თურქეთის ნორჩ მოფარიკავეთა საერთაშორისო ტურნირებში ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას 18 გოგო-ბიჭი იცავდა
თურქეთში ყოველწლიურად იმართება ნორჩ მოფარიკავეთა საერთაშორისო ტურნირები. ტრადიცია არც წლეულს დარღვეულა.

12-წლამდელთა შეჯიბრებაზე მასპინძლებმა რუსეთის, საქართველოს, ბულგარეთის, რუმინეთისა და ქუვეითის წარმომადგენლები მიიწვიეს.

ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას 18 გოგო-ბიჭი იცავდა. შვიდი მათგანი საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის, 3 - თბილისის მერიის (ეს უკვე ზედიზედ მე-4 შეჯიბრებაზე) და 8 ქუთაისის მერიის დაფინანსებით გაემგზავრა ანკარაში.

საქართველოს ნორჩმა მუშკეტერებმა ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლები მოიხვეჭეს. განსაკუთრებით, გოგონებმა იყოჩაღეს: გუნდურ რაპირაში მარიამ ცუხიშვილმა (რუსთავი), ლია ჯიჯეიშვილმა და ანა მელიამ (ორივე - თბილისი) რამდენიმე მეტოქეს სძლიეს, მათ შორის, ფინალში თურქეთის პირველ გუნდს 45:35 და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ.

გუნდურ დაშნაში ჩვენმა გოგონებმა (ნინო გაბუნია, ანა ბიბიჩიძე, თათია ჩხეტიანი - სამივე ქუთაისი) მხოლოდ ნახევარფინალური პაექრობა დათმეს რუმინელებთან 32:45 და მესამე ადგილს დასჯერდნენ.

ინდივიდუალურ პირველობებში, ასევე, ბრინჯაო ერგოთ მარიამ ცუხიშვილსა (რაპირა, მწვრთნელი ზურაბ ჯაგაშვილი) და თბილისელ ნიკა შენგელიას (ხმალი, მწვრთნელი ქეთევან ერემეიშვილი). ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის ფარიკაობის სექციაში მოვარჯიშე გელა მჟავიამ დაშნაში 140 მონაწილეს შორის მე-5 ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა