"სევასტოპოლის" ქართველმა მცველმა უკრაინის მეორე ლიგაში მოპოვებულ გამარჯვებაზე ისაუბრა
უკრაინის ქვედა ლიგაში მოთამაშე მათე ღვინიანიძის "სევასტოპოლმა" შინ "ნივა" მიიღო და 5:1 გაანადგურა.

მათეს გუნდი ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს. თავად ქართველი მცველისთვის კი ეს მატჩი არცთუ კარგად დაიწყო. მას შემდეგ, რაც მასპინძლებმა გაიტანეს, სწრაფი შეტევის შემდეგ "ნივამ" გაათანაბრა. ამაში კი ღვინიანიძის წვლილიც იყო - კარში ბურთი რიკოშეტით სწორედ მისი ფეხიდან ჩაეშვა.

ღვინიანიძეს მოგვიანებით მეტოქის კარში გატანის შანსიც მიეცა, თუმცა მხოლოდ საგოლე გადაცემით შემოიფარგლა.

შეხვედრის შემდეგ მათემ კლუბის ოფიციალურ საიტს მცირე ინტერვიუ მისცა:

- როგორი თამაში გამოვიდა!.. შენთვის დებიუტი არცთუ წარმატებულად დაიწყო...

- ძალიან ცხელოდა და მოთენთელივით ვიყავი. ვფიქრობ, სხვებიც ასე გრძნობდნენ თავს, მაგრამ შემდეგ მობილიზება მოვახერხეთ. ვიცოდით, რომ ჩვენს უკან მთელი სევასტოპოლი იდგა. მოედანზე ჩვენ კი თერთმეტნი ვართ, მაგრამ მის გარეთ უამრავი ადამიანი გვქომაგობს. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რა განწყობა დაეუფლებათ მათ, როდესაც სატურნირო ცხრილს დახედავენ.

სწორედ ამის გათვალისწინებით, თავს ძალა დავატანეთ, რათა სულის სიმტკიცე გამოგვევლინა, გვეჩვენებინა კარგი თამაში და გაგვეტანა ბევრი გოლი.

- მატჩის დასაწყისში იფიქრებდით, რომ შეხვედრა უხვგოლიანი გამოვიდოდა?

- პირველი გოლები ჯერ კიდევ მაშინ გავიდა, როდესაც ორივე გუნდი, როგორც უკვე გითხარით, ჯერ კიდევ "თვლემდა". ამის შემდეგ კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. განსაკუთრებით, ეს მეორე ტაიმზე ითქმის, როდესაც ტემპს მოვუმატეთ და ლამაზი თამაში გავაჩაღეთ.

- მეორე ტაიმში იყო ეპიზოდი, როდესაც გატანა შეგეძლო...

- ისეთი პოზიციიდან ვურტყამდი, რომ ბურთს ან ჩემიანს მოვარტყამდი, ან მეტოქე ფეხბურთელს და კარისკენ რიკოშეტით წავიდოდა. სამწუხაროდ, ბურთი მაინცდამაინც იმ ფეხბურთელს მოხვდა, რომელიც თამაშგარეში იყო...

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს