დასრულდა მერვედფინალური ეტაპი და უკვე ერთი ნახევარფინალისტიც გამოვლინდა
სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო ორი დღის განმავლობაში დასრულდა მერვედფინალური ეტაპი და უკვე ერთი ნახევარფინალისტიც გამოვლინდა.

თანმიმდევრობით მივყვეთ მოვლენათა განვითარებას. უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ მერვედფინალური ეტაპის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში სტივენ ჰენდრიმ, უბრალოდ, გაანადგურა ჯერაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯონ ჰიგინსი - 13:4. მეორე ცენტრალურ მატჩში კი რონი ო’სალივანი და მარკ უილიამსი ხვდებოდნენ ერთმანეთს. რონი აგებდა 2:3-ს, მაგრამ ზედიზედ ცხრა ფრეიმი აიღო. ორი სესიის შემდეგ რონი 11:5-ს იგებდა და მეორე დღეს საქმე ბოლომდე მიიყვანა - 13:6.

ბრძოლის მოყვარულებმა ყურადღება მიაქციეს მეტიუ სტივენსისა და ბარი ჰოუკინსის შეხვედრას. მთელი მატჩის განმავლობაში მეტიუ მდევრის როლში იყო. თავიდან 0:3-ს აგებდა, შემდეგ 3:6-ს. თუმცა 16 ფრეიმის შემდეგ ანგარიში საყაიმო იყო. ბოლოს კი უფრო გამოცდილმა და დაოსტატებულმა სტივენსმა წარმატებას მიაღწია - 13:11.

დაძაბულ ბრძოლას ელოდნენ ჯეიმი ჯონსისა და ენდრიუ ჰიგინსონის მერვედფინალში და ეს მოლოდინი გამართლდა.

მატჩის დასაწყისში ორივე ნერვიულობდა და შესაბამისად, დაბალი ხარისხის თამაშს აჩვენებდა, მაგრამ მეორე სესიის ბოლოსთვის სნუკერისტები ეშხში შევიდნენ.

განსაკუთრებით კარგი იყო ჯონსი, რომელიც მრავალფეროვან და საინტერესო სნუკერს აჩვენებდა. შედეგად ის 10:6 გავიდა წინ და თითქოს უელსელს იოლად უნდა მიეყვანა საქმე გამარჯვებამდე, მაგრამ ჰიგინსონმა დაალაგა თამაში და ანგარიში გაათანაბრა. ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე გამოცდილი ენდრიუს მხარეს იყო, მაგრამ ჯონსმა თავისი თამაში გააგრძელა და საბოლოოდ, 13:10 გაიმარჯვა.

ყველაზე დრამატული გამოდგა ალი კარტერისა და ჯად ტრამპის მატჩი. პირველი სესია კარტერმა მოიგო - 5:3, მაგრამ მეორეში შეტევის ხასიათზე ტრამპი იყო, რომელმაც რვიდან ექვსი ფრეიმი აიღო - 9:7. მესამე სესიაშიც ის უკეთ გამოიყურებოდა და 12:8 წაიყვანა ანგარიში, ანუ მოგებამდე ერთი ფრეიმის აღება აკლდა.

კარტერს დანებება არც უცდია და ზედიზედ სამი ფრეიმი აიღო. ორივენი შესამჩნევად ნერვიულობდნენ და გადამწყვეტ ფრეიმში დაცვითი ტაქტიკა აირჩიეს - დიდხანს ვერც ერთი ბედავდა შეტევას.

როცა მოთამაშეები მაინც გადავიდნენ აქტიურ მოქმედებაზე, ტრამპმა ორი საკმაოდ უხეში შეცდომა დაუშვა, რაც ნერვებს უნდა დაბრალდეს. უშეცდომო არც კარტერი ყოფილა, მაგრამ ის გაუმკლავდა დაძაბულობას და მატჩბოლი ჩააგდო. ეს იყო ჯერჯერობით ჩემპიონატის ყველაზე დრამატული და საინტერესო შეხვედრა.

1/8 ფინალი

ჯონსი-ჰიგინსონი 13:10

კარტერი (13)-ტრამპი (4) 13:12

უილიამსი (3)-ო’სალივანი (14) 6:13

სტივენსი (15)-ჰოუკინსი 13:11

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად