ზლატან იბრაჰიმოვიჩი კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია - ერთი, რომ "ოსერის" კარში ორი გოლი გაიტანა და მეორე, არიკო საკისთან პოლემიკაში ჩაერთო. უფრო სწორად, შვედმა იტალიური სამწვრთნელო სკოლის ერთ-ერთ ყველაზე გამრჩეულ მოღვაწეს შეურაცხყოფა მიაყენა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია - ერთი, რომ "ოსერის" კარში ორი გოლი გაიტანა და მეორე, არიკო საკისთან პოლემიკაში ჩაერთო. უფრო სწორად, შვედმა იტალიური სამწვრთნელო სკოლის ერთ-ერთ ყველაზე გამრჩეულ მოღვაწეს შეურაცხყოფა მიაყენა.

საქმე იმაშია, რომ იტალიელმა ჟურნალიასტებმა ტელვეზიის პირდაპირ ეთერში მყოფ არიგოს 'მილანი" - "ოსერის" მატჩზე საუბარი სთხოვეს და ბუნებრივია, გატანილ გოლებზეც ჩამოუგდეს სიტყვა. სინიორ არიგომ "მილანის" თამაში მთლიანობაში დამაკმაყოფილებლად შეაფასა, ზლატანის შესახებ კი შემდეგი განაცხადა: "იბრაჰიმოვიჩმა ორი გოლი გაიტანა და ბუნებრივია, რომ დიდი წვლილი შეიტანა გუნდის გამარჯვებაში. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მისი თამაშით აღფრთოვანებული არ ვარ. ზედმეტად დინჯად მოქმედებს და თითქოს ბოლომდე არ იხარჯება. რაც შეეხება მის მიერ გატანილ გოლებს, პირველ ეპიზოდში მხოლოდ იმიტომ იხეირა, რომ ფეხის ზომა აქვს ძალიან დიდი".

ბოლო ფრაზა საკიმ ხუმრობით თქვა და შემდეგ თვითონვე გაეღიმა, თუმცა იბრამ ეს ხუმრობა ვერ გაიგო - პირდაპირ ეთერში ჩაერთო და შემდეგი განაცხადა: "საკის ურჩევნია, რომ ჩაიგდოს ხმა და უფრო ნაკლებად გამოჩნდეს ტელევიზიასა თუ პრესაში. როგორც ჩანს, მას რაღაცის შურს, ოღონდ რისი, ეს ჯერ მეც არ ვიცი. საწყენია, როდესაც ამხელა გამოცდილების ადამიანი მსგავს სისულელეებს ლაპარაკობს".

შვედის ამ კომენტარს ჟურნალისტები გაოგნებულნი უსმენდნენ და ისღა დარჩენოდათ, სიტყვა საკისთვის გადაეცათ: "როგორც მივხვდი, ზლატანი ფეხის ზომაზე გაკეთებულმა კომენტარმა გააღიზიანა, არადა, მე მხოლოდ კომპლიმენტის თქმა მინდოდა. არ მესმის საიდან მოდის ეს აგრესია, როგორც ჩანს, გატანილი გოლების მიუხედავად, ვერ არის მთლად კარგ ხასიათზე".

იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, იბრაჰიმოვიჩმა კიდევ ერთ სიტუაციაში გამოაჩინა უხიაგი ხასიათი. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, მოედნიდან მიმავალმა შვედმა ახალგაზრდა ფეხბურთელ შტრასერს ფეხი ჩაარტყა - ზუსტად არავინ იცის რატომ მოიქცა ასე, მაგრამ ჟურნალისტთა ვარაუდით, მხოლოდ იმიტომ, რომ წვრთნისას ახალგაზრდა უკანახაზელი ხისტ ორთაბრძოლაში შევიდა სახელოვან თანაგუნდელთან. თურმე, შტრასერი გაოგნებული დარჩა მომხდარით და კარგა ხანს მხრებს იჩეჩავდა. მოკლედ, იბრა თავის სტიქიაშია. "მილანს" კი დიდი დანაკლისი აქვს და ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ.

"ოსერთან" გამართულ სალიგო პაექრობაში "მილანის" ერთბაშად ორი ფეხბურთელი დაშავდა: ალეშანდრე პატო და მასიმო ამბროზინი. ორივე მათგანი შესაცვლელი შეიქმნა, პირველის ნაცვლად რობინიო ჩაერთო თამაშში, ხოლო მეორე კევინ პრინს ბოატენგმა ჩაანაცვლა. ამბროზინის ტრავმა სერიოზული არ არის და ექიმების წინასწარი ვარაუდით, შესაძლოა უკვე მომდევნო შეხვედრაში დაუბრუნდეს მოედანს - აი პატომ კი მორიგი სერიოზული ტრავმა მიიღო. პირველადი დასკვნით, ბრაზილიელ თავდამსხმელს მინიმუმ ერთი თვით და მაქსიმუმ ექვსი კვირით მოუწევს უქმობა. უახლოეს დღეებში, პატოს დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდება და სარეაბილიტაციო კურსიც დაენიშნება. გასულ სეზონში, ალეშანდრე ტრავმებმა გააწამეს და როგორც ხედავთ, პრობლემამ კვლავ იჩინა თავი.

და კიდევ ერთი ინფორმაცია "მილანის" შესახებ, რომელიც გუშინ იტალიურ გაზეთებში გავრცელდა და შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმაც დაადასტურა. ფილიპო ინძაგი ძალიან ახლოს არის იმასთან, რომ საერთაშორისო მატჩებში გატანილი გოლებით გერდ მიულერის რეკორდი მოხსნას - თუმცა, ამისთვის თამაშია საჭირო და არა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა. როდესაც "ოსერის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენეს, ამ ფაქტს გაგებით მოეკიდა, მაგრამ პატოს ნაცვლად რობინიოს მოედანზე შეყვანამ წყობიდან გამოიყვანა. როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ, პიპო ყვიროდა გასახდელში და მთავარ მწვრთნელს ახსნა-განმარტებებს თხოვდა. სერია A-ს პირველ ტურში ინძაგიმ გოლის გატანა მოახერხა, მეორე პაექრობაში კი თერთმეტმეტრიანი მოინადირა. არადა, ორივე თამაშში ერთად სულ რაღაც 40 წუთი დაჰყო მინდორზე. ამიტომ, პიპო უსამართლობად მიიჩნევს, რომ სათამაშო დროს არ აძლევენ. აი, რა კომენტარი გააკეთა ამ ამბავთან დაკავშირებით მასიმილიანო ალეგრიმ:

"ფილიპო მართლაც აღშფოთებული გახლდათ, დასამალი არაფერია, თუმცა ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ეს ფეხბურთია, ჩვენ კი ადამიანები ვართ და ხან მშვიდად ვართ, ხანაც ვღელავთ. მეტიც, ასეთი მიდგომა მისასალმებელიც არის - სწორედ ასე უნდა განიცდიდეს ნამდვილი პროფესიონალი უთამაშებლობას. თუ ფეხბურთელი ინდიფერენტულია ასეთი საკითხების მიმართ, ის გუნდს სარგებელს ვერც მოუტანს. ინძაგი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის, წინ კიდევ უამრავი თამაშია და სანერვიულო არაფერი აქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა