"მაიამი ჰიტი" სამხედრო ბაზაზე აპირებს წინასასეზონო საწვრთნელი ბანაკის მოწყობას. ფლორიდული კლუბი ჰელბერტ-ფილდში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ივარჯიშებს.

"მაიამი ჰიტი" სამხედრო ბაზაზე აპირებს წინასასეზონო საწვრთნელი ბანაკის მოწყობას. ფლორიდული კლუბი ჰელბერტ-ფილდში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ივარჯიშებს. ჩვეულებრივ, "მაიამი" შეკრებებს ყოველთვის საშინაო არენაზე ატარებდა, მაგრამ ამ ზაფხულს განხორციელებული ხმაურიანი ტრანსფერებისა და გუნდის ლიდერების მიმართ ზედმეტი აჟიოტაჟის გამო, "ჰიტმა" ბანაკი სულ სხვა ადგილას გადაიტანა.

"ჰელბერტ-ფილში ჩვენ ვამაყობთ სრულყოფის ტრადიციებით, თავდადებითა და საერთო საქმისადმი ერთგულებით. ჩვენი სპორტული კომპლექსი მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ვიცით, რომ "მაიამიში" ჩვენსავით სრულყოფისკენ ისწრაფვიან. ამიტომაც სიამოვნებით დავუთმობთ მათ ვარჯიშებისთვის ჩვენს კუთვნილ ბაზას", - ამბობს ჰელბერტ-ფილდის ბაზის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი მიკლ პლენი.

"ჩვენი კლუბისთვის დიდი პატივია იმ ბაზაზე ვარჯიში, სადაც სამშობლოსათვის სამსახური ნორმად არის ქცეული. ვიცი, რომ ჩემს მოთამაშეებს მოეწონებათ ასეთი ატმოსფეროს გაზიარება. ისინი მხარში დაუდგებიან იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის", - თავის მხრივ განაცხადა "მაიამის" პრეზიდენტმა პატ რაილიმ.

ამასობაში, ბოლო ორი რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი ამერიკის ექვსი ყველაზე არაპოპულარული სპორტსმენის სიაში მოხვდა. როგორც Fox Sports იუწყება, კალათბურთელის იმიჯზე ცუდად იმოქმედა "კლივლენდ კავალიერზიდან" "მაიამიში" გადასვლამ.

გამოკვლევის თანახმად, ახალგაზრდა ამერიკელთა მხოლოდ 14 პროცენტს მიაჩნია ლებრონი პოპულარულ ადამიანად, არადა, იანვარში ანალოგიური მაჩვენებელი 10 პროცენტით მაღალი იყო. ჯეიმსმა რესპოდენტთა 39 პროცენტისგან დაიმსახურა კრიტიკა, რაც საშუალო მაჩვენებელს 15 პროცენტით აღემატება.

დღეისთვის "მაიამი ჰიტის" ახალწვეული მეექვსე ადგილს იკავებს ყველაზე საძულველი სპორტსმენების სიაში, რომელშიც გოლფისტი ტაიგერ ვუდსი და "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველი კობი ბრაიანტიც მოხვდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა