"ვერდერიდან" კლაუდიო პისაროს აბარგება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, ტიმ ვიზე "ჰოფენჰაიმში" მიდის, მარკო მარინი - "ჩელსიში"
"ვერდერიდან" კლაუდიო პისაროს აბარგება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, ტიმ ვიზე "ჰოფენჰაიმში" მიდის, მარკო მარინი - "ჩელსიში" და ბრემენულ კლუბს, სავარაუდოდ, ტიმ ბოროვსკი, მიკაელ სილვესტრი და ნალდოც დატოვებენ.

3 მაისს გაირკვა, რომ "ვერდერში" დარჩენას არც შვედი თავდამსხმელი მარკუს როზენბერგი აპირებს, რაც მან ოფიციალურად დაადასტურა. მოკლედ, "ვერდერში" დიდი წმენდა გრძელდება.

როზენბერგმა ამ სეზონში ბუნდესლიგის 32 მატჩში 10 გოლი გაიტანა, რაც ნამდვილად არ არის შესანიშნავი შედეგი, მაგრამ არც ისეთი ცუდია, რომ ეს 29 წლის შვედი თავდამსხმელის წასვლის მიზეზი გამხდარიყო, მაგრამ "როზი" მაინც მიდის. არადა, მასზე მეტი გოლით "ვერდერს" ამ სეზონში მხოლოდ პისარო (16) შეეწია, რომელიც ასევე წასვლას აპირებს. თანაც, როზენბერგის ანგარიშზე 10 გოლთან ერთად ხუთი საგოლე პასიცაა.

მარკუსი "ვერდერის" სპორტულ დირექტორ კლაუს ალოფსს ოთხშაბათს შეხვდა და ამ შეხვედრამ საბოლოოდ გაარკვია ის, რომ როზის "ვერდერში" აღარ დაედგომება.

"ალოფსთან მეგობრული და საქმიანი საუბარი მქონდა. ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩემი და "ვერდერის" გზები ისევ უნდა გაიყოს," - უთხრა როზენბერგმა "კიკერს".

შეგახსენებთ, რომ მარკუსი ბრემენულ კლუბში 2007 წელს ამსტერდამის "აიაქსიდან" გადავიდა, 2010/11 წლების სეზონში კი ესპანეთში, კერძოდ, სანტანდერის "რასინგში" იყო განათხოვრებული. საერთო ჯამში, როზენბერგმა "ვერდერის" შემადგენლობაში 122 მატჩი ჩაატარა და 40 გოლი გაიტანა (19 საგოლე პასი). შაბათს, "შალკესთან" საშინაო მატჩში, მარკუსი "ვერდერის" ფორმას 123-ედ და უკანასკნელად მოირგებს, რის შემდეგაც "ვეზერშტადიონის" პუბლიკას გამოეთხოვება.

ვინ შეცვლის შვედს: ლასოგა, რამოსი თუ პეტერსენი?

რაკი პისაროს წასვლაც, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, ცხადია, რომ ბრემენელებს, მინიმუმ, ერთი ახალი მაღალი კლასის თავდამსხმელი დასჭირდებათ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ვერდერში" გადასვლის უმთავრესი კანდიდატები "ჰერტას" ფორვარდი ადრიან რამოსი, მისი თანაკლუბელი პიერ-მიშელ ლასოგა და "ბაიერნის" რეზერვისტი ნილს პეტერსენი არიან.

"კიკერის" ინფორმაციით, ჰოფენჰაიმისკენ გეზაღებულ ვიზეს, სავარაუდოდ, მეორებუნდესლიგელი "ბოხუმის" კიპერი ანდრეას ლუთე შეცვლის. დაბოლოს: გუშინ "ვერდერის" ავსტრიელმა მცველმა სებასტიან პრიოდლმა ბრემენულ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გააგრძელა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად