ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლონდონელების უფასო გაკვეთილები

ლონდონელების უფასო გაკვეთილები

პირველი ტურის შემდეგ ლონდონელობას ინატრებდა კაცი... აქეთ „ჩელსიმ“ გაანადგურა „ჟილინა“, იქით კი „არსენალმა“ გააცამტვერა „ბრაგა“. თუმცა ლონდონელობის შესახებ ოცნებაზე ხელის მოწერა ჯერ მაინც ნაადრევია - ხვდებით ალბათ რატომაც: „ჟილინა“ და „ბრაგა“ ძალების რეალურ საზომად არ გამოდგებიან. განცდები და რეაქციები ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვაში:

საინტერესოა, როგორ გააგდო ბრაგამ სევილია?

პირველი ტურის შემდეგ ლონდონელობას ინატრებდა კაცი... აქეთ „ჩელსიმ“ გაანადგურა „ჟილინა“, იქით კი „არსენალმა“ გააცამტვერა „ბრაგა“. თუმცა ლონდონელობის შესახებ ოცნებაზე ხელის მოწერა ჯერ მაინც ნაადრევია - ხვდებით ალბათ რატომაც: „ჟილინა“ და „ბრაგა“ ძალების რეალურ საზომად არ გამოდგებიან. განცდები და რეაქციები ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვაში:

E ჯგუფი

ბაიერნი-რომა 2:0

გოლები: 1:0 მიულერი (79), 2:0 კლოზე (83)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: თომას მიულერი (ბაიერნი)

„ბაიერნს“ „რომას“ დასამარცხებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, იტალიელები პირველივე წუთებიდან დაცვაში ჩაჯდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ლუის ვან გაალს გუნდს კომბინაციური ფეხბურთი არ ეთამაშა. ვერც ითამაშა - ყოველ შემთხვევაში, პირველ ტაიმში მაინც, როცა „რომა“ იმდენად მყარად იდგა, რომ პირველ 45 წუთში რეკორდმაისტერს არცერთი რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია.

მეორე ტაიმში კი რეკორდმაისტერი „ჯალოროსის“ უფრო მიაწვა და კლაუდიო რანიერის გუნდი კიდევ უფრო მეტად მიეჯაჭვა საკუთარ საჯარიმოს. ვან გაალის შეგირდებს სამი ქულისკენ გზა თომას მიულერის ბრწყინვალედ ჩახვეულმა დარტყმამ გაუხსნა. მერე კი „რომაც“ გაიხსნა და სულ მალე მეორე გოლიც მიიღო (კლოზე). ფაქტია, რომ თუ „რომას“ მიუნხენიდან მინიმუმ ქულის წაღება სურდა, გუნდი შეტევაში ამაზე უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო...

ვან გაალმა საფინალო სასტვენის შემდეგ გულახდილად თქვა, ვერ ვიტან, როცა ასე გვეთამაშებიან და მადლობა ღმერთს, რომ სამი ქულა მაინც მოვიპოვეთო. რანიერის კი სათქმელი არაფერი ჰქონდა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ეს წაგება „რომასთვის“ კატასტროფა არ არის.

კლუჟი-ბაზელი 2:1

გოლები: 1:0 რადა (9), 2:0 ტრაორე (12), 2:1 შტოკერი 45+2)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ემილ დიკა (კლუჟი)

შვეიცარიის ჩემპიონისგან მეტს ველოდით - „ბაზელმა“ პირველი ორი დარტყმიდან ორივე გაუშვა და მერე ანგარიშის გათანაბრების შანსი აღარ ჰქონდა, რადგან „კლუჟი“ თავს ძალიან კარგად იცავდა. მასპინძლებმა შვეიცარიელებს მოედნის ცენტრი განგებ დაუთმეს და სტუმრებმაც მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს, „რეალურად“ კი მეორე გოლის გატანის შანსი არ ჰქონდათ. „ბაზელის“ დამარცხებით „კლუჟმა“ დიდი ნაბიჯი გადადგა იქითკენ, რომ ჯგუფში ბოლო ადგილი არ დაიკავოს. თუ ასე გააგრძელა, ბოლო პოზიციაზე აშკარად „ბაზელი“ გავა.

F ჯგუფი

მარსელი-სპარტაკი 0:1

გოლი: 0:1 ასპილიკუეტა (81-საკ. კარში)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანდრეი დიკანი (სპარტაკი)

ოთხშაბათი „ველოდრომზე“ დიდი იმედგაცრუების დღე იყო: „ოლიმპიკმა“ მოსკოვის „სპარტაკთან“ აბსოლუტურად უიდეო და უგეგმო ფეხბურთი ითამაშა, „რუსეთის სახალხო“ გუნდი კი თავს ძალიან სოლიდურად იცავდა და კონტრშეტევებზე მწარედ იკბინებოდა.

დიდიე დეშამის შეგირდებმა მხოლოდ მეორე ტაიმში მოუმატეს და ისიც უნდა ითქვას, რომ მომენტებიც შექმნეს - საუკეთესო ეპიზოდი კი ლუჩო გონსალესს ჰქონდა, მაგრამ ძალიან ახლო მანძილიდან ააცილა. სხვა ეპიზოდებში კი ძალიან კარგად ითამაშა „სპარტაკის“ კარის დარაჯმა ანდრეი დიკანმა, რომელიც უდავოდ იმსახურებს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსს. რაც შეეხება მოსკოველთა გოლს - ცოტათი ალოგიკურიც იყო და კომიკურიც: კომბაროვის დარტყმის შემდეგ, ასპილიკუეტამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მანდანდას კი ბურთი ფეხებსშუა გაუძვრა. ჰო, ვალერი კარპინმა ჯანო ანანიძე არ ათამაშა...

ჟილინა-ჩელსი 1:4

გოლები: 0:1 ესიენი (13), 0:2 ანელკა (24), 0:3 ანელკა (28), 0:4 სტარიჯი (48), 1:4 ორავეცი (55)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ნიკოლა ანელკა (ჩელსი)

პირდაპირ ვთქვათ: ლონდონელებმა სლოვაკებს უფასო გაკვეთილი, მეტიც, ლექცია ჩაუტარეს. კარლო ანჩელოტის გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ „არისტოკრატები“, მიუხედევად იმისა, რომ აუტსაიდერს ეთამაშებოდნენ, მატჩს ძალიან სერიოზულად მიუდგნენ და შედეგიც სახეზეა.

ყოველთვის ვიცოდით და „მილანიდანაც“ გვახსოვს, რომ ანჩელოტის გუნდის მოტივირება „ბარე ორ“ მწვრთნელზე უკეთ შეუძლია, მაგრამ როგორც ჩანს, მას ამჟამინდელი შეგირდებიც კარგად უწყობენ ხელს, რადგან ნაღდად არ გვეგონა, თუ „ჩელსი“ „ჟილინასთან“ ასეთი მონდომებით, ასე სერიოზულად ითამაშებდა. ერთადერთი, რაც „ჩელსის“ დაეწუნებოდა, მეკარე პეტერ ჩეხის შეცდომებია, ნერვიულობისგან რომ დაუშვა. სწორედ ჩეხის სინდისზეა „ჟილინას“ პრესტიჟის გოლიც. ეს ყველაფერი კი გასაკვირია, რადგან ზოგადად ჩეხი შეცდომებს ძალიან იშვიათად უშვებს ხოლმე და ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კიპერია.

G ჯგუფი

რეალი-აიაქსი 2:0

გოლები: 1:0 ანიტა (31-საკ. კარში), 2:0 იგუაინი (73)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მესუთ იოზილი (რეალი)

„რეალი“-„აიაქსი“ - მაგრად ჟღერს არა? გეთანხმებით, ჟღერს, მაგრამ ამსტერდამულმა კლუბმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თავისი უდიდესი სახელის შესაბამისი იოტისოდენაც არაფერი გააკეთა. „რეალმა“ ამსტერდამული კლუბი კედელთან მიაყენა და უბრახუნა - ჰოლანდიელთა კარის მისადგომებთან თვით მცველი მარსელოც კი პერმანენტულად მარშირებდა ხოლმე. ერთი სიტყვით, მადრიდელებმა მშვენიერი შემტევი ფეხბურთი ითამაშეს და იერიშების მთავარი ორგანიზატორი მესუთ იოზილი გახლდათ.

გერმანელი საუკეთესო იყო მოედანზე, ტემპს აკონტროლებდა, იდეალურად უგებდა კრისტიანო რონალდოს და გონსალო იგუაინსაც ჩინებული საგოლე პასი მისცა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ „სამეფო გუნდის“ შემტევი ტრიოდან მხოლოდ იოზილმა ითამაშა ძალიან კარგად, რონალდო და ანხელ დი მარია კი ხშირად ეგოისტურად მოქმედებდნენ. ფაქტია, რომ „აიაქსმა“ უნდა მოუმატოს (თუ შეუძლია), წინააღმდეგ შემთხვევაში, ამსტერდამული კლუბისთვის ჯგუფიდან გასვლა გამორიცხულია.

მილანი-ოსერი 2:0

გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (66), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (69)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი)

თუ მატჩი არ გინახავთ, შეიძლება იფიქროთ, რომ „მილანმა“ ძალიან მალე დაძლია კრიზისი, რომელიც „ჩეზენასთან“ წაგებულ მატჩში (0:2) ნათლად გამოჩნდა. არაფერიც! „როსონერის“ სულაც არ უთამაშია სოლოდირად, პირველ წუთებში კი „ოსერი“ ისე უტევდა, კაციშვილი ვერ იტყოდა, რომ ფავორიტი „მილანი“ იყო. ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლებს კი მოულოდნელს ვერ დავარქმევთ, მაგრამ ცოტათი ალოგიკურს კი ვუწოდებთ: ჯერ იყო და ერთი შეხედვით უშედეგობისთვის განწირული ჩაწოდება კევინ-პრინს ბოატენგმა ზლატანისკენ გაგზავნა, რომელმაც ხუთი მეტრიდან გაიტანა, მერე კი, ზუსტად სამ წუთში, შვედმა ფორვარდმა კონტრშეტევიდან იხეირა. იბრას ორივე გოლი ეფექტური გამოუვიდა და „მილანის“ ქომაგებსაც იმედი გაუჩნდებოდათ, რომ ზლატანი „როსონერის“ გამოადგება. „ჩეზენასთან“ მატჩის შემდეგ ხომ ყველა ფიქრობდა, რომ იბრაში გადახდილი ფული წყალში იყო გადაყრილი.

H ჯგუფი

არსენალი-ბრაგა 6:0

გოლები: 1:0 ფაბრეგასი (9-პენ), 2:0 არშავინი (30), 3:0 შამახი (34), 4:0 ფაბრეგასი (53), 5:0 ველა (69), 6:0 ველა (84)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სესკ ფაბრეგასი (არსენალი)

„არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი „ბრაგა“ მარტივ მამრავლებად დაშალა - პორტუგალიურ კლუბს არაფერი აღმოაჩნდა ისეთი, რითაც „მეთოფეებს“ მცირე წინააღმდეგობას მაინც გაუწევდა. ლონდონელებმა სესკ ფაბრეგასის თაოსნობით ძალიან თავისუფლად ითამაშეს და „ბრაგას“, რომელიც არსენ ვენგერის გუნდისთვის ძალიან უსუსურ მეტოქედ წარმოჩინდა, აბსოლუტურად არაფერი გააბედინეს. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენთვის გაუგებარია, როგორ გააგდო „ბრაგამ“ საკვალიფიკაციო ეტაპიდან ისეთი გამოცდილი გუნდი, როგორიც „სევილიაა“.

შახტარი-პარტიზანი 1:0

გოლი: 1:0 სრნა (71)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ვლადიმირ სტოიკოვიჩი (პარტიზანი)

დონეცკური კლუბის გამარჯვება ასი პროცენტით დამსახურებულია, რადგან „შახტარმა“ „პარტიზანს“ ყველაფერში აჯობა. უკრაინულმა გუნდმა მთელ რიგ მომენტებში საკმაოპდ ეფექტური ფეხბურთიც ითამაშა და თუ ტაბლოზე მხოლოდ მინიმალური ანგარიში დაფიქსირდა, ეს ბელგრადელთა კიპერ სტოიკოვიჩის დამსახურებაა. ამ უკანასკნელმა ყველაფერი მოიგერია და მხოლოდ დარიო სრნას ჯარიმის დროს ვერ იხსნა თანაგუნდელები. ხოლო იმის გამო, რომ „პარტიზანი“ შეტევაში კაპიკად არ ვარგოდა, სრნას გოლის შემდეგ ეჭვი არავის შეეპარებოდა იმაში, რომ დონეცკელები სამ ქულას მოიპოვებდნენ.

...დაურქმევიათ მისთვის ლიონელ!

პირველ ტურში გუნდებმა უმეტესად შემტევი ფეხბურთი ითამაშეს და გოლებით გაგვანებივრეს - სამშაბათს და ოთხშაბათს, 16 მატჩში სულ 44 გოლი გავიდა და ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ ასეც გაგრძელდება. სწორედ შემტევი, მომხიბვლელი ფეხბურთის დამსახურებაა ის, რომ პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეტწილად ის ფეხბურთელები შევიყვანეთ, რომლებიც შეტევაზე უფრო ზრუნავენ ხოლმე, ვიდრე დაცვაზე.

1. მაარტენ სტეკელენრბუგი (აიაქსი): სწორედ ამსტერდამული კლუბის მეკარის დამსახურებაა ის, რომ ჰოლანდიელები მადრიდში დიდი ანგარიშით არ დამარცხდნენ. სტეკელენბურგმა 19 დარტყმიდან 17 მოიგერია, რაც შესანიშნავი შედეგია.

2. დარიო სრნა (შახტარი): დონეცკის „შახტარმა“ ბელგრადის „პარტიზანთან“ „მუშა გამარჯვება“ მოიპოვა და უკრაინული კლუბიდან ყველაზე მუშა ფეხბურთელი, როგორც ყოველთვის, დარიო სრნა გახლდათ. ეს უკანასკნელი „შახტარის“ მარჯვენა ფლანგს შესანიშნავად აკონტროლებდა და თანაც, ლამაზი ჯარიმით დონეცკურ კლუბს მოაგებინა კიდეც.

3. საშა პაპაცი (რეინჯერსი): „ოლდ ტრეფორდზე“ კარის მშრალად შენახვა უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს და თანაც, იმ გუნდისთვის, რომელსაც დიდი ამბიციები არ აქვს. საშა პაპაცი „რეინჯერსის“ უკანა ხაზის უსაფრთხოების გარანტი გახლდათ და ამასთან ერთად, „მანჩესტერის“ კარში გოლის გატანა და ყველაფრის თავდაყირა დაყენებაც შეეძლო.

4. სესკ ფაბრეგასი (არსენალი): „არსენალმა“ „ბრაგასთან“ იფრინა, 6:0 მოიგო და გასაკვირი არ არის, რომ ლონდონელთა ღერძი სესკ ფაბრეგასი იყო. თითქმის ყველა შეტევამ ესპანელი ნახევარმცველის ფეხებზე გადაიარა. ამასთან, ორი გოლი თვითონ გაიტანა, ერთიც სხვას გაატანინა. მართალია, „ბრაგამ“ „მეთოფეებს“ ვერანაირი კონკურენცია ვერ გაუწია, მაგრამ ეს ფაბრეგასის ბრწყინვალე თამაშს არ აკნინებს - ეს მართლაც ფაბრეგასის საღამო იყო.

5. დანიელე ბონერა (მილანი): „ოსერი“ არ არის ისეთი მოწინააღმდეგე, რომლითაც „მილანის“ ცენტრალური მცველი უნდა გაზომო, მაგრამ მაინც: ფრანგული კლუბი პირველ წუთებზე „როსონერის“ მაგრად უტევდა და თუ ვინმეზე შეიძლება ვთქვათ, იტალიური კლუბის კარის უსაფრთხოებაზე კარგად ზრუნავდაო, მხოლოდ ბონერაზე, რომელმაც ზოგადად მთელი მატჩი დამაჯერებლად, მაღალ დონეზე ჩაატარა.

6. გარეთ ბეილი (ტოტენჰემი): გარეთ ბეილმა ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაშივე დაამტკიცა, რომ ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს ტალანტად სავსებით სამართლიანად მიიჩნევა. კარგია, რომ ასეთი ახალგაზრდა გარემარბები არსებობენ!

7. პაბლო ერნანდესი (ვალენსია): „ღამურების“ დრიბლიორმა გარემარბმა „ბურსას“ მცველები ააწიოკა - თურქები მის შეჩერებას ვერ ახერხებდნენ. მან პირველიდან ბოლო წუთამდე დატანჯა „ბურსას“ უკანახაზელები და ჯილდოდ გოლიც გაიტანა.

8. მესუთ იოზილი (რეალი): მესუთ იოზილი ნელ-ნელა ყალიბდება „რეალის“ უმთავრეს დირიჟორად. ახალგაზრდა გერმანელი ტექნიკის ხარჯზე თანაგუნდელებს ძალიან ხშირად უქმნიდა შესანიშნავ სცენებს, თვითონაც არაერთხელ გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და გონსალო იგუაინს გოლიც გაატანინა. შეცვლისას, იოზილს მთელი „სანტიაგო ბერნაბეუ“ ფეხზე წამოუდგა!

9. ნიკოლა ანელკა (ჩელსი): ფრანგმა გოლეადორმა იდეალურად გამოიყენა ის თავისუფლება, რაც მას „ჟილინას“ მცველებმა მანიჭეს და ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველივე მატჩში დუბლი შეასრულა. ამასთან, ანელკამ ესიენსაც გაატანინა.

10. ლიონელ მესი (ბარსელონა): ბერძნებმა ლეო მესის შეჩერება ვერ შეძლეს - არგენტინელმა კიდევ ერთხელ მოახდინა თავისი ტექნიკის, სისწრაფისა და აზროვნების დემონსტრირება. გენიალური ორმაგად ორმაგი პასი და დინამიკა მესამე გოლის წინ ფენომენალური, ზღაპრული მომენტები იყო. მოკლედ, მესი ჩემპიონთა ლიგისთვისაა დაბადებული...

11. თომას მიულერი (ბაიერნი): როცა „ბაიერნმა“ „რომას“ დამარცხება სერიოზულად გადაწყვიტა, ეს კი მეორე ტაიმის შუაში მოხდა, მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი თომას მიულერი მიუნხენელთა ყველაზე სახიფათო მოთამაშე გახდა და იტალიურ კლუბს ულამაზესი, იშვიათი ეფექტის მქონე გოლი გაუტანა. მიულერი ბრწყინვალე ფეხბურთელად ყალიბდება!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ნასერ ალ-ხელაიფი: "ბარსასთან" მატჩს მოუთმენლად ველოდებით

პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია

"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოზემ მოურინიო

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!