"ბაიერნის" მენეჯერი კრისტიან ნერლინგერი საფრანგეთში იყო და ოლივიეს კარგად დააკვირდა
პარასკევს "ბაიერნის" მენეჯერი კრისტიან ნერლინგერი საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც "ტულუზი"-"მონპელიეს" შეხვედრას დაესწრო. ამ ვიზიტის მიზეზი "მონპელიეს" თავდამსხმელი, 25 წლის გოლეადორი ოლივიე ჟირუა - როგორც იცით, რეკორდმაისტერს ზაფხულში ამ უკანასკნელის ყიდვა უნდა.

"ბილდის" ინფორმაციით, ბავარიელებს აყლაყუდა (1.92 მეტრი) ცენტრფორვარდის გადაბირება თითქმის გადაწყვეტილი აქვთ. ჟირუს კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ოლივიეს წელს "მონპელიედან" წასვლა შეუძლია - თუკი მასში რომელიმე გუნდი 10 მილიონ ევროს გადაიხდის. როგორც ჩანს, "ბაიერნი" თანახმაა, ეს თანხა გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში, საფრანგეთის ჩემპიონატში ჟირუს ანგარიშზე 20 გოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ოლივიეს "მონპელიეს" გოლების თითქმის ერთი მესამედი აქვს გატანილი. შეგახსენებთ, "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ამას წინათ პირობა დადო, ზაფხულში ერთ კარგ თავდამსხმელს ვიყიდიო. თუმცა ჟირუს გადაბირება ლონდონის "არსენალს" და "ლივერპულსაც" სურთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა