ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები ნოემბრის ტესტებს ჰონკონგში 30 ოქტომბერს ერთმანეთთან დაპირისპირებით იწყებენ...

ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები ნოემბრის ტესტებს ჰონკონგში 30 ოქტომბერს ერთმანეთთან დაპირისპირებით იწყებენ. თუმცა რამდენიმე დღის წინ ამ მატჩის ჰონ-კონგში გამართვას საფრთხე დაემუქრა, რადგან დღეისთვის მხოლოდ 10 ათასი ბილეთია გაყიდული. ჰონკონგის სტადიონი კი, რომელიც შვიდკაცა რაგბის მსოფლიო სერიის ერთ-ერთი ეტაპის მასპინძელია, 40 ათას მაყურებელს იტევს.

ორგანიზატორები ფიქრობდნენ, თამაში ევროპის რომელიმე ქალაქში ჩაეტარებინათ, მაგრამ ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის რაგბის კავშირებმა ჰონკონგში თამაში დაჟინებით მოითხოვეს.

"ჩვენ მომხრე ვართ, რომ ეს ერთ-ერთი ლეგენდარული შეხვედრა აზიაში, კერძოდ, ჰონკონგში გაიმართოს, სადაც გუნდებს ყველანაირი პირბა ექმნებათ ნორმალური წვრთნისა და დასვენებისთვის.

თანაც, მომავალი ტურნე ძალიან მნიშვნელოვანია ორივე გუნდისთვის. ახლოვდება მსოფლიოს თასი, გუნდები გამალებით ემზადებიან. დარწმუნებული ვარ, "ოლ ბლექსი" ყველაფერს გააკეთებს, რომ სამი ერის წლევანდელი გათამაშების შემდეგ ტრიუმფალური სვლა განაგრძოს", - თქვა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სტივ ტიუმ.

ბლედისლოუს თასი წლეულს ახალი ზელანდიისაა. "ოლ ბლექსმა" სამი ერის გათამაშებაში "ვოლაბებს" სამივე თამაში მოუგო, თუმცა ავსტრალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტ ჯონ ონილს იმედი აქვს, რომ მისი ქვეყნის ნაკრები ახალ ზელანდიასთან წაგებათა ათმატჩიანი სერიის შეწყვეტას შეძლებს.

"სამი ერის წლევანდელ გათამაშებაში ორივე გუნდმა უმაღლესი ხარისხის თამაში აჩვენა. ორივე მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ბოლო შეხვედრა ავსტრალიამ მინიმალური სხვაობით - 22:23 წააგო, რაც ამ გუნდების კლასში მცირე განსხვავებაზე მეტყველებს.

სამხრეთ ნახევარსფეროში ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის დაპირისპირებას სხვა ეშხი აქვს, ზევით, ჩრდილოეთში, ნეიტრალურ მოედანზე - სულ სხვა. ვფიქრობ, ჰონკონგელი ქომაგი მოუთმენლად ელის მატჩის დღეს და ჩვენც იმედს არ გავუცრუვებთ", - თქვა მან.

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა