდათან იბრუნებს ფორმას.

სხვათა შორის, ნახევარფინალისტებიდან ის ერთადერთი იყო, ვისაც ტურნირზე სეტი არ ჰქონდა წაგებული. რაც შეეხება მარიას, მას ურთულესი ნახევარფინალის გადატანა მოუწია ავსტრალიელ სამანტა სტოსურთან და ერთხელ მატჩბოლიც კი მოიგერია.

ამ შეხვედრას პირველი ნახევარფინალისგან განსხვავებული სცენარი ჰქონდა. აქ არ იყო ხანგრძლივი გათამაშებები და მინიმალური რაოდენობის ბრეიკები განხორციელდა. სამაგიეროდ, მაყურებელმა იხილა ბევრი სარისკო დარტყმა, რომელიც ან ბრწყინვალე სუფთად მოგებული ქულით, ან უხეში შეცდომით სრულდებოდა.

ორივე ჩოგბურთელი შესანიშნავად გრძნობდა თავს საკუთარ მოწოდებაზე. ამიტომაც პირველი სეტის ბედი ერთმა გეიმმა გადაწყვიტა. მარიამ სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ჩეხმა ყველა საფრთხე მოიგერია. თითქოს კვიტოვამ შეძლო ამ გეიმის გადარჩენა, მაგრამ იქვე ორმაგი შეცდომა დაუშვა, შემდეგ კი უკანა ხაზიდან დარტყმა ააცილა მიზანს. შარაპოვამ უპირატესობა სეტის ბოლომდე შეინარჩუნა.

მეორე სეტში სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. კვიტოვა უფრო დამაჯერებლად ათამაშდა საკუთარ მოწოდებაზე, მარიამ კი შეცდომებს უმატა, მათ შორის, მოწოდებების დროს. შედეგად, პეტრას მეტოქის ყველა გეიმში ჰქონდა ბრეიკ-პოინტი, მაგრამ რუსმა ხუთივეჯერ შეძლო საფრთხის მოგერიება.

მე-11 გეიმში კი პეტრას უმტყუნა ნერვებმა და მარიამ მოიპოვა ბრეიკი, რამაც მატჩზე ჩაწოდების საშუალება მისცა. მე-12 გეიმში კვიტოვამ ბრეიკ-პოინტების მორიგი პორცია მიიღო და მე-11 ცდიდან მაინც მოახერხა მატჩში პირველი ბრეიკის შესრულება. საბოლოოდ ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა. მარიამ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და მე-13 გეიმი იოლად მოიგო - 6:3, 7:6(3).

ფინალში დღეისთვის პროფესიულ ტურში საუკეთესო ჩოგბურთელები ითამაშებენ. წელს მარია და ვიქტორია სატიტულო მატჩში მესამედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. წინა ორ შემთხვევაში გამარჯვებული აზარენკა გამოვიდა. ის ფინალები ჰარდზე გაიმართა, ახლა კი ვნახოთ, გრუნტზე ვის რა შეუძლია.

Porsche Grand Prix

შტუტგარტი (გერმანია). გრუნტი

1/2 ფინალი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4) 6:1, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 2)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 3) 6:4, 7:6(3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"