ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელმა კარიერის განვლილ პერიოდზე ისაუბრა
ქუთაისის "ტორპედოს" უმაღლესში დაბრუნებისას გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა ნახევარმცველი გიორგი დათუნაიშვილი. იგი მოედანზე განსაკუთრებით თავგანწირული თამაშითა და ენერგიულობით გამოირჩევა.

თუ 2 მაისს ის "ტორპედო"-"კოლხეთის" დაპირისპირებაში მონაწილეობას მიიღებს, ეს თამაში "გიგუშასთვის", ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით, უმაღლეს ლიგაში გამართული საიუბილეო, თავისი მე-200 მატჩი იქნება.

- გიორგი, როგორ გაგონდება კარიერის განვლილი პერიოდი?

- მოგეხსენებათ, კარიერა "ვიტ ჯორჯიაში" დავიწყე, სადაც შვიდი წელი ვითამაშე. აქედან ხუთი - უმაღლეს ლიგაში. ფეხბურთში, რაც ფეხი ავიდგი, ამ გუნდს უკავშირდება ჩემი წინსვლა.

მასთან ერთად, საქართველოს ყველა მაღალი რანგის ტურნირი: ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მაქვს მოგებული. 2010 წლის ზაფხულის შემდეგ ქუთაისის "ტორპედოს" წევრი ვარ და ამ გუნდში ყველანაირად კარგად ვგრძნობ თავს.

- ამ ხნის განმავლობაში გამორჩეული მატჩიც, ალბათ, არაერთი გექნებოდა...

- იყო რამდენიმე მატჩი, რომელიც ყველაზე კარგად დამამახსოვრდა, მაგალითად, "ვიტ ჯორჯიაში" ყოფნისას თბილისში "ამერი" დავამარცხეთ ანგარიშით 4:3. აქედან ორი გოლი მე გავიტანე.

კიდევ, ეროვნული თასის ფინალში თბილისის "დინამოს" ჩემი გოლით მოვუგეთ(1:0). რა თქმა უნდა, "ტორპედოში" გამოსვლისასაც იყო სამახსოვრო მატჩები - იგივე წინა თამაშში "ზესტაფონის" დამარცხება, ქუთაისში "დინამოსთან" გამარჯვება; გარდა ამისა, წინა სეზონშიც მრავლად იყო.

- ამ მე-200 მატჩიდან 58-ე თამაში იქნება, რომელსაც "ტორპედოს" მაისურით ჩაატარებ. შენ, ფაქტობრივად, მომსწრე ხარ იმ პოლიტიკის, რასაც ქუთაისური გუნდი უმაღლესში დაბრუნებიდან ეწევა. რა შეიცვალა "ტორპედოში" მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კლუბმა უმაღლეს ლიგაში დაიბრუნა ადგილი?

- მაშინ, როცა მე "ტორპედოში" მოვედი, გუნდი ყალიბდებოდა და ახალ ნაბიჯებს დგამდა. მას შემდეგ თანდათან შევთამაშდით, ინფრასტრუქტურაც გაუმჯობესდა და ამჟამად გვყავს მწვრთნელი, რომლის მოსვლის შემდეგ ყველა თავის ადგილზე დადგა. მიხარია, ქუთაისის "ტორპედოში" ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ატმოსფეროა და ამ მხრივ, მოწინავე გუნდია.

- მიმდინარე წლიდან რატომ ხდება ასე, რომ თითქოს სტუმრად სხვა "ტორპედო" თამაშობს, რომელსაც ქულების მოპოვება ძალიან უჭირს და საშინაო თამაშებზე კი გუნდს წარმატებული შედეგების ჩვენება უადვილდება?

- ამას ახსნას ვერ ვუპოვი, ფსიქოლოგიურადაც ცუდად მოქმედებს უკვე ეს უსიამოვნო ტრადიცია და რაც შეიძლება სწრაფად, უახლოეს მატჩებში უნდა დავარღვიოთ. არადა, ის თამაშები, რომლებიც სტუმრად დავთმეთ, არ იყო წასაგები.

შეიძლება რამდენიმე ფაქტორის დასახელება - ჩვენ ქუთაისში განათებაზე, მაღალი დონის მოედანზე ვთამაშობთ და სადაც აქაურის მსგავსი პირობები გვხვდება, ჩვენც უფრო აღარ გვიჭირს, თუმცა მარტო ამასაც ვერ მივაწერთ.

ფაქტია, რომ თუკი შინ ვიგებთ თამაშებს, გასვლითებშიც შეგვიძლია წარმატების მიღწევა, მაგრამ ასე არ ხდება. ამ სეზონში დაგვრჩა ორი სტუმრად გასამართი მატჩი და შევეცდებით, რომ ამ თამაშებში მაქსიმალური ქულები ავიღოთ.

- ქუთაისელი გულშემატკივრები განსაკუთრებით დადებითად გახასიათებენ...

- მიხარია, რომ ასეთ გუნდში და გულშემატკივრებში მოვხვდი. "ვიტ ჯორჯიაში" ყოფნისას არ ვიყავი განებივრებული სტადიონზე ასეთი მხარდამჭერებით. აქ მოსვლისას კი ჩემთვის საოცნებო გარემო დამხვდა. ხასიათში მაქვს, რომ ბოლომდე დავიხარჯო, გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი და გამომივა თუ არა თამაში, ის არ მინდა თქვან, რომ არ ვიხარჯები.

მადლობა მათ, რომ ამას აფასებენ. იმედია, კიდევ ბევრჯერ გავახარებ მათ, უფრო მეტ წარმატებას მოვუტან და ერთად მივაღწევთ - ჩემპიონობა იქნება, თასის მოპოვება თუ ევროასპარეზზე თამაში.

- რა თქმა უნდა, უპირველესია მატჩის მოგება, მაგრამ თუკი გოლის გატანა შეძელი, ადვილი მისახვედრია, ვის მიუძღვნი...

- გოლს ყოველთვის ჩემს ოჯახს ვუძღვნი და თუკი მოვახერხე გატანა, ასე იქნება "კოლხეთთან" მატჩშიც... მაგრამ მთავარია, "ტორპედომ" გაიმარჯვოს და ჩემი გოლი ნაკლებად მნიშვნელოვანია.

fctorpedo.ge

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა