ფორმულა 1-ის გუნდები სამდღიან ტესტებს ატარებენ იტალიის ქალაქ მუჯელოში, თუმცა აპენინებზე არ ჩასულა "მაკლარენის" პილოტი
ამ დღეებში ფორმულა 1-ის გუნდები სამდღიან ტესტებს ატარებენ იტალიის ქალაქ მუჯელოში, თუმცა აპენინებზე არ ჩასულა "მაკლარენის" პილოტი ჯენსონ ბატონი.

ის ბრიტანული საჯინიბოს სპონსორის - "ვოდაფონის" სარეკლამო აქციის ეგიდით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტს ეწვია და იქ "მაკლარენის" ბოლიდით საჩვენებელი გამოსვლა მოაწყო.

ამისთვის ქალაქის ქუჩებში მოაწყვეს სპეციალური ტრასა, რომლის სიგრძე კილომეტრი და 600 მეტრი იყო. ის უნგრეთის პარლამენტის შენობის წინ გადიოდა.

სპორტული შედეგების მხრივ, უნგრეთი ბატონისთვის ფეხბედნიერი ქვეყანაა. თავისი 13 მოგებული გრანპრიდან პირველი 2006 წელს სწორედ "ჰუნგარორინგზე" დაისაკუთრა, შარშან კი თავის საიუბილეო მე-200 რბოლაში ბრიტანელმა პილოტმა მეორედ მოიგო უნგრული რბოლა.

წლევანდელი სეზონი ბატონისთვის არც ისე წარმატებულად მიმდინარეობს. ავსტრალიის გრანპრის მოგების შემდეგ ბრიტანელმა ორჯერ ვერ შეძლო ქულათა ზონაში შესვლა.

მსოფლიოს ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი 13 მაისს ესპანეთში გაიმართება, უნგრეთის გრანპრი კი წელს 29 ივლისს არის დანიშნული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად