ჭაბუკ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდმა "სერხედჯის" ოლიმპიურ კომპლექსში 6 მედალი დაისაკუთრა - 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო

ბაქოში დამთავრდა "აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასის" გათამაშება ახალგაზრდა და ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის. ის ბიჭების ორივე საჭიდაო სახეობაში პარალელურად ტარდებოდა - პირველი ორი დღე ბერძენ-რომაელებს ეთმობოდათ, რომელთა წარმატებულ გამოსვლაზეც უკვე გაცნობეთ (შეგახსენებთ, იქ ორივე გუნდმა ჯამში 9-9 მედალი მოიპოვა), ბოლო ორი კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმოთ და ქვემოთ სწორედ მათ შესახებ გეტყვით.

ჭაბუკთა გუნდმა "სერხედჯის" ოლიმპიურ კომპლექსში 6 მედალი დაისაკუთრა - 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ბაქარ შამანაძე (76) გახდა, რომელმაც ფინალური ორთაბრძოლა მასპინძელ მაგომედგაჯი მუკუტოვთან დათმო.

ბრინჯაოს მედლები ირაკლი მხეიძემ (42), ტარიელ გაფრინდაშვილმა (63), დავით ლოლაშვილმა, გიორგი ჩხარტიშვილმა (ორივე - 85) და ბექა კახეთელიძემ (100) მოიპოვეს.

ბაქოში კიდევ უფრო წარმატებით გამოვიდნენ ახალგაზრდა "თავისუფლები" - 10 მედალი დაისაკუთრეს. აქედან 3 ოქროა, 5 - ვერცხლი და 2 - ბრინჯაო.

ბოლო წლებში ქართული სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ვარსკვლავური ნაკრებისგან უდიდეს წარმატებებს მივეჩვიეთ, რომლის წევრებიც არა მარტო ამ გუნდში, უფროსებშიც კი გამწევ ძალად იქცნენ და მოახლოებული ოლიმპიადისთვის ფავორიტთა შორის არიან.

ამჯერად ნაკრებში ისეთი ვარსკვლავური თაობა აღარაა, თუმცა, საბედნიეროდ, ტრადიცია ძველებური წარმატებით გრძელდება, რაც ამ ძლიერ ტურნირში გამოსვლამაც დაადასტურა. კარგი შედეგიდან და შეჯიბრების სიძლიერიდან გამომდინარე (ის კომერციულია, ანუ მოჭიდავეებს ფულადი ჯილდოები ერგებათ და 10-ზე მეტი წამყვანი ნაკრები გამოდიოდა), კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ ორ წონაში ქართული ფინალი გაიმართა - 55 კილოგრამში ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოს და მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანმა ლაშა ტალახაძემ ოთარ გოგავას აჯობა, 96-ში კი ომარ გუსოშვილმა გიორგი მეშვილდიშვილი დაამარცხა.

ჩვენს ნაკრებს მესამე ოქრო სანდრო ამინაშვილმა (84) მოუტანა, რომელმაც ფინალში ბელარუს ალექსანდრ ხუტჩინს აჯობა. ჩემპიონობამდე ერთი მოგება დააკლდა ბექა ბუჯიაშვილს (50) - ფინალი ყაზახ ვლადიმირ კუდრინთან დათმო. გადამწყვეტ შეხვედრაში ასევე ყაზახთან - ბოლატ საკაევთან წააგო კონსტანტინე ხაბალაშვილმა (66), რომელმაც თავი საქართველოს ჩემპიონატზე ბრწყინვალე გამარჯვებით დაგვამახსოვრა.

ცოტა მოულოდნელია ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორის, ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონ გენო პეტრიაშვილის (120) მარცხიც ფინალში მასპინძელ ალი მაგომედდაბიროვთან. ზურაბ ერბოწონაშვილი (74) და ლევან გოგრიჭიანი (84) მესამეზე გავიდნენ.

ამ ნაკრებში თაობათა ცვლა მოხდა და ახალი გუნდის დაკომპლექტების პროცესი მიმდინარეობს. ამდენად, ფრიად საინტერესოა ბაქოური შედეგები, რამაც ზოგიერთ წონაში კონკურენცია, ვფიქრობ, საბოლოოდ გაარკვია. მაგალითად, ტალახაძემ სეზონში უკვე მესამედ მოუგო გოგავას - საქართველოს პირველობის ფინალშიც დაამარცხა და რიგის საერთაშორისო ტურნირზეც.

რიგის შემდეგ გუსოშვილმა მეორედ აჯობა მეშვილდიშვილს. არადა, საქართველოს პირველობის ფინალში ონელმა მეშვილდიშვილმა იმდენად ლამაზად მოუგო, მაყურებლის საერთო სიმპათია დაიმსახურა. ბუჯიაშვილიც ქვეყნის ჩემპიონია და რიგაშიც მეორეზე გავიდა, ანუ ლიდერის სტატუსს ბოლომდე ამართლებს და სტაბილურად გამოდის.

ფინალში მარცხის მიუხედავად, იგივე ითქმის პეტრიაშვილზეც. სტაბილურად გამოდიან ხაბალაშვილი და გოგრიჭიანიც, ხოლო ერბოწონაშვილი სიურპრიზია - ის საქართველოს ჩემპიონატზე ვერც პრიზიორთა შორის მოხვდა და ბაქოშიც თავისი ხარჯით წავიდა. მწვრთნელები კი აქცენტს საქართველოს პირველობის ფინალისტებზე აკეთებდნენ, რომლებიც უმედლოდ დარჩნენ. მათ გარდა, სტარტი ზურაბ იაკობაშვილმაც ჩააგდო (66), რომელსაც პარალელურად ეროვნულ ნაკრებშიც სცდიან და ბაქოში წასვლამდე ერთი კვირით ადრე სოფიაში სალიცენზიო ტურნირშიც იჭიდავა.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ამინაშვილის წლევანდელი სეზონი, რომელმაც ქვეყნის პირველობისა და რიგის შემდეგ მესამე შეჯიბრება მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა