მოკლედ, როი ჰოჯსონი "ლივერპულის" მწვრთნელად დაინიშნა. "საკლუბო ფეხბურთში ამაზე დიდი თანამდებობა არ მეგულება, - თქვა მან...

მოკლედ, როი ჰოჯსონი "ლივერპულის" მწვრთნელად დაინიშნა. "საკლუბო ფეხბურთში ამაზე დიდი თანამდებობა არ მეგულება, - თქვა მან, - ბედნიერი ვარ, რომ ნდობა გამომიცხადეს და ბრიტანეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ჩამაბარეს. ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები ფეხბურთელებსა თუ გულშემატკივარს".

გუშინ დილით, ბრიტანული დროით 9 საათსა და 20 წუთზე ლონდონის "ფულჰემმაც" დაადასტურა, რომ ჰოჯსონი მისი თავკაცის თანამდებობიდან გადადგა.

ამთავითვე ცნობილია, რომ ტრანსფერებისთვის მერსისაიდელთა ახალ თავკაცს 15 მილიონ ფუნტს მისცემენ. ინგლისელმა სპეციალისტმა უკვე დაიწყო იმ ფეხბურთელებზე ფიქრი, რომლებიც ხავიერ მასკერანოს "ბარსელონაში" და იოსი ბენაიუნის "ჩელსიში" გადასვლის შემთხვევაში დასჭირდება. მოგახსენებთ, რომ მასკერანოს გაყიდვამ მერსისაიდელებს, წესითა და რიგით, კიდევ 25 მილიონი ფუნტი უნდა შემატოს, ხოლო ბენაიუნისა ტრანსფერმა - 6 მილიონი. ვის შეძენაზე ფიქრობს ჰოჯსონი? უპირველეს ყოვლისა ლაპარაკია ჟილბერტო სილვაზე, ბრედ ჰანგელანდსა და რაფაელ ვან დერ ვაარტზე, თუმცა, მოდი არც დენი მერფის დაბრუნება გამოვრიცხოთ. შეგახსენებთ, რომ 33 წლის დენი მერფი "ლივერპულში" 1997-2004 წლებში გამოდიოდა, დღეს კი "ფულჰემის" ფეხბურთელია.

თუმცა, დავუბრუნდეთ, მთავარ სატრანსფერო საკითხებს: იმ შემთხვევაში თუკი მასკერანო მართლა გადავა "ბარსელონაში", როგორც ჩანს მის ადგილს "არსენალის" ყოფილი ნახევარმცველი სილვა დაიკავებს. სილვა, მოგეხსენებათ, ამჟამად მსოფლიოს ჩემპიონატზეა და ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში შესანიშნავად თამაშობს. გარდა ამისა, საბერძნეთში შექმნილი მძაფრი ეკონომიკური კრიზისის გამო "პანათინაიკოსმა" მის შენარჩუნებაზე ხელი აიღო და ყიდის.

კიდევ, ჰოჯსონს "ენფილდ როუდზე" "არსენალისთვის" ოდესღაც სასურველი ფეხბურთელი ჰანგელანდიც გაჰყვება - მერფისა არ იყოს, ბოლოხანს ისიც "ფულჰემში" გამოდიოდა. აი, რაც შეეხება ვან დერ ვაარტს, მის "ლივერპულში" გადასვლას შეიძლება მადრიდის "რეალის" ახალმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ შეუშალოს ხელი.

თუმცა, ჰოჯსონმა სატრანსფერო ბაზარზე პირველი წარმატება უკვე მოიპოვა - გუშინდლამდე ის ჯერ კიდევ არ აგახლდათ მერსისაიდელთა თავკაცად დანიშნული, მაგრამ ძალიან გაუხარდა, როდესაც შეიტყო, რომ 29 წლის სერბმა მილან იოვანოვიჩმა ყველაფერი მოაგვარა და ამიერიდან "ლივერპულის" ფეხბურთელია. სერბთან წინასწარი ხელშეკრულება ჯერ კიდევ "ლივერპულის" წინა მწვრთნელს რაფა ბენიტესს ჰქონდა გაფორმებული, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგად გამოსვლით გაყოყოჩებულმა გადაწყვიტა ბედი ეცადა და გერმანიის კარში გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ განახცადა, თუ ვინმეს ჩემი ლიეჟის "სტანდარდიდან" წაყვანა უნდა, მზად ვარ მოველაპარაკოო.

ინტერესი "ოლიმპიაკოსმა" და ბენიტესის ახალმა კლუბმა მილანის "ინტერმა" გამოთქვეს, თუმცა მერსისაიდელებმა წარბი არ შეიხარეს, უჯრიდან წინასწარი ხელშეკრულება ამოიღეს და ყველას თვალწინ აუფრიალეს - "სტანდარდსა" და საკუთრივ ფეხბურთელს ხელი აქვთ მოწერილი, რომ ტრანსფერის შემთხვევაში იოვენოვიჩი უპირველეს ყოვლისა "წითლებში" გადმოვა და სხვაზე მხოლოდ ჩვენი უარის შემდეგ შუეძლია იფიქროსო. ამან აცმუკებული სერბი, როგორც ჩანსს დაადინჯა და მან განაცხადა, რომ "ლივერპულთან" სამწლიანი

თანამშრომლობის ხელშეკრულებას აწერს ხელს. მან ისიც თქვა, რომ განსაკუთრებით ჰოჯსონთან თანამშრომლობის პერსპექტივა ხიბლავს.

"მე "ლივერპულში" მივდივარ, სადაც სამწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი, - უთხრა ჟურნალისტებს თავდამსხმელმა, - ეს უკვე წინასწარი კი არა, ნამდვილი კონტრაქტია. ამ გუნდიდან ბენიტესის წასვლამ პირადად ჩემთვის არაფერი შეცვალა. მე "ლივერპულის" ხემძღვანელებთან ყველანაირი პირობა შეთანხმებული მაქვს და ყველაფრით კმაყოფილი გახლავართ. ბრიტანეთში მუშაობის უფლებაც მაქვს, რადგავ ვაკმაყოფილებ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში თამაშების 75 პროცენტში უნდა მქონდეს მონაწილეობა მიღებული. ახლა ლივერპულის შემოგარენში სახლის შერჩევით გახლავართ დაკავებული. გუნდს ივლისის შუაში, შვეიცარიულ შეკრებაზე შევუერთდები. მინდა, ახალ თანაგუნდელებს ჯანსაღი და დასვენებული წარვუდგე. საამისოდ, ამ დღეებში ინდივიდუალური პროგრამით დავიწყებ ვარჯიშს. მსურს მწვრთნელი პირველსავე დღეს დავარწმუნო, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშის ღირსი ვარ".

ილია ბაბუნაშვილი

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...