შერჩევაში მონაწილეობა 2000, 2001, 2003 და 2004 წლებში დაბადებულ ნორჩ ფეხბურთელებს შეუძლიათ
13 მაისს თბილისის "დინამოს" ევროპული ტრიუმფიდან 31 წელი სრულდება. სწორედ ამ საიუბილეო თარიღს დაამთხვიეს მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ეროვნულ სტადიონზე გაიმართება და მიზნად "დინამოს" აკადემიისთვის ნიჭიერი ბავშვების შერჩევას ისახავს.

3 მაისს "დინამო არენის" საკონფერენციო დარბაზში მედიის წინაშე "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის წარმომადგენლები წარსდგნენ და სწორედ ამ მოვლენის შესახებ ისაუბრეს. ეს პროექტი კი "დინამოს" აკადემიის დირექტორმა ანდრეს კარასკომ და აკადემიის კოორდინატორებმა, თემურ უგრეხელიძემ და ლევან გვანცელაძემ წარმოადგინეს.

13 მაისს სინჯები დილიდან საღამომდე ეროვნული სტადიონის მოედანზე გაიმართება. შერჩევაში მონაწილეობა შეუძლია 2001, 2002, 2003 და 2004 წლებში დაბადებულ ნებისმიერ ნორჩ ფეხბურთელს.

11 მაისის ჩათვლით, მშობლებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ან "დინამო არენაზე" სპეციალური ანკეტა უნდა შეავსონ. ანკეტის შევსება ელექტრონულადაც შეიძლება - "დინამოს" ოფიციალურ ვებგვერდზე.

13 მაისს, დილის 10-ის ნახევარზე, 2003-04-წლიანთა რეგისტრაცია დაიწყება, შერჩევა კი 10-იდან 13 საათამდე გასტანს. 2001-02-წლიანთა რეგისტრაცია 14 საათსა და 30 წუთზეა დანიშნული, სინჯები კი 15-იდან 18 საათამდე გაგრძელდება.

შერჩევისას მწვრთნელ-ინსტრუქტორები ფეხბურთელებს მხოლოდ ორმხრივ თამაშში დააკვირდებიან. "დინამო არენის" გაზონი რვა პატარა მოედნად დაიყოფა და თამაშები პარალელურ რეჟიმში გაიმართება. შერჩეულ ფეხბურთელთა ნაწილს "დინამოს" აკადემიაში ჩარიცხვის შესახებ იმავე დღეს აცნობებენ, ნაწილს კი მოგვიანებით.

რაც მთავარია, მიღებული ბავშვები გადასახადისგან გათავისუფლებულნი იქნებიან.

"დინამოს" საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ამ მასშტაბურ და, შეიძლება ითქვას, საქართველოში უპრეცედენტო ღონისძიებას დიდი დაინტერესება მოჰყვება - სხვა რომ არაფერი, ეროვნული სტადიონის მოედანზე თამაში ხომ ნებისმიერი პატარა ფეხბურთელის ოცნებაა.

უახლოესი პერიოდისთვის "დინამოს" აკადემიის გუნდების რაოდენობა ცხრამდე უნდა გაიზარდოს და დიდი ალბათობით, შერჩევის საშუალებით ეს მალე გახდება შესაძლებელი. დღეისთვის "დინამოს" აკადემიაში დაახლოებით 80 ბავშვი ვარჯიშობს, შერჩევის შემდეგ კი მათი რაოდენობა 180-ამდე გაიზრდება.

პრესკონფერენციაზე აკადემიის წარმომადგენლებმა ისიც თქვეს, რომ სინჯები მხოლოდ თბილისს არ მოიცავს და ნიჭიერ ბავშვებზე დაკვირვება მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაკა
გამარჯობათ როგორ და როდის დავრეგისტრირდე 10 წლისაა ბავშვი
ნანა
გამარჯობათ.როგორ დავრეგისტრირდი 9 წლისაა ბავშვი
ვეკო
გამარჯობა, მაინტერრსებს 6 წლიდან თუ იღებთ ბავშვსს?
დაჩი
მაინტერესებს როდის იქნება 2003 წელს დაბადებულ ნორჩ ფეხბურთელთა სინჯები?
გურო
როგორ უნდა გავიაროთ სინჯები ვის უნდა მივმართოთ იქნებ მირჩიოთ 1996წლიანი ვარ
გიორგი
მაინტერესებს როდის არის 1998 წელში დაბადებული ბაშვების სინჯები?
ika
მართალია ბონდო, ორი ხელით ვეთანხმები.თბილისის დინამოში ყველა მწვრთნელია შესაცვლელი,მაგათ 1994 იანების ისეთი თაობა დაკარგეს რო რავიცი რა ვთაქვა.
nuca
ვეთანანხმები კომენტარს, მეგონა ჩემი შვილი, მართლაც ფენომენალური სისწრაფითა და ფიზიკური კონდიციებით ქართულ ფეხბურთს სამსახურს გაუწევდა, მაგრამ თემურ უგრეხელიძის ორი შეხებით ვარჯიშმა ინდივიდუალიზმი სრულად ჩაუკლა და დღეს ჩემს შვილს ვეღარავის გადაარწმუნებს, რომ სანამ უგრეხელიძის მიდგომა მძლავრობს აკადემიაში დინამოში თამაშს აზრი არა აქვს!
bondo
თქვე გაფუჭებულო ხალხო უგრეხელიძის ჩატარებული სელექციას რა ვუთხარი,გვანცელაძე 99 იანებში შენი 12 ბავშვით რომ მიბრძანდი დინამოში და სხვის დანახვაც რომ არ გინდა,,ეგ როგორ აბა ამიხსენი?
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"