ინდიკარის სარბოლო სერიის მეოთხე ეტაპი ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში გაიმართა
ინდიკარის სარბოლო სერიის მეოთხე ეტაპი ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში გაიმართა.

რბოლა "პენსკეს" გუნდში "შევროლეს" მანქანით მოასპარეზე უილ პაუერმა მოიგო. წელს ეს გამარჯვება ზედიზედ მესამე იყო ავსტრალიელი პილოტისთვის, ხოლო "პენსკეს" გუნდს შეუძლია ასპროცენტიანი შედეგით დაიკვეხნოს: მისმა წევრებმა ამ სეზონში ჩატარებული ოთხივე რბოლა მოიგეს.

ისევე, როგორც წინა რბოლაში, ამჯერადაც პაუერმა ორი პიტსტოპის ტაქტიკა აირჩია, რაც ნაკლებად აგრესიულ სტილს ითვალისწინებს და ამჯერადაც სტრატეგიამ გაამართლა.

იმ პილოტებმა, რომლებმაც სამი პიტსტოპი და აგრესიული სტილი აირჩიეს, წარმატებას ვერ მიაღწიეს. მაგალითად, "განასის" გუნდის წევრი სკოტ დიქსონი რაღაც მომენტში პირველ ადგილზე გადავიდა, მაგრამ ზედმეტმა პიტსტოპმა უკან გადააგდო. იქ კი ბევრი დრო დაკარგა ავარიისთვის გვერდის ასავლელად. საბოლოოდ, წარმატებულ გუნდში მოასპარეზე ძლიერმა მრბოლელმა აგრესიული სტილის გამოყენებით მხოლოდ მე-17 ადგილი დაიკავა.

უფრო წარმატებული რბოლა ჰქონდა "განასის" კიდევ ერთ პილოტს, შოტლანდიელ დარიო ფრანკიტის. სერიის ოთხგზის ჩემპიონისთვის მეხუთე ადგილი შეიძლება კარგი შედეგი არ იყოს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ წინა სამ რბოლაში ფრანკიტი ერთხელაც ვერ შევიდა პირველ ათეულში.

სან პაულუში მეორე ადგილი დაიკავა რაიან ჰანტერ რეიმ, მესამეზე კი იაპონელი ტაკუმა სატო ვიხილეთ. ეს ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტის პირველი პოდიუმია ინდიკარის სერიაში. ფორმულა 1-ის კიდევ ერთი ყოფილი წევრი, ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო ფინიშზე მეათე მივიდა.

საერთო ჩათვლაში პაუერმა გაიმყარა ლიდერობა - მას 180 ქულა აქვს. ავსტრალიელის უახლოესი მდევარია მისი თანაგუნდელი ჰელიო კასტრონევეში - 135 ქულით. 123 ქულით სამეულშია ჯეიმს ჰინჩკლიფი "ანდრეტის" გუნდიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად