ქუთაისის "ტორპედოს" ცენტრალური მცველი ევროსაგზურის მოპოვებას იმედოვნებს
ქუთაისის "ტორპედოს" ცენტრალური მცველი ლექსო კვახაძე იმედოვნებს, რომ გუნდი სეზონს ევროსაგზურის მოპოვებით დაასრულებს.

"ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი და მიმაჩნია, რომ სამეულში მოხვედრის ძალიან კარგი შანსი გაგვაჩნია, რადგან საკმაოდ კარგი კალენდარი გვაქვს - ქუთაისში სამ გუნდს ვმასპინძლობთ - "კოლხეთს", "დილასა" და "მეტალურგს"; სტუმრად კი ორ მატჩს ("დინამოსთან" და "ბაიასთან") ვატარებთ.

როდესაც სატურნირო ცხრილში დაძაბული მდგომარეობაა, ასეთი ფაქტორები გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ამ შანსს კი გამოყენება სჭირდება და მჯერა, "ტორპედო" დარჩენილ თამაშებს კარგად ჩაატარებს.

თუმცა ჩვენი გუნდი ჯერ კიდევ შენების პროცესშია. მეორე წრეში ბევრი ახალი მოთამაშე მოვედით და ჯერ სრული შესაძლებლობა არ გამოგვივლენია. დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში უფრო გავძლიერდებით და ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ", - ამბობს კვახაძე.

27 წლის მცველი "ტორპედოში" წელს ზამთარში გადავიდა, რასაც არ ნანობს:

"გუნდს იოლად შევეწყვე, რადგან ფეხბურთელთა უმრავლესობას კარგად ვიცნობდი, ბევრთან კი ვმეგობრობდი. დარწმუნებული ვარ, აქ გადმოსვლა კარგად წამადგა და უკეთაც ავთამაშდი. ეს იმიტომ, რომ ჩემს კარიერაში ყველაზე კარგი საფეხბურთო გარემო სწორედ ქუთაისში დამხვდა - ვგულისხმობ სავარჯიშო და მოსამზადებელ პირობებს, აღდგენით პროცესებსა და თავად გარემოს.

ამ ყველაფერს ემატება ძალიან ერთგული და თბილი გულშემატკივარი. ქუთაისში თამაშებზე იმდენი მაყურებელი დადის, რასაც ნებისმიერი გუნდი ისურვებდა, მე კი აქამდე სანატრელი მქონდა. ჩვენც ვცდილობთ, ხალხი "ტორპედოს" წარმატებებით გავახაროთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა