16-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩში "აკადემიამ" "სოხუმი" 59:51 დაამარცხა
16-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩს თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს სოხუმისა და აკადემიის გუნდები დაუპირისპირდნენ.

ფინალური საგზური "აკადემიამ" მოიპოვა, რომელმაც მეტოქე დამატებით დროში - 59:51 დაამარცხა.

შეხვედრის საწყის ათწუთეულში მცირე უპირატესობა სოხუმელებმა მოიპოვეს, თუმცა მეორე ნახევარში "აკადემიაც" ამოქმედდა და პირველი ტაიმი ფრედ - 19:19 დასრულდა.

დაძაბული გამოდგა შეხვედრის მესამე მეოთხედი, რომელიც ქულა-ქულაში წავიდა და საბოლოოდ "ზღვისპირელთა" მინიმალური უპირატესობით, 35:34 დასრულდა.

მატჩის მეოთხე მეოთხედში გუნდებს შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. დაძაბულობამ კი პიკს ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე მიაღწია - "სოხუმის" გუნდი მეტოქეს ერთი ქულით ასწრებდა (49:48), როდესაც "სოხუმის" მოთამაშე თეგა გეტია ნიკა ცინცაძესთან დაჯარიმდა. ამ უკანასკნელმა 2 საჯარიმოდან მხოლოდ ერთი გამოიყენა და თამაშიც ოვერტაიმში გადავიდა (49:49).

დამატებითი დრო "აკადემიის" სრული უპირატესობით წარიმართა. აკადემიელებმა ბრწყინვალე დაცვა აჩვენეს, მეტოქეს ერთადერთი ქულა ჩააგდებინეს და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს.

"სოხუმს" 17 ქულა ლუკა ბულიავამ შესძინა, ხოლო "აკადემიაში" ორმაგი დუბლით, 20 ქულითა და 10 მოხსნით თავი ლევან მასხულიამ გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა ნახევარფინალური სერიის განმეორებითი მატჩი "შსს აკადემიასა" და "ქუთაისს" შორის 1 მაისს, ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, 14:00 საათზე გაიმართება.

www.u-16.ge

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად