ვასილ მაისურაძე: "ბრძოლით, შემართებითა და ერთიანობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება!"

4 მაისს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური სტადიის პირველ მატჩს ლუბლიანაში, სტადიონ "სტოჟიცეზე", თბილისის დროით 20:30 წთ-ზე გერმანელ თანატოლებთან გამართავს.

მატჩის ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

სლოვენიაში მყოფი ვასილ მაისურაძის გუნდისთვის 3 მაისი საკმაოდ დატვირთული გამოდგა. სადებიუტო მატჩისწინა ემოციური დღე, პრესკონფერენცია, ფოტოსესია, მედიის ინტერესი და მატჩისწინა ვარჯიში - ასე გაატარეს დღე ჩვენმა ფეხბურთელებმა.

სამუშაო დღე ტურნირის ოფიციალური პრესკონფერენციით დაიწყო. ვასილ მაისურაძე თავის სამ კოლეგასთან ერთად მედიის წინაშე წარსდგა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის, საფრანგეთისა და ისლანდიის ნაკრებთა მთავარმა მწვრთნელებმა კომპლიმენტები არ დაიშურეს საქართველოს ნაკრების მისამართით და საუბარში სამივე მათგანი არაერთხელ შეეხო ქართველების თემას.

"თამაში ძალიან მძიმე იქნება, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ - სანახაობრივიც. საქართველოს ნაკრები აშკარად სიურპრიზებით სავსე გუნდია, რომელსაც მოულოდნელობის შემოთავაზება ყოველთვის შეუძლია.

ჩვენ ვიცით, რომ მათ გუნდში სხვადასხვანაირი სტილის ფეხბურთელები ჰყავთ - სწრაფებიც, ტექნიკურებიც, ინდივიდუალურად გამორჩეულები... თუმცა საჭირო ინფორმაციის ქონა ერთია და მეორე - თუ რა თამაშს ითამაშებს გუნდი. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ გუნდმა ჯგუფში ესპანეთი და ინგლისი ჩატოვა.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ხვალინდელ თამაშზე ყველაფერი გამოჩნდება", - განაცხადა გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა შტეფან ბიოგერმა.

მისალმების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს მიმართა ფრანგთა დამრიგებელმაც:

"მიიღეთ ჩემი გულწრფელი სიმპათიები თქვენი და თქვენი გუნდის მიმართ. პირადად ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო თქვენი ელიტრაუნდში გასვლა და ნება მომეცით, პირადად მოგილოცოთ", - თქვა ჟან-კლოდ ჟანტინიმ.

ვასილ მაისურაძემ საორგანიზაციო კომიტეტს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისა და დახვედრისათვის და დააფიქსირა საკუთარი სიმპათიები სლოვენიის მიმართ.

"ჩემი გუნდის სახელით მადლობა მინდა გითხრათ მასპინძლობისთვის. ძალიან ლამაზი ქვეყანა გაქვთ და თბილი ხალხი ცხოვრობს.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ჩემმა გუნდმა ამ შედეგს ხანგრძლივი მუშაობისა და ბრძოლის შედეგად მიაღწია. ამ შედეგამდე ჩვენ წელიწადნახევარი მიზანმიმართულად მოვდიოდით და ბედნიერი ვარ, რომ ელიტრაუნდში კარგად ვითამაშეთ და დღეს აქ ვართ - რვა საუკეთესო გუნდს შორის.

ჩემი პატარა ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავს წარმატებებს. ეს ბიჭებმაც კარგად იციან. მართალია, ძალიან რთული ჯგუფი შეგვხვდა, მაგრამ ასე იყო ელიტრაუნდში და ფეხბურთელების მზადყოფნასთან ერთად, ისიც მაძლევს იმედს, რომ ბრძოლით, შემართებითა და ერთიანობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

მინდა, საპასუხო კომპლიმენტები ვუთხრა ჩემს კოლეგებს - მათი გუნდები ხომ ტურნირის ფავორიტებად ითვლებიან... თუმცა ჩვენ გავალთ მოედანზე და შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ღირსეული მონაწილე გუნდი ვართ", - აღნიშნა ვასილ მაისურაძემ.

ბოლოს მწვრთნელებმა ერთობლივი ფოტოც გადაიღეს თასთან ერთად.

პრესკონფერენციის შემდეგ ტურნირის ოფიციალური ფოტოსესია გაიმართა, რომელმაც საკმაოდ მხიარულ და უშუალო ვითარებაში ჩაიარა.

ამის შემდეგ ჩვენი ნაკრები რადომლიეს სპორტკომპლექსისკენ გაემართა მატჩისწინა ვარჯიშის ჩასატარებლად. აღნიშნული სპორტკომპლექსი რამდენიმე ათეულ ჰექტარზეა განთავსებული და უმაღლესი ხარისხის ბუნებრივ მინდვრებთან ერთად, ხელოვნურსაფარიან მოედნებსაც აერთიანებს.

ვარჯიშმა ჩვეულებისამებრ, საათნახევარზე მეტხანს გასტანა. როგორც ჩვენმა ფეხბურთელებმა აღნიშნეს, ბოლო ვარჯიშით ყველა კმაყოფილი დარჩა და ახლა მხოლოდ იმის მოლოდინშია, როდის გავა მოედანზე. გუნდის ფსიქოლოგიური განწყობა ძალიან ამაღლებულია.

"ერთი სული გვაქვს, როდის გათენდება ხვალინდელი დღე. მოედანზე რომ გავალთ, ალბათ, მაშინ ვიგრძნობთ ყველაზე კარგად, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვართ.

ვიცით, რომ საქართველოში უამრავი ადამიანი ელოდება ხვალინდელ დღეს და ძალიან გვინდა, ის გულშემატკივრები გავახაროთ, რომლებიც ხვალ საღამოს ტელეეკრანებთან ისხდებიან და იქიდან გვიქომაგებენ.

დარწმუნებული ვარ, მათ მხარდაჭერას აქაც ვიგრძნობთ. ვიბრძოლებთ, ყველაფერს დავდებთ და ღირსეულ თამაშს ვაჩვენებთ", - განაცხადა ნაკრების კაპიტანმა ნიკა ჭანტურიამ.

სფფ-ის პრესსამსახური

სლოვენია, ლუბლიანა

ფეოლა
"თუ ვინცობაა წაიქცეს მოედანზე ვინმე მოთამაშე, მიდით წამოაყენეთ, ბოდიში მოუხადეთ და საქართველოში დაპატიჟეთ, გაიგეთ ხომ?...."
Aleqsa
წარმატებები ბიჭებს. უძლევი იმედია შენს კომენტარს ბიჭებს წაუკითხავენ თამაშის წინ.
luka
ნამდვილი ორატორი ხარ, ბრავო კარგი სიტყვები იყო
უძლევი
17-წლამდელებს მინდა ვუთხრა რომ ნუ გგონიათ თქვენგან სლოვენიაში ჩვენი, გულშემატკივრების, გულის მოგებას ველით. თქვენ უკვე მოიგეთ ჩვენი გული და საზოგადოების უდიდესი პატივისცემა მოიპოვეთ თქვენს მწვრთნელთან ერთად. თქვენ უკვე აალაპარაკეთ ევროპა და ეს თქვენზე დადებითად მეტყველებს. თქვენი როლი სლოვენიაში არის თქვენი თავების და თქვენი ოჯახების ღირსეულად წარმოჩენა მოედანზე და მოედანს მიღმა. თქვენს უკან დგანან თქვენი მშობლები, დები, ძმები, ბებიები, ბაბუები, შეყვარებულები :), თქვენი უახლოესი წრის საყვარელი ადამიანები, ვინც თქვენს აღზრდაში წვლილი შეიტანა. თქვენ წარმოადგენთ იმ ობოლ ბავშვებს რომლებიც საქართველოში ბავშვთა სახლში ტელევიზორის ეკრანს შესციცინებენ და ოცნებობენ თქვენს გამარჯვებაზე, თქვენ წარმოადგენთ იმ პატარებს რომლებიც ფეხზე ვერ დგებიან და ეტლზე არიან მიჯაჭვულები და ოცნებობენ რომ თქვენსავით ჯანსახი ფეხები ქონდეთ და თქვენსავით იქროლონ მოედანზე. ამ ხალხისთვის თამაშობთ თქვენ, ეს არის საქართველო, ამ ხალხს წარმოადგენთ თქვენ სლოვენიაში, მათ სახეს აჩვენებთ თქვენ ევროპას. ასე რომ, ახალგაზრდა ქართველებო, მთავარი მოგება ან წაგება კი არ არის, მთავარი ტაბლოზე ასახული ანგარიში კი არ არის, მთავარი არის ბრძოლის ველზე ბრძოლა ყველა წესების დაცვით. ბრძოლა არა მხოლოდ საფეხბურთო წესების დაცვით, არამედ ადამიანებთან მოპყრობის წესების, მოწინააღმდეგის დაფასების წესების, მოწინააღმდეგეში ჯერ ადამიანის დანახვის და შემდეგ მეტოქის დანახვის წესების დაცვით, ზნეობის დაცვით. თქვენ იცით.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე