ფრანკ რიბერისთან ჩხუბის შემდეგ ჰოლანდიელმა ფიქრი თავიდან დაიწყო
არიენ რობენის გარშემო გაურკვევლობა გრძელდება. შეგახსენებთ, რომ 28 წლის ჰოლანდიელს "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ მადრიდის "რეალთან" პირველი მატჩის შესვენებაზე ფრანკ რიბერისთან ჩხუბმა პოზიცია შეაცვლევინა - მართალია, რობენს კონტრაქტის გაგრძელება არ გადაუფიქრებია, მაგრამ ჯერ არც ხელი მოუწერია ხელშეკრულებისთვის, რომელიც რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებმა ჯერ კიდევ ორი თვის წინ წარუდგინეს და რომელსაც ვადა 2015 წლამდე აქვს. "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში რობენმა მიზეზებზე პირველად ისაუბრა.

"დასამალი არაფერია, ბოლო დროს ბევრი რამ მოხდა, რის გამოც ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ფიქრი თავიდან დავიწყე," - აცხადებს არიენი ხსენებულ ინტერვიუში და ცხადია, რომ "ბევრ რამეში", პირველ ყოვლისა, რიბერისთან ჩხუბს გულისხმობს, რასაც გერმანიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჰოლანდიელი დასძენს: "ფრანკმა ძალიან კარგად იცის, რომ გააკეთა ის, რაც არ უნდა გაეკეთებინა".

ეს არ იყო კარგი საქციელი

რობენი ადასტურებს, რომ რიბერის უკვე შეურიგდა, თუმცა იქვე აღიარებს, ფრანგთან ვეღარასოდეს მექნება ისეთი ურთიერთობა, რაც მანამდე მქონდა. ისე კი, შევრიგდით, ერთმანეთს ველაპარაკებით და ჩვეულებრივად ვიქცევითო.

რობენს რიბერის მუშტზე მეტად "ბაიერნის" ხელმძღვანელებსა და ზოგიერთ თანაგუნდელზე სწყდება გული.

ხელმძღვანელებზე იმიტომ, რომ მომხდარის შემდეგ რიბერის საქციელი არ დაგმეს. ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კი "რეალთან" მატჩის შესვენებაზე "ბაიერნის" გასახდელში მომხდარი ჩხუბი ფრანგსა და ჰოლანდიელს შორის სულაც დადებით მოვლენად მონათლა; ზოგიერთ თანაგუნდელზე კი იმიტომ, რომ ისინი ოვაციებით შეხვდნენ იმ ფაქტს, როცა რიბერიმ რობენს მუშტი უთავაზა.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ვერაფრით დაადგინეს, რომელ ფეხბურთელებს გაუხარდათ ის, რომ რობენს რიბერისგან მოხვდა.

"ეს არ იყო კარგი საქციელი, ეს არ იყო პოზიტიური მოვლენა. შეფები ულამაზოდ მოიქცნენ," - აცხადებს რობენი. რიბერი კლუბმა 50 000 ევროთი დააჯარიმა, მაგრამ ეს რობენისთვის შეღავათი, რა თქმა უნდა, არ არის: "ეს ჯარიმა ფორმალობაა და ასეც რომ არ იყოს, რიბერის დაჯარიმება ჩემთვის რატომ უნდა იყოს შეღავათი? ვფიქრობ, "ბაიერნის" ხელმძღვანელებს მეტი სიჭკვიანე უნდა გამოემჟღავნებინათ."

მიუხედავად ჰოლანდიელის ასეთი განცხადებებისა, რუმენიგე მაინც დარწმუნებულია იმაში, რომ რობენი ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

"ჩვენ, "ბაიერნის" ხელმძღვანელებს, ოდნავადაც არ გვეპარება ეჭვი იმაში, რომ არიენი გადაწყვეტილებას არ შეცვლის და მიუნხენში დარჩება," - ამბობს კალე და იქვე დასძენს, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, რომელიც 19 მაისს უნდა გაიმართოს, რობენს კიდევ ერთხელ დაველაპარაკებითო. არიენი არ უარყოფს, რომ "ბაიერნში" თავს კარგად გრძნობს, მაგრამ იმასაც ადასტურებს, რომ რამდენიმე წინადადება აქვს.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას - ამ ისტორიას გაგრძელება ნამდვილად ექნება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა