დიდი იმედით ველოდით შემოდგომის ბაშოს მე-5 დღის დასკვნით შეხვედრას - დოჰიოზე საბრძოლველად 22 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და 25 წლის დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ავიდნენ...

ქართული სამეულის კარგი მესამედი

დიდი იმედით ველოდით შემოდგომის ბაშოს მე-5 დღის დასკვნით შეხვედრას - დოჰიოზე საბრძოლველად 22 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და 25 წლის დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ავიდნენ...

სუმოს ფესვები წმინდა იაპონურია, მაგრამ მსგავსი ეროვნული ჭიდაობა კიდევ რამდენიმე აზიურ ქვეყანას აქვს - მათ შორის მონღოლეთში. მონღოლურ სუმოს ბოხი ჰქვია. ამიტომაც არ არის საკვირველი, რომ პროფესიულ დოჰიოზე მონღოლები ყოჩაღობენ. ჰაკუჰოსაც სისხლში აქვს ჭიდაობის ეს სახეობა: დავააჯარგალ მუნხბატის მამა, ჯინგაჯიდიმ მუნხბატი 6 ნაადამის (ანუ ბაშოს) გამარჯვებულია და მას მონღოლურ სუმოში ერთი რეკორდი ეკუთვნის: ზედიზედ 52 ორთაბრძოლა მოიგო. ლევანთან ბრძოლაში ჰაკუჰომ მამის მიღწევა იაპონიაში გაიმეორა. მოკლედ, კვიცი გვარზე ხტისო, ჰაკუჰოზეა ნათქვამი. მონღოლმა ორივე ხელი მარცხნიდან ჩასჭიდა ქართველის მავაშს და ეფექტური გდება, სუკუინაგე განახორციელა. ტოჩინოშინს მაინც კარგი სტარტი (ბაშოს მესამედი გაილია) გამოუვიდა - მე-2 მაეგაშირასთვის 3-2 ბალანსი კარგი ბაზისია, რადგან ამ რანგის სუმოისტებს თავიდანვე ძალიან ძლიერებთან უწევთ ჭიდაობა.

კოკაიმ (ლევან ცაგურია) მე-9 მაეგაშირა კიმურაიამასთან ორთაბრძოლაში წარმატებას მძლავრი მიწოლით მიაღწია, "შავი ზღვის" შეტევას მეტოქემ ვერ გაუძლო და რკალიდან გასვლისას ზურგზე დაეცა. ეს კოკაის მე-4 გამარჯვებაა აკი ბაშოზე. მოიგო უმაღლესი დივიზიონის უმძიმესმა მონაწილე გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი). ქართველმა დარტყმებით ბეჭებზე გააკრა ექს-სეკივაკე ტოჩინონადა. გაგამარუს უკვე 4 მოგება დაუგროვდა, როცა წინა, სადებიუტო ბაშოზე (უმაღლეს დივიზიონში) მხოლოდ 5 შეხვედრა მოიგო.

აკი ბაშოზე სამი დაუმარცხებელი რიკიში რჩება: ჰაკუჰო, ოძეკი კოტოოშუ, რომელმაც გუშინ პირველი მაეგაშირა ვაკანოსატო გაიყვანა დოჰიოდან, და მე-11 მაეგაშირა იოშიკაძე.

ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე ვეტერანი ოძეკი კაიოა (3-2). 38 წლის ჩემპიონი 1010-ე ორთაბრძოლას გამართავს კარიერაში, ლევანი კი შეეცდება, მაეგაშირას რანგში კარიერაში მე-100 გამარჯვება ჩაიწეროს, მას ზუსტად ამდენივე მარცხი აქვს. "შავი ზღვა" გამძლეობაზე მე-11 მაეგაშირა კოტოკასუგას (2-3) გამოცდის. გაგამარუს მეტოქე "მონღოლი არწივი" ტამავაშია (2-3).

სუმოს სამყარო. აკი ბაშო (ტოკიო). 12-26 სექტემბერი

V დღე: ჰაკუჰო-ტოჩინოშინი (სუკუინაგე), ჰარუმაფუჯი-ტოკიტენკუ (ოშიდაში), კოტოოშუ-ვაკანოსატო (ოშიდაში), ბარუტო-ჰომაშო (იორიკირი), კაკურიუ-კაიო (იორიკირი), არანი-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოჩიოძანი-კისენოსატო (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ჰაკუბა (უვატენაგე), ტოკუსეგავა-ტაკამისაკარი (იორიკირი), ამინიშიკი-ასასეკირიუ (ჰატაკიკომი), ტოსაიუტაკა-მოკონამი (იორიტაოში), კიტატაიკი-ბუშუიამა (ოშიტაოში), კოკაი-კიმურაიამა (ოშიტაოში), კოტოკასუგა-ჰოკუტორიკი (ჰატაკიკომი), იოშიკაძე-შიმოტორი (ჰიკიოტოში), კორიუ-სოკოკურაი (ოშიდაში), ტაკეკაძე-კასუგაო (ოკურიდაში), გაგამარუ-ტოჩინონადა (იორიტაოში), ტამავაში-კიოკუნანკაი (ჰატაკიკომი), კაკიძოე-ტოსანოუმი (ჰატაკიკომი), ჰოჩიამა-ტოიოძაკურა (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა

5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოოშუ (ოძეკი), იოშიკაძე (მაეგაშირა 11).

4-1: ჰარუმაფუჯი (ოძეკი), ბარუტო (ოძეკი), ტოჩიოძანი (სეკივაკე), კიტატაიკი (მ 7), კოკაი (მ 8), გაგამარუ (მ 15)... 3-2: ტოჩინოშინი (მ 2).

VI დღე: ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, კოტოოშუ-კისენოსატო, ბარუტო-არანი, კაიო-ტოჩინოშინი, ჰარუმაფუჯი-კიოკუტენჰო, ტოჩიოძანი-ტოკიტენკუ, კაკურიუ-ვაკანოსატო, ჰომაშო-ტოკუსეგავა, ამინიშიკი-კიტატაიკი, ტაკამისაკარი-ჰაკუბა, მოკონამი-ასასეკირიუ, ტოსაიუტაკა-ჰოკუტორიკი, კოკაი-კოტოკასუგა, ბუშუიამა-იოშიკაძე, კიმურაიამა-კორიუ, შიმოტორი-სოკოკურაი, ტაკეკაძე-კიოკუნანკაი, კასუგაო-კაკიძოე, ტამავაში-გაგამარუ, ტოჩინონადა-ტოიოძაკურა, ტოსანოუმი-ტოიოჰიბიკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?