"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა ჟერარდ პიკემ კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შედარებას აბსურდული უწოდა.

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა ჟერარდ პიკემ კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შედარებას აბსურდული უწოდა. "ამჟამად ამ ორ ფეხბურთელს შორის დიდი სხვაობაა. მესი ყოველ მატჩში ამტკიცებს, რომ ამ თემაზე დებატები უნდა შეწყდეს. ახლა მე ასეთ შედარებას აბსურდულს ვუწოდებდი", - განაცხადა პიკემ "დიარიო AS-თან" ინტერვიუში.

ლუიშ ფაბიანო უკმაყოფილოა

"სევილიას" ბრაზილიელი ფორვარდი ლუიშ ფაბიანო ნანობს, რომ სატრანფერო პერიოდში გუნდი არ დატოვა - ის უკმაყოფილოა, რადგან ანტონიო ალვარესი არ აყენებს სასტარტო შემადგენლობაში. "საშინელი შეგრძნებაა, როცა სათადარიგოთა სკამიდან გასცქერი თამაშს. ჩემთვის ეს ძალზე მტკივნეულია. ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მე "სკამის ფეხბურთელი" არა ვარ", - ეს ციტატა ბრაზილიელმა "ტვიტერის" პერსონალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

მას შემდეგ, რაც "სევილია" ჩემპიონთა ლიგიდან "ბრაგამ" გააგდო, ალვარესი ლუიშს სასტარტოს არ აკარებს, თამაშს უმთავრესად ალვარო ნეგრედო და ფრედერიკ კანუტე იწყებენ.

ბასკები რეალს არ უფრთხიან

შაბათს სან სებასტიანს მადრიდის "რეალი" ესტუმრება. 2007 წლის შემდეგ "რეალ სოსიედადს" "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ არ უთამაშა. შაბათის მატჩის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. "მარკასთან" საუბარში "რეალ სოსიედადის" მწვრთნელმა მარტინ ლასარტემ განაცხადა, რომ არ აპირებს "რეალის" წინააღმდეგ განსაკუთრებული ტაქტიკით თამაშს: "არაფერსაც არ შევცვლი, ჩვენ არ ვუყურებთ ვის ვეთამაშებით, "რეალ სოსიედადი" ცდილობს ყოველთვის საკუთარი ფეხბურთი ითამაშოს", - განაცხადა მწვრთნელმა და მეტოქის შემადგენლობიდან გერმანელი მესუთ იოზილი გამოყო: "რეალის" შემადგენლობაში პირველ ორ თამაშში ისე გაიბრწყინა, რომ იოზილი, ალბათ, "რეალის" საკვანძო ფიგურა გახდება".

100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
ჩივილით აპირებენ და ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
"ეს ჯილდო გულშემატკივრებს ეკუთვნის"! - რონალდო "ყველა დროის ოქროს ბურთის" მფლობელის პრიზის მოპოვებაზე
"ქართველები დღემდე ამას აკეთებენ... ფეხბურთელს უცხოელი სკაუტის გამო ნაკრებში იძახებენ, შემდეგ კი ეს ხდება..." - უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი საქართველოს ნაკრებზე
"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა