პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანტიშეკ ჟმუდამ ის 26 ფეხბურთელი ჩამოთვალა, რომელთაგან ევროპის ჩემპიონატისთვის 23-ს შეარჩევს
პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანტიშეკ ჟმუდამ ის 26 ფეხბურთელი ჩამოთვალა, რომელთაგან ევროპის ჩემპიონატისთვის 23-ს შეარჩევს.

26-კაციან სიაში გერმანიაში მოთამაშე ლეგიონერები ჭარბობენ: დორტმუნდის "ბორუსიას" ტრიოსთან (რობერტ ლევანდოვსკი, ლუკაშ პიჟჩეკი, იაკუბ ბლაშჩიკოვსკი) ერთად ჟმუდამ "ვერდერის" მცველ სებასტიან ბიონიშს, "მაინცის" ნახევარმცველ ოიგენ პოლანსკის და "ჰანოვერის" თავდამსხმელ არტურ სობიეხსაც უხმო.

ამ უკანასკნელის სიაში შეყვანა საკმაოდ დიდი სიურპრიზია, რადგან სობიეხს "ჰანოვერში" ძალიან იშვიათად ათამაშებენ. სენსაციაა ისიც, რომ პოლონეთის ნაკრების თავკაცი ევროპის ჩემპიონატზე უარს ამბობს "ლილის" ფეხბურთელ ირენეუშ იელენზე, რომელიც აქამდე ჟმუდას გუნდში მთავარი თავდამსხმელის, ლევანდოვსკის პირველ შემცვლელად მიიჩნეოდა.

ყველაზე მოულოდნელი მაინც ახალგაზრდა ფეხბურთელების, რაფალ ვოლსკის, მიხალ კუხარჩიკისა (ორივე "ლეგიას" ფეხბურთელია) და მარტინ კამინსკის (ლეხი) გამოძახებაა. თუკი კუხარჩიკს ნაკრებში ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული, 19 წლის ვოლსკი და 20 წლის კამინსკი დებიუტანტები არიან.

ფრანტიშეკ ჟმუდა საბოლოო, 23-კაციან შემადგენლობას 27 მაისს დაასახელებს. შეგახსენებთ, რომ ევრო 2012-ის ერთ-ერთი მასპინძელი პოლონეთის ნაკრები ჯგუფში საბერძნეთის, რუსეთისა და ჩეხეთის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს. 26-კაციანი სია კი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ვოიცეხ შჩესნი (22 წლის, არსენალი), ლუკაშ ფაბიანსკი (27/არსენალი), პრჟემისლავ ტიტონი (25/ეინდჰოვენი).

მცველები: სებასტიან ბიონიში (25/ვერდერი), კამილ გლიკი (24/ტორინო), მარტინ კამინსკი (20/ლეხი), ტომაშ იოდლოვიეცი (27/პოლონია), დამიენ პერკისი (28/სოშო), ლუკაშ პიჟჩეკი (26/დორტმუნდი), მარტინ ვასილევსკი (31/ანდერლეხტი), იაკუბ ვავრჟინიაკი (28/ლეგია), გრეგორ ვოიტკოვიაკი (28/ლეხი).

ნახევარმცველები: იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (26/დორტმუნდი), დარიუშ დუდკა (28/ოსერი), კამილ გროსიცკი (23/სივასი), ადამ მატუშიკი (23/ფორტუნა დიუსელდორფი), ადრიან მიერჟეიევსკი (25/ტრაბზონი), რაფალ მურავსკი (30/ლეხი), ლუდოვიკ ობრანიაკი (27/ბორდო), ოიგენ პოლანსკი (26/მაინცი), მაცეი რიბუსი (22/ტერეკი), რაფალ ვოლსკი (19/ლეგია).

თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (23/დორტმუნდი), მიხალ კუხარჩიკი (21/ლეგია), პაველ ბროჟეკი (29/სელტიკი), არტურ სობიეხი (21/ჰანოვერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად