თბილისელმა მხედარმა დაბრკოლებათა გადალახვაში 2012-13 წლების მსოფლიო თასის გათამაშების "კავკასიის ლიგის" სასტარტო ეტაპი წარმატებით დაიწყო
თბილისელმა მხედარმა შალვა გაჩეჩილაძემ დაბრკოლებათა გადალახვაში 2012-13 წლების მსოფლიო თასის გათამაშების "კავკასიის ლიგის" სასტარტო ეტაპი წარმატებით დაიწყო.

ასპარეზობის პირველი დღის პროგრამა თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებით ხტომებს არ ითვალისწინებდა - ვინც ყველაზე სწრაფად გაივლიდა დისტანციას, პირველობაც მას დარჩებოდა.

შალვა გაჩეჩილაძე სწორედ ამ უპირატესობით დადგა საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. მეორე დღეს კი პირიქით, ქულების თანაბრობა თუ დაფიქსირდებოდა, დამატებითი ხტომები ჩაერეოდა საქმეში.

ასეც მოხდა და ქართველმა მხედარმა მეორე გამარჯვება იზეიმა. ჩვენი სპორტსმენის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან წარმატებით გაართვა თავი მთავარი პრიზის, "გრან-პრის" გათამაშებას და ეს საპატიო ჯილდოც მისი ნადავლი გახდა.

დავძენთ, რომ "კავკასიის ლიგის" ასპარეზობაში ჩართვა ითხოვეს ირანელმა ცხენოსნებმაც. ეს თხოვნა საერთაშორისო ფედერაციამ მას შემდეგ დააკმაყოფილა, რაც ამიერკავკასიის ქვეყნებმა თანხმობა განაცხადეს.

ქართველი მხედრები ბაქოში დარჩნენ და 7 მაისს მონაწილეობას მიიღებენ ჰეიდარ ალიევის თასის გათამაშებაში, რომლის საპრიზო ფონდი 150 ათასი ევროა. ეს ასპარეზობაც მსოფლიო თასის ეტაპია.

თორნიკე გაჩეჩილაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა