საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. მეორე ეტაპი. პლეი ოფი. X ტური
02.05. ქუთაისი. 2000 მაყურებელი

ტორპედო-კოლხეთი 3:1

0:1 პავლიაშვილი (18.ციცხვაიას პასით), 1:1 კვახაძე (32.გოცირიძის პასით), 2:1 საბანაძე (38. გოცირიძის პასით), 3:1 საბანაძე (42. დოლიძის პასით)

ტორპედო კოლხეთი

4-4-1-1 4-5-1

მიგინეიშვილი ნადირაშვილი

რიგვავა დ.ფოფხაძე

კვახაძე ცხვიტარია

გამეზარდაშვილი ლომაშვილი

გ. გურული გაბუნია

დოლიძე ტუღუში

დიღმელაშვილი ცხადაია

გ. დათუნაიშვილი გოგონაია

თარხნიშვილი ქებაძე

კუხიანიძე პავლიაშვილი

საბანაძე ციცხვაია

ტორპედო

27. თარხნიშვილი - გოცირიძე

55. დოლიძე - იოსელიანი

74. დათუნაიშვილი - ფირცხალავა

სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, შერეგელაშვილი, ფანცულაია

კოლხეთი

46. ნადირაშვილი - ხარშილაძე

64. ცხადაია - ბოიომო

74. გოგონაია - გ. კილასონია

სათადარიგოები: წაბრია, ქორჩილავა, გულუა, ხატიაშვილი

გაფრთხილება: ციცხვაია (32)

არბიტრი: ლ. კვარაცხელია

"ტორპედო" მესამე ადგილისა და ევროპის თასის საგზურისთვის იბრძვის, "კოლხეთი" კი უმოტივაციოდ არის დარჩენილი და შეხვედრებს ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ატარებს. ამიტომ კოლხური გუნდი ყველა მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა.

თუმცა 2 მაისს ფოთელებმა მხოლოდ მატჩის დებიუტში შეძლეს "ტორპედოსთვის" ჯეროვანი წინააღმდეგობის გაწევა, როცა სტუმრებს გაცილებით უკეთ გამოსდიოდათ ყველაფერი, ვიდრე ფავორიტად შერაცხულ ქუთათურებს. ბექა ტუღუში, ილია პავლიაშვილი და დავით ციცხვაია აქტიურად მოქმედებდნენ და მეტოქეს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდნენ.

პირველი სახიფათო შეტევაც სტუმრებმა განახორციელეს. ტუღუში მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მცველების გარემოცვაში მყოფმა სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მალევე ციცხვაიას პასით პავლიაშვილი გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ ომარ მიგინეიშვილმა მისი დარტყმაც მოიგერია.

სტუმრების აქტიურობამ შედეგი მე-18-ე წუთზე გამოიღო, როცა ფოთელთა სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ციცხვაიამ პავლიაშვილი ცარიელი კარის წინ ეულად დატოვა და მასაც არ გასჭირვებია გოლის გატანა.

მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მატჩში კორექტივების შესატანად ნაადრევი ცვლილება განახორციელა და თორნიკე თარხნიშვილის ნაცვლად მოედანზე ქუთაისელთა საუკეთესო ბომბარდირი რევაზ გოცირიძე შეიყვანა. მატჩის სცენარიც რადიკალურად შეიცვალა. ქუთათურებმა ბურთზე კონტროლის დაწესება მოახერხეს და შორეულ დარტყმებსაც მოუხშირეს.

ნიკა საბანაძის ძლიერი და მოჭრილი დარტყმა ლადო ნადირაშვილმა ნახტომში მოიგერია, თუმცა მომდევნო ეპიზოდებისას ფოთელთა მეკარემ საკუთარი გუნდი ვეღარ იხსნა. არადა, ტორპედოელთა გოლები აუღებელთა კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ფოთელთა დამრიგებელმა დავით მახარაძემ ნადირაშვილი პირველი ტაიმის შემდეგ მიხეილ ხარშილაძეთი შეცვალა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გეგუჩაძეს ცვლილებამ აშკარად გაუმართლა, გოცირიძემ შესვლიდან რამდენიმე წუთში ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. ჯერ იყო და მან შეტევაში ჩართულ ლექსო კვახაძეს დროული გადაცემა გაუკეთა, რომელმაც, თავის მხრივ, დაახლოებით 25 მეტრიდან შესანიშნავად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა. მეორე ეპიზოდისას კი გოცირიძემ ასისტენტობა საბანაძეს გაუწია, რომელსაც 2 მაისს დაბადების დღე ჰქონდა და საკუთარი იუბილე დუბლითაც აღნიშნა. გოცირიძის პასის შემდეგ მან საჯარიმოს ხაზიდან ძლიერი დარტყმით ნადირაშვილს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა.

მეორე გაშვებულმა გოლმა სტუმრები საერთოდ დააბნია და ქუთათურებმა ისინი მალე მესამე გოლითაც დასაჯეს: მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევის ბოლო ფაზაში გრიგოლ დოლიძემ საბანაძე დატოვა მეკარესთან პირისპირ და მანაც ოდნავ მახვილი კუთხიდან მოჭრილი დარტყმით ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში მოათავსა.

შესვენებისას "ტორპედოს" პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ ქუთაისური გუნდისთვის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით (1962 წლის 2 მაისს "ტორპედომ" სსრკ უმაღლესი ლიგის სადებიუტო მატჩში მოსკოვის "ტორპედო" 4:2 დაამარცხა) ვეტერანი ტორპედოელები გურამ ნიშნიანიძე და ნოდარ სარჯველაძე კლუბის მაისურებითა და ბურთებით დააჯილდოვა.

მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში გეგუჩაძის შეგირდებს რამდენჯერმე შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა. ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა შეცვლაზე შემოსულ გივი იოსელიანს, რომლის დარტყმის შემდეგაც ბურთმა მეკარესაც აუარა და მცველებიც ვერ შეწვდნენ, მაგრამ კარის ჩარჩოს მცირედით ასცდა.

მორიგი შეტევისას საბანაძეს მართებდა გატანა, რომელმაც მცველს კარგად აართვა ბურთი, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზუსტად ვეღარ დაარტყა.

შემდეგ სტუმრებსაც ჰქონდათ მომენტები, რომლებიც "სტანდარტულებითა" და შორეული დარტყმებით ცდილობდნენ მიგინეიშვილის დამწუხრებას. ლაშა ქებაძემ ორჯერ ძლიერი შორეული დარტყმით შეაწუხა ქუთაისელთა მეკარე, მაგრამ მიგინეიშვილი ორივე შემთხვევაში საიმედოდ გაისარჯა.

ბოლო წუთებმაც ორმხრივ შეტევებში ჩაიარა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. "ტორპედომ" საჭირო სამი ქულა მოიპოვა, თუმცა ქუთათურებს იმედები მეორე იმერულმა კლუბმა "ზესტაფონმა" გაუცრუა, რომელიც მესამე ადგილისთვის "ტორპედოს" კონკურენტ "დინამოსთან" საკუთარ მოედანზე დამარცხდა.

"იუბილარის დუბლი და დროული ცვლილება"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა