საქმე საქმეზე თუ მიდგა, ტიმი კასილიასის ჩრდილში ყოფნას სიამოვნებით დათანხმდება

როგორც კი გაირკვა, რომ 30 წლის გერმანელი მეკარე ტიმ ვიზე "ვერდერთან" ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს და ზაფხულში ბრემენიდან აიბარგება, გამოცდილ კიპერზე დიდი მითქმა-მოთქმა დაიწყო. ვიზესთან მიმართებაში არაერთი კლუბის სახელმა გაიჟღერა - მათ შორის იყო მადრიდის "რეალიც".

2 მაისს ტიმმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ "სამეფო გუნდს" მართლაც სურს მისი გადაბირება.

"ასეთი ცნობები, როგორც წესი, უსაფუძვლოდ არ ვრცელდება ხოლმე. ჩემს მრჩეველს მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელებთან მართლაც აქვს კონტაქტი, თუმცა კონკრეტულ მოლაპარაკებამდე ჯერ საქმე არ მისულა. ფაქტია, რომ "რეალის" ხელმძღვანელები ჩემზე სერიოზულად ფიქრობენ," - უთხრა ვიზემ "კრაისცაითუნგს".

შეგახსენებთ, რომ ვიზეს "ვერდერიდან" წასვლა უფასოდ შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ "რეალი" გამოცდილ მეკარეს ხელში ყოველგვარი საზღაურის გარეშე ჩაიგდებს.

ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, "რეალის" გერმანელი ფეხბურთელები მესუთ იოზილი და სამი ხედირა ცდილობენ, ბოსები დაარწმუნონ, რომ ვიზეს ყიდვა სწორი ნაბიჯი იქნება. ცხადია, "რეალს" ტიმი მეორე მეკარედ სურს, რადგან ვიზეს მხრიდან იკერ კასილიასის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება გამორიცხულია. გერმანული მედია იუწყება, რომ ვიზეს გადაბირება "ჰოფენჰაიმს" და მილანურ კლუბებსაც სურთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა