ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საკანდელიძის საქართველო ბულგარეთია

საკანდელიძის საქართველო ბულგარეთია

ბულგარულ სამოკოვოში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე დღე პირველზე ცოტათი წარუმატებელი აღმოჩნდა...

ბულგარულ სამოკოვოში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე დღე პირველზე ცოტათი წარუმატებელი აღმოჩნდა. ნუგზარ სხირელის შეგირდები ურიგოდ არც გუშინ გამოსულან - თითო ოქრო-ვერცხლი მოიპოვეს, მაგრამ მათი გუშინწინდელი მონაგარი უფრო ხელხვავრიელია - სამივე სინჯის თითო მედალი. შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს ახალგაზრდულ პირველობაზე დავით ხუციშვილმა (74) გაიმარჯვა, ვერცხლი თენგიზ ჩოჩიშვილმა (60) დაიმსახურა, ბრინჯაო - ლაშა ტალახაძემ (50). გუშინ ჩემპიონი მძიმეწონოსანი გიორგი საკანდელიძე გახდა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) კი ფინალში დამარცხდა. გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მესამეზე გავიდნენ რუსეთისა და თურქეთის შემდეგ.

საკანდელიძე კვლავაც განაგრძობს შარშან დაწყებულ ჩინებულ სეზონს, თუმცა რაღაც უცნაური ბედისწერით: მან წლეულს უცხოეთში გააკეთა ის, რაც შარშან მშობლიურ კედლებში ვერ შეძლო. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის ახალგაზრდულ ევროპირველობას თბილისმა უმასპინძლა, საკანდელიძე კი ფინალში გვარიანად გადაზრდილ რუსთა ოს წარმომადგენელ ალან ხუგაევთან დამარცხდა. ფინალში მისი მეტოქე ამჯერადაც ოსი იყო, ოღონდ ამჯერად აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ასლან ძებისოვი, ვინც შარშან თბილისში მესამეზე გავიდა.

ბარემ აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ შარშან საკანდელიძემ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც ვერცხლი მოიპოვა, ახლა კი ოთხი შეხვედრა გამართა და ყველა ძირითად დროში დაასრულა. ამათგან შედარებით თანაბარი ბრძოლა მხოლოდ თურქმა ტაჰა აკგულმა გაუმართა, რომელსაც ჩვენებურმა პირველი პერიოდი 1:0 მოუგო, მეორე კი 1:1 დასრულდა, მაგრამ საკანდელიძემ ბოლო ქულის დამსახურებით მოუგო. ჩვენებურმა ბევრად იოლად აჯობა ბულგარელ დანიელ იანკოვს და უკრაინელ მურადინ კუშკოვს. საკანდელიძეს დიდად არც ფინალში გასჭირვებია და ორი პერიოდის ჯამში 4:2 გაიმარჯვა.

ხინჩეგაშვილი ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორია, ოღონდ ის მედლები 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა, თანაც - 2008 წელს. სხვათა შორის, მაშინ ის პარალელურად ჭაბუკთა ნაკრების წევრიც იყო და იქაც გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო საქართველოს პირველობაზე ორივე ასაკში გაიმარჯვა. მიზეზთა გამო, მას 55-ში ადაპტაცია ძალიან გაუჭირდა და შარშანდელი სეზონი პირწმინდად ჩააგდო. ეტყობა, კრიზისი უკვე დაძლია და ახალ წონაში პირველი მედალიც მოიპოვა. ყოველ შემთხვევაში, იმედი ვიქონიოთ, რომ კრიზისი მართლაც საბოლოდაა დაძლეული.

ხინჩეგაშვილი ფინალში ძლევამოსილად გავიდა - ყველა შეხვედრა ძირითად დროში მოიგო, ფინალი კი აზერბაიჯანელ ტოგრულ ასგაროვთან დამატებით დროში დათმო. ჩვენებურმა ყველაზე მეტად მაინც რუმინელი დავიდ დობრე და სომეხი ვალოდია ფრანგულიანი დაჯაბნა, რომლებსაც დიდი უპირატესობით სძლია. შედარებით მოკრძალებული სხვაობა აკმარა თურქ იბრაჰიმ იორულმაზსა და რუსთა აფხაზ რუსტამ ამპარს, ჩრდილოელს ერთი პერიოდი 4:0 მოუგო. სამწუხაროდ, ხინჩეგაშვილს ფინალში წარმატების მისაღწევად ძალა აღარ ეყო ჩინებულად მოჭიდავე აზერბაიჯანელთან, თუმცა პირველი პერიოდი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 5:3.

ასგაროვმა ტურნირზე ერთით ნაკლები - 4 შეხვედრა ჩაატარა და, ფინალის გარდა, დანარჩენი სამში ძირითადი დრო იმყოფინა. უფრო საინტერესო ისაა, რომ ამ სამ შეხვედრაში გამართული ექვსი პერიოდიდან ხუთი ვადამდე, ანუ ქულათა დიდი უპირატესობით ან წმინდა გდებით მოიგო. პირველი ორი მეტოქე სწორედ ასე გააკრა ბეჭებზე, პირველი ქულა კი ნახევარფინალში უკრაინელ იგორ ხავალძისთან დაკარგა, როცა ერთ პერიოდში მხოლოდ 5:1 სძლია და არა - ჩვეული ტრიუმფით. აზერბაიჯანელს ყველაზე სერიოზული წინააღდეგობა მაინც ხინჩეგაშვილმა გაუწია, რომელმაც ერთი პერიოდი იძალა კიდეც: სამწუხაროდ, მომდევნოებში უპირატესობა დათმო და ზედიზედ წააგო ორივე, რის გამოც გორელი ფალავანი ვერცხლს დასჯერდა.

გუშინ კიდევ ორი ჩვენებური ჭიდაობდა, მაგრამ დამარცხდნენ - დავით ტლაშაძე (66) და დავით მარსაგიშვილი (84). ამათგან უფრო მოულოდნელი ევროპის შარშანდელ ვიცე-ჩემპიონისა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ მარსაგიშვილის წაგებაა. მეტიც - ბალავაძის ტურნირზე მოპოვებული ვერცხლისა და დამაჯერებელი ჭიდაობის ფონზე ეს პატარა შოკიც კი იყო. პირველ წრეში ის ისვენებდა, მეორეში კი უნგრელ ატილა შმიკთან დამარცხდა. არადა, პირველი პერიოდი ჩვენებურმა მოიგო - 4:3. უნგრელი არაა იმ დონის მოჭიდავე, ფინალში გასულიყო და ქართველისთვის სანუგეშოში გადართვის შანსი მიეცა. მადიარმა მომდევნო შეხვედრა წააგო და მარსაგიშვილი ჩემპიონატს დაემშვიდობა.

ერთი შეხვედრა მოიგო ტლაშაძემ - ლატვიელ ალექსანდრს პომიალოვსთან, მაგრამ მერე ბელარუსმა ანტონ აფანასეუსმა აჯობა და რაკი ესეც მალევე წამოეგო მომდევნო მეტოქის ფანდზე, ჩვენებური კვარცხლბეკს მიღმა აღმოჩნდა.

ირაკლი თავაძე

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!

[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა

[VIDEO] წარმატებული დებიუტი - მაჭარაშვილმა ბიუკენენი ეფექტური ილეთით დაამარცხა

თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა