ფიდეს მსოფლიო მოჭადრაკეთა განახლებული რეიტინგ-ლისტები გამოქვეყნდა, სადაც ჩვენებურმა მონაგარი 2721 პუნქტამდე გაზარდა
ფიდე ყოველ ორ თვეში ერთხელ მსოფლიო მოჭადრაკეთა განახლებულ რეიტინგ-ლისტებს აქვეყნებს. მარტი-აპრილის შედეგების გათვალისწინებით, საპირველმაისოდ მოჭადრაკე ვაჟთა ასეულს ისევ ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი (2835) უდგას სათავეში. მას 10 პუნქტით ჩამორჩება სომეხი ლევონ არონიანი. პირველ ათეულში შემდეგ მოდიან : ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2801), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2791), თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2784), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2779), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2775), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2770), ალექსანდრ მოროზევიჩი (რუსეთი, 2769), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2764).

ვაჟთა პირველ ასეულში უწინდელივით ეულად აღარ არის გალელი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა, რომელმაც მონაგარი 2721 პუნქტამდე გაზარდა და 25-ე საფეხურზე აინაცვლა. 2656 პუნქტით 96-ე ადგილზეა მიხეილ მჭედლიშვილი.

ქალთა ასეულს ისევ უნგრელი იუდით პოლგარი (2709) მეწინავეობს. იგი პირველი მანდილოსანია, რომელმაც 2700-იანი ზღვარი გადალახა. მეორე ადგილზე ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ჰოუ იფანმა (ჩინეთი, 2623) გადაინაცვლა. მესამე საფეხური სლოვენიელ ანა მუზიჩუკს (2598) უკავია. მომდევნო ადგილებზე არიან: ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2589), ჟაო სიუ (ჩინეთი, 2549), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2549), კატერინა ლაგნო (უკრაინა, 2546), ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2532), ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2530), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2529).

ქართველ ქალთაგან, ძაგნიძის გარდა, ასეულში არიან: 17. ბელა ხოტენაშვილი (2500), 32. ნინო ხურციძე (2456), 36. ლელა ჯავახიშვილი (2449), 44. ნინო ბაციაშვილი (2436), 57. სოფიო ხუხაშვილი (2414), 61. სალომე მელია (2410), 63. სოფიკო გურამიშვილი (2408), 79. ნაზი პაიკიძე (2384), 82. თამარ წერეთელი (2383), 98. მაია ლომინეიშვილი (2366).

ოცწლიან გოგონათა ოცეულში ორი წარმომადგენელი გვყავს - ნაზი პაიკიძე მეხუთეა, მერი არაბიძე (2351) - მეცამეტე. ვაჟებში ჩვენგან არავინაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის