ზუგდიდელმა ფიდეს ოსტატმა მადონა ბოკუჩავამ საქართველოს ექსჩემპიონი სალომე მელია 56-ე სვლაზე დაამარცხა
ანაკლიაში 3 მაისს, საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნულ ჩემპიონატზე, მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართა.

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე პარტიაში მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა.

განსაკუთრებით ეს ითქმის ჩემპიონატის აღმოჩენა მადონა ბოკუჩავას და საქართველოს ექსჩემპიონ სალომე მელიას დაპირისპირებაზე.

ზუგდიდელმა ფიდეს ოსტატმა საქართველოს ნაკრების ტიტულოვანი წევრი 56-ე სვლაზე დაამარცხა.

ბოლო ტურებში აღმავლობით თამაშობდა ბელა ხოტენაშვილი, რომელმაც წარმატებით იასპარეზა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე.

3 მაისს მან შავი ფიგურებით ნაზი პაიკიძესთან წააგო. ასევე შავებით მოიპოვა გამარჯვება სოფიკო გურამიშვილმა ნინო ბაციაშვილთან. დანარჩენი სამი პარტია ყაიმით დასრულდა: მაია ლომინეიშვილი - სოფიო ხუხაშვილი, მერი არაბიძე - ინგა ჭარხალაშვილი, სოფიო გვეტაძე - ინგა ხურცილავა.

ექვსი ტურის შემდეგ: არაბიძე - 4,5, ხოტენაშვილი - 4, პაიკიძე, ბოკუჩავა, ბაციაშვილი - 3,5-3,5, გვეტაძე, ხუხაშვილი - 3-3, გურამიშვილი, ლომინეიშვილი - 2,5-2,5, ჭარხალაშვილი, მელია, ხურცილავა - 2-2 ქულა.

ეროვნული ჩემპიონატის მონაწილენი 4 მაისს დაისვენებენ. 5 მაისს, მე-7 ტურში კი, ითამაშებენ: მელია - პაიკიძე, ხურცილავა - ბოკუჩავა, ჭარხალაშვილი - გვეტაძე, გურამიშვილი - არაბიძე, ხუხაშვილი - ბაციაშვილი, ხოტენაშვილი - ლომინეიშვილი.

"მეექვსე ტურის მოულოდნელობანი" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა