ვიდრე ქართული ძიუდო ხვალ გასამართი აღმასკომის მოლოდინშია, ლამის გარკვეულია მწვრთნელთა გათავისუფლების საკითხი. შესაბამისად, სულ უფრო აქტუალურია ახალი მწვრთნელის ვინაობა...

ვიდრე ქართული ძიუდო ხვალ გასამართი აღმასკომის მოლოდინშია, ლამის გარკვეულია მწვრთნელთა გათავისუფლების საკითხი. შესაბამისად, სულ უფრო აქტუალურია ახალი მწვრთნელის ვინაობა. "ლელო" რამდენიმე დღის წინ წერდა ამაზე, მაგრამ გაკვრით, დღეს კი უფრო კონკრეტულად შეგვიძლია კანდიდატურებზე საუბარი. თუმცა ბოლომდე გარკვეული არც ახლაა ყველაფერი. შედარებით დანამდვილებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ ფედერაციაში მართლაც ამუშავდება ტექნიკური დირექტორის თანამდებობა, რომელსაც იქნებ ოდნავ განსხვავებული სახელიც დაარქვან, მაგრამ სამივე ასაკობრივი ნაკრების კურატორის ფუნქცია უეჭველად ექნება. ლამის დაზუსტებით შეიძლება იმის თქმაც, რომ ეროვნულ ნაკრებს ნამდვილად ახალგაზრდულის ახლანდელი თავკაცი სოსო ლიპარტელიანი ჩაიბარებს. მთლად ასე ზუსტად ვერ ვიტყვით, მაგრამ, სავარაუდოდ, ახალგაზრდულში მას გიორგი გუგავა შეცვლის.

დაგვეთანხმებით, უმთავრესი მაინც კურატორ-დირექტორის ვინაობაა, რომელიც მავანი ევროპელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონიაო. ასეთი ევროპაში ვინაა? ჰოლანდიელი ვილემ რუსკა, ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი, პოლონელი ვალდემარ ლეგინენი და ფრანგი დავიდ დუიე! ზუსტად არ ვიცით, ამათგან რომელთან მიმდინარეობს მოლაპარკება, მაგრამ თავიდან დუიე ვიფიქრე, რომელიც საფრანგეთში ამ თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა მისი კანდიდატურა გადაჭრით გამორიცხეს. დანარჩენთაგან ასაკის გამო 70 წლის რუსკაც გამორიცხული გვგონია. დარჩა ზაიზენბახერი და ლეგინენი, თუმცა გარკვეული დეტალების გათვალისწინებით, რატომღაც მაინც უფრო ავსტრიელი გვგონია.

ჯერჯეობით გადაჭრილი არაფერია და ინკოგნიტო კანდიდატთან მხოლოდ მოლაპარაკება მიმდინარეობს. იმედია, ეს საკითხიც უახლოეს დღეებში გაირკვევა. არადა, ცოტა ხნის წინათ მართლაც ყოფილა ლაპარაკი კორეელ სპეციალისტზე, ოღონდ ის ვარიანტი რატომ ჩაიშალა, ვერ გეტყვით და დიდად არც გვიკვლევია, ვინაიდან აღარაა აქტუალური.

[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"