დარბაზში რუსეთის ეროვნული ჰიმნი აჟღერდა. სტუმარ-მასპინძლები ფეხზე წამოიშალნენ. მხოლოდ წინა რიგში მჯდომი ერთი ქალბატონი არ განძრეულა ადგილიდან...

დარბაზში რუსეთის ეროვნული ჰიმნი აჟღერდა. სტუმარ-მასპინძლები ფეხზე წამოიშალნენ. მხოლოდ წინა რიგში მჯდომი ერთი ქალბატონი არ განძრეულა ადგილიდან. ყველამ მზერა მისკენ გააპარა. უმალ ჟურნალისტები შემოეხვივნენ და კითხვები სეტყვასავით დააყარეს. დამპყრობი ქვეყნის ჰიმნს ფეხზე არ წამოვუდგებიო, იყო პასუხი; ის ქალბატონი დიდოსტატი ნინო გურიელი გახლდათ, საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანი.

ეს შარშან მოხდა, სერბეთში, ევროპის გუნდური ჩემპიონატის საზეიმო დახურვისას. მაშინ ჩვენი მოჭადრაკეები მეტოქეს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩნენ და ვერცხლის მედალს დასჯერდნენ. ნინო გურიელი ახლაც კაპიტანია და ნაკრებთან ერთად ხანტი-მანსიისკში გასამგზავრებლად ემზადება.

_ ქვეყნის სიმბოლოების, დროშის და ჰიმნის მნიშვნელობა და პატივისცემა მე არ მეშლება, მაგრამ ჰიმნს იმ სახელმწიფოსი, რომლის ტანკებიც ჩემი თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში დგას და საქართველოს ერთი ნაწილი ოკუპირებული აქვთ, ფეხზე ვერ წამოვუდგებოდი. ჩემი პროტესტი ვინ როგორ შეაფასა, ეს მათი პრობლემაა, მე კი გააზრებული მქონდა, რასაც ვაკეთებდი. ამ ფაქტის შემდეგ ვეჭვობდი, რომ რუსები სავიზო პრობლემებს შემიქმნიდნენ ხანტ-მანსიისკში გასამგზავრებლად, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ღმერთმა ნუ ქნას და, წლევანდელ საჭადრაკო ოლიმპიადაზე ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები თუ გაიმარჯვებენ, იქაც იგივეს გავიმეორებ.

დიდი ხანია, საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანი ვარ. არც ერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრებიდან უმედლოდ არ დავბრუნებულვართ. გეტებორგსა და სერბეთში ევროპის ჩემპიონატებზე ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ, მაკედონიაში `სამაიამ~ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა, დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადაზე კი `ოქრო~ დავიმსახურეთ. ამ გამარჯვების შემდეგ მშვიდად შემეძლო ჩემი ადგილი სხვისთვის დამეთმო, მაგრამ ხანტი-მანსიისკის ოლიმპიადა არ მომასვენებდა. ეს შეჯიბრება ჩვენთვის სულაც არის ჩვეულებრივი და რიგითი. არა, პოლიტიკას არ ვგულისხმობ. თუმცა, ბოლომდე გულახდილი თუ ვიქნები, არც უამისობაა. უბრძოლველად არაფერს დავთმობთ, რადგან ჩვენს უკან საქართველოა.

_ ფაქტობრივად, განახლებული გუნდით მიემგზავრებით. ტიტულის შენარჩუნება, ალბათ, იოლი არ იქნება...

_ დიახ. ასეა, გარკვეული ობიექტური მიზეზებით დრეზდენის ოლიმპიადის გმირმა და, საერთოდ, ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ, მაია ჩიბურდანიძემ, ნაკრებში თამაშზე უარი თქვა. მე მესმის მისი. გვყავს თუ არა სრულფასოვანი ცვლა პირველ დაფაზე, ეს რამდენიმე დღეში გამოჩნდება. რატომღაც მგონია, რომ ნანა ძაგნიძე საამისოდ მზად არის. დასტურად ქართველი დიდოსტატის ბოლოდროინდელი წარმატებებიც კმარა. მან ხომ ფიდეს გრან-პრის გათამაშების ეტაპებზე გამოიჩინა თავი, განსაკუთრებით ჯერმუკში (სომხეთი) იყოჩაღა _ ერთი ამოსუნთქვით მოიგო ეს ტურნირი, რუსთა ლიდერ ტატიანა კოსინცევას კი თავბედი აწყევლინა. ნანა პირად მწვრთნელ ზურაბ სტურუასთან ერთად მონდომებით ემზადება და ყველა მონაცემი აქვს, რომ არა მარტო ხანტი-მანსიისკში ითამაშოს კარგად, არამედ მსოფლიოს ჩემპიონიც გახდეს.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თანადგომითა და დაფინანსებით ჩვენმა ოლიმპიურმა გუნდებმა ბოლო ათდღიანი საწვრთნელი შეკრება გაიარეს ბაზალეთის ჩინებულ სპორტულ ბაზაზე, სადაც ნებისმიერი რანგის შეჯიბრების ჩატარებაც შეიძლება. იქვე გახდა ცნობილი, რომ ოლიმპიადაზე ვეღარ ითამაშებდა ნინო ხურციძე, რადგან იგი ფეხმძიმედაა და დატვირთვას ვერ გავუძლებო, გვითხრა. ნინო გამოცდილი მებრძოლით, დრეზდენის ოლიმპიადის გამარჯვებულით _ სოფიო ხუხაშვილით ჩავანაცვლეთ. საქართველოს ნაკრების ღირსებას ასევე წინა ოლიმპიადის ჩემპიონი ლელა ჯავახიშვილი, საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის ოქროსმედალოსანი სალომე მელია და ბელა ხოტენაშვილი დაიცავენ. ფაქტობრივად, ახალგაზრდული, მაგრამ მეტად ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავს. მე მჯერა მათი. ოლიმპიადაზე რუსეთის უძლიერეს ნაკრებთან მოგვიწევს უმძიმესი ბრძოლა. იქ კი მსოფლიოს ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი, ორგზის ევროპის ჩემპიონი ტატიანა კოსინცევა და მისი სახელოვანი და ნადეჟდა კოსინცევა, ალისა გალიამოვა და ვალენტინა გუნინა ითამაშებენ. საკუთარი კედლების ფაქტორსაც თუ გავითვალისწინებთ, მათთან გამკლავება იოლი არ იქნება. ასევე, კონკურენციას გაგვიწევენ ჩინეთის, უკრაინის, უნგრეთის, პოლონეთის, ბულგარეთის ნაკრებები.

ზემოთ ვთქვი და გავიმეორებ, მაია ჩიბურდანიძის გარეშე გაგვიჭირდება, მაგრამ წარმატების იმედს არ ვკარგავთ. საამისოდ რეპეტიცია შარშან ევროპის ჩემპიონატზე გავიარეთ, სადაც მაია ნანა ძაგნიძემ შეცვალა. გუნდში ერთიანი სულისკვეთება და ოპტიმისტური განწყობა სუფევს. შესანიშნავი მწვრთნელები გვყავს. იმ საბრძოლო სტრატეგიის მიხედვით, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენია, საპრიზო ადგილებზე გასვლა არ უნდა გაგვიჭირდეს.

GIORGI
ღმერთი იყოს თქვენი შემწე! წარმატებები!
kopala
ბედნიერია ის, ვისაც სამშობლოსათვის უძგერს გული.წარმატებებს გისურვებთ
გულისხმობა თუ არა კვარაცხელიას - The Telegraph-მა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც პერესი 150 მილიონს იხდის
"რეალის" პრეზიდენტობის კანდიდატი: მინდა, "ბარსელონა" ლა ლიგიდან გავარდეს
ორი ესპანური ვარიანტი - ბერნარდოს ლა ლიგაში ეპატიჟებიან
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად