უეფა ამტკიცებს, რომ ევროპის ჩემპიონატი უკრაინასა და პოლონეთში უცვლელ ფორმატში გაიმართება
30 აპრილს უეფას წარმომადგენელმა მარტინ კალენმა განაცხადა, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატს, რომელიც დამდეგ ზაფხულს უკრაინასა და პოლონეთში უნდა ჩატარდეს, გადადების საფრთხე დაემუქრა.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ ევრო 2012 უკრაინასა და პოლონეთში უცვლელ ფორმატში გაიმართება.

"უეფას ოფიციალური პოზიცია მკვეთრად და ცალსახად დაფიქსირდა. ტურნირის გადადების საკითხი არ განიხილება. ეს არც ტექნიკური და არც სხვა მიზეზით მოხდება", - განაცხადა ტურნირის უკრაინული ნაწილის დირექტორმა მარკიან ლუბკივსკიმ.

ამ დროისთვის მასმედიის წარმომადგენლებში დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ, რომ ევრო 2012 შესაძლოა გერმანიაში გადაიტანონ უკრაინის ექს-პრემიერ მინისტრის იულია ტიმოშენკოსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, რომელიც ციხეში მასზე ცუდი მოპყრობის გამო ჩივის და ასევე დნეპროპეტროვსკში აფეთქებების გამო.

"ასეთ მოკლე ხანში, გერმანიში ტურნირის გადატანა შეუძლებელია", -თქვა კალენმა და ასევე დასძინა, რომ თუ უკრაინაშიც ვერ მოხერხდება ჩემპიონატის ჩატარება, მაშინ ტურნირის მომდევნო წელს ჩატარებაზე უნდა დაფიქრდნენ.

"ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მოვლენებს, მაგრამ ამ ეტაპისთვის ტურნირის გადადების მიზეზები არ არსებობს. თუ სიტუაცია ძალიან საშიში გახდა, მაშინ ჩემპიონატი არ ჩატარდება. ჩვენ საფეხბურთო ზეიმის ორგანიზებას ვაკეთებთ და არა სხვა რამის", - აღნიშნა შვეიცარიელმა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა