ქუთაისში, 16-წლამდელთა ფინალური საგზურისთვის მატჩში, "კარდინალმა" მასპინძელთა გუნდი 73:58 დაამარცხა
2 მაისს ქუთაისში 16-წლამდელთა ფინალური საგზურისთვის ერთმანეთს ადგილობრივი "ქუთაისი" და "კარდინალი"დაუპირისპირდნენ.

ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩში "კარდინალმა" მეტოქე დამაჯერებლად, 73:58 დაამარცხა, სერიაში 2:1 იმარჯვა და ფინალში გავიდა.

"კარდინალი-ორბმა" შეხვედრის საწყის წუთებშივე მოიპოვა უპირატესობა და პირველ ათწუთეულში 24:12 დაწინაურდა. მეორე მეოთხედში ქუთაისელებიც ამოქმედდნენ, თუმცა სტუმრებმა მოახერხეს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და ტაიმის ბოლოს თავიანთ სასარგებლოდ 40:28 დააფიქსირეს.

მესამე მეოთხედი "თბილისის კარდინალებმა" კვლავ მობილიზებულად ჩაატარეს და მეტოქეს შანსიც არ დაუტოვეს. "ქუთაისმა" ვერც დასკვნით მეოთხედში შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და ნახევარფინალურ სერიაში 0:1 ჩამორჩა.

"კარდინალის" გუნდში ორმაგი დუბლით თავი ერთბაშად ორმა მოთამაშემ გამოიჩინა. ვასილ მჭედლიშვილმა 19 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, ხოლო გიორგი გუგეშაშვილის ანგარიშზე 17 ქულა და ამდენივე მოხსნაა. მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო იყო გიგი ვადაჭკორია, რომელმაც საკუთარ გუნდს 20 ქულა შესძინა.

www.u-16.ge

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა