"ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ არიენი მიუნხენში დარჩება

"ლელოს" მკითხველი ინფორმირებულია, რომ არიენ რობენი "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას აყოვნებს. 28 წლის ჰოლანდიელს რეკორდმაისტერთან ხელშეკრულების გაგრძელება გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ ფრანკ რიბერისთან ჩხუბის შემდეგ აზრი შეიცვალა და ფიქრი თავიდან დაიწყო.

შესაბამისად, მიუნხენში დიდი ვნებათაღელვა დაიწყო: ხელმძღვანელებს და გულშემატკივრებს რობენის დაკარგვა არ სურთ. "ბილდი" ამ საკითხთან დაკავშირებით "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტ ფრანც ბეკენბაუერს გაესაუბრა.

- ჰერ ბეკენბაუერ, არიენ რობენი "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარის თქმას აღარ გამორიცხავს...

- იმედი მაქვს, რომ კონტრაქტს, რომელიც ჯერ კიდევ ორი თვის წინ შესთავაზეს, ხელს მოაწერს, რადგან "ბაიერნს" რობენი ძალიან სჭირდება. სანამ რეკორდმაისტერი 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით თამაშობს, რობენი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე შეუცვლელი და ფასდაუდებელი ფეხბურთელია.

ისევე, როგორც რიბერი - მარცხნივ. "ბაიერნი" დღეს მეტწილად სწორედ ამ ორ ფეხბურთელზეა დამოკიდებული. არიენი შესანიშნავი დრიბლიორია, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. მან წინა სეზონში არაერთი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და წელსაც "რეალთან" გატანილი პენალტით ფინალის კარი გაგვიღო. მე რობენის ფანი ვარ!

- ნუთუ? დორტმუნდის "ბორუსიასთან" გაცუდებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ თქვენ რობენი ძალიან მაგრად გააკრიტიკეთ...

- ჰო და ეს კრიტიკა უკან არც მიმაქვს, რადგან ვფიქრობ, რომ პენალტი არასდროს უნდა დაარტყას იმ ფეხბურთელმა, რომელმაც მოიპოვა. ისიც ვიცი, რომ ამ კრიტიკის გამო არიენი ჩემზე განაწყენებულია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მე მართლა მისი ფანი ვარ.

- არიენი ამბობს, რიბერისთან ჩხუბის შემდეგ ხელმძღვანელებმა მხარდაჭერა არ გამომიცხადესო და ღიად საუბრობს იმაზე, რომ ნაწყენია. ეთანხმებით?

- რობენმა უნდა გაიგოს, რომ ული ჰიონესი და კარლ-ჰაინც რუმენიგე ლოგიკურად მოიქცნენ, როცა გასახდელში მასსა და რიბერის შორის მომხდარი ინციდენტი ჩაფარცხეს.

"რეალთან" პირველი მატჩის შესვენებისას "ბაიერნის" გასახდელში საკმაოდ სამარცხვინო რამ მოხდა და რაკი ეს ყველამ გაიგო, რუმენიგე და ჰიონესი სხვანაირად ვერ მოიქცეოდნენ. პირად საუბარში მათ რობენს ყველაფერი ისე უთხრეს, როგორც საჭირო იყო. არა მგონია, საჯარო საუბარი უფრო მნიშვნელოვანი იყოს.

- ჰო, მაგრამ ახლა ფაქტია, რომ დიდი შანსია, რობენმა "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი სწორედ ამიტომ თქვას...

- არიენმა იცის, რომ "ბაიერნი" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და რომ მას აქ ყველა აფასებს. რამდენადაც ვიცი, რიბერისაც აპატია ის, რომ ამ უკანასკნელმა მუშტი უთავაზა. ამიტომაც მჯერა, რომ ბოლოს ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა - რობენი ახალ კონტრაქტს გააფორმებს და "ბაიერნში" დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა