სერ ალექს ფერგიუსონმა მანჩესტერულ დერბიში ბრძოლაში დენი უელბეკი ჩართო, მაგრამ ამით გუნდმა ვერაფერი მოიგო
სერ ალექს ფერგიუსონმა მანჩესტერულ დერბიში ბრძოლაში დენი უელბეკი ჩართო, მაგრამ ამით გუნდმა ვერაფერი მოიგო.

აი, ახალგაზრდა ფორვარდმა კი კოჭის ტრავმა მიიღო და ინგლისის ნაკრების ახალ თავკაც როი ჰოჯსონს პირველი თავსატეხიც ეწვია. უელბეკს "სიტის" ნახევარმცველი ნაიჯელ დე იონგი ეუხეშა. სწორედ ამ ეპიზოდს მოჰყვა რობერტო მანჩინისა და ალექს ფერგიუსონის კამათიც. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია 21 წლის ფორვარდის ტრავმა.

პენანტი საჭესთან ნასვამი გამოიჭირეს

"სტოკ სიტის" ჯერმეინ პენანტი ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვისას გამოიჭირეს. მანჩესტერის გარეუბანში პენანტის BMW "აუდის" შეეჯახა, ხოლო "სტოკის" გარემარბს პოლიციისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია. 29 წლის პენანტი სასამართლოში 9 მაისს უნდა გამოცხადდეს. "აუდის" მძღოლი ზურგის ტრავმით ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გამოწერეს.

პეტროვი დააფასეს

"ასტონ ვილას" ფეხბურთელებმა კლუბის წლის საუკეთესო ფეხბურთელად სტილიან პეტროვი დაასახელეს. შეგახსენებთ, რომ ბულგარელ ფეხბურთელს ლეიკემია დაუდგინდა და ახლა სპორტისთვის არ სცხელა, მკურნალობს.

ბირმინგელებმა კი ამ ჟესტით მხარდაჭერა გამოუხატეს თანაკლუბელს. პეტროვი დაჯილდოების ცერემონიალს ვერ დაესწრო, თუმცა ვიდეომიმართვა გაგზავნა: "ბოდიში, ვერ ვარ თქვენთან და მადლობა დაფასებისთვის. იმედია, ეს ჩემი სიტუაციის გამო არ გააკეთეთ. ვფიქრობ, მართლაც კარგი სეზონი მქონდა. ერთს გპირდებით, ვიბრძოლებ", - ამბობს 32 წლის ნახევარმცველი მიმართვაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"