მანჩესტერული დერბის წინ მოკლედ გადავავლოთ თვალი გუნდების ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკას
მანჩესტერული დერბის წინ, მოდი, მოკლედ გადავავლოთ თვალი გუნდების ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკას.

პირველი დერბი თანაქალაქელთა შორის 1881 წლის 12 ნოემბერს გაიმართა. თუმცა დაპირისპირებულ გუნდებს მაშინ "უესტ გორდონ სენტ მარკსი" (მას მხოლოდ 1894 წლიდან უწოდებენ "მანჩესტერ სიტის") და "ნიუტონ ჰიტი" (მოგვიანებით, 1902 წელს, მას "მანჩესტერ იუნაიტედს" დაარქმევენ) ერქვათ. "ეშმაკებმა" იოლი გამარჯვება იზეიმა - 3:0.

დღემდე სულ 159 მატჩია ჩატარებული და მასზე თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებთ, რადგან დაწვრილებით სტატისტიკას ქვემოთ გთავაზობთ:

ტურნირი სიტი ფრე იუნაიტედი

ჩემპიონატი 38 49 57

ასოც. თასი 2 0 6

ლიგ. თასი 3 1 2

სუპერთასი 0 0 1

სულ 42 50 65

ცხრილიდან ირკვევა, რომ "იუნაიტედს" საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს, მაგრამ ცხადია, რომ დღეს მხოლოდ სტატისტიკა არაფრის გარანტია არ არის. მთავარია, წინასამატჩო განწყობა და თამაშზე კონცენტრაციის უნარი.

"ქალაქელთა" ბანაკიდან გამოვიდა ინფორმაცია, რომ მიუხედავად მშვენიერ ფორმაში ყოფნისა, რობერტო მანჩინი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ძირითადში დაყენებას არ უპირებს კარლოს ტევესს. იტალიელი სასტარტოში თურმე დისკვალიფიკაციამოხდილ მარიო ბალოტელის დააბრუნებს. გაზეთების უმრავლესობა აღნიშნულ ინფორმაციას გამოგონილს უწოდებს. უმრავლესობა სავარაუდო შემადგენლობაში ტევესს ძირითადში ასახელებს.

"ჩემპიონის ტიტულის მოგება მხოლოდ ერთ გუნდს შეუძლია. ცხოვრებაში ფეხბურთზე ფული არასოდეს დამიდია, მაგრამ თუკი ვინმე მკითხავს, ჩემპიონატის სავარაუდო გამარჯვებულის შესახებ, მე მას "იუნაიტედს" ვურჩევდი," - განაცხადა რამდენიმე დღის წინ მანჩინიმ.

იტალიელმა ამით, ერთი მხრივ, შეიძლება მეტოქის მოდუნება სცადა, მეორე მხრივ, თავადაც დაიზღვია თავი. "ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ფეხბურთელები ძალიან იტანჯებოდნენ იმ ზეწოლის გამო, რაც მთელი სეზონის განმავლობაში ხორციელდებოდა მათზე. მსგავს სიტუაციებს ისინი შეჩვეულნი არიან, მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი ერთად პირველად იბრძვიან ჩემპიონობისთვის და ეს ცოტა უჩვეულო რამაა. ახლა მთავარია, ჩემპიონატი ღირსეულად დავასრულოთ," - თქვა "მანჩომ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"