ვალენსიური და ბარსელონური დერბები, რომელთაც დამატებითი სტიმული არ სჭირდებათ
პრიმერაში სეზონის მთავარ კითხვას წინა ტურში ოფიციალური პასუხი გაეცა - მადრიდის "რეალი" ესპანეთის ჩემპიონია... 32-ედ! თუმცა ბევრი საკითხი ისევ ღიად რჩება და მათ პასუხები 5 მაისს და მომავალ უქმეებზე უნდა გაეცეს.

მართალია, "ვალენსია" ფავორიტია, მაგრამ მესამე ადგილი ჯერ არ დაუბევია, ჩემპიონთა ლიგის ბოლო საგზურისთვის ორი ზედმეტია ("მალაგა", "ლევანტე" და "ატლეტიკო"). ევროპალიგის საგზურების მომტანი მე-5 და მე-6 ადგილებისთვის ხომ სულაც ბრდღვნაა.

გავარდნილი მხოლოდ "რასინგია", "სპორტინგი" თეორიულ შანსს ინარჩუნებს, ხოლო "სარაგოსა" - პრაქტიკულს.

კიდევ არის დუელი "პიჩიჩისთვის", ლეო მესის (46 გოლი) და კრიშტიანო რონალდოს (44) შორის. მოკლედ, საინტრიგოს რა გამოლევს.

არ დაივიწყოთ, რომ 5 მაისს ორი დერბია: ვალენსიური და ბარსელონური.

მშვიდობა და ფეხბურთი

ბარსელონურ დერბის სატურნირო ინტრიგა საერთოდ არ აქვს - "ესპანიოლს" ევროსაგზურის მოპოვების შანსი დაკარგული აქვს, ხოლო "ბარსელონა" მე-2 ადგილიდან ძვრას ვერ იცვლის. თუმცა ამ ორი გუნდის დაპირისპირებას სატურნირო მოტივაცია სულაც არ სჭირდება, ისედაც პრინციპული მატჩია.

ლეო მესი შეეცდება კონკურენტი რონალდო, რომელიც 2 გოლით ჩამორჩება, ახლოს არ გაიკაროს. ამისთვის კი გოლების გატანა ჰმართებს, ყოველი გოლი კი ახალი რეკორდი იქნება ევროპული ფეხბურთის ისტორიაში.

ბარსელონურ დერბიში ისედაც დუღს ხოლმე ტემპერატურა მოედანზეც და ტრიბუნებზეც. ამიტომ ხოსეპ გვარდიოლამ და მაურისიო პოჩეტინომ დაამკვიდრეს თამაშის წინ მშვიდობიანი აქციები. ახლაც ორივე მწვრთნელი ერთად წარუდგა მედიას მაისურებით. ისინი ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს თხოვენ, დერბიმ უინცინდენტოდ, მხოლოდ სუფთა საფეხბურთო გარემოში ჩაიაროს.

ჩავიმ განაახლა ვარჯიში და, შესაძლოა, ის დაუბრუნდეს "ბარსას" დერბიში. პეპი ისევ უხმობს სასტარტოში სერხიო ბუსკეტსა და ტიაგო ალკანტარას მას მერე, რაც "მალაგასთან" ოთხშაბათის მატჩში დაასვენა. ჟერარდ პიკეს და ალექსის სანჩესის თამაში თითქმის გამორიცხულია.

კარში აუცილებლად ხოსე პინტო ჩადგება, რომელსაც გვარდიოლა ესპანეთის თასის ფინალისთვის ამზადებს, ხოლო დაცვის მარჯვენა ფლანგზე მარტინ მონტოია ითამაშებს, ხოლო დანი ალვეში დაისვენებს.

"ესპანიოლს" ფორვარდი კალუ უჩე უბრუნდება, რომელმაც წინა ტურის მატჩი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა. გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, სერხიო გარსიას თამაში საეჭვოა, ხოლო ფელიპე მატიონი და ხუან ალბინი კარგა ხანია აკლია გუნდს. "ესპანიოლი" ძალიან ცუდ ფორმაშია - პოჩეტინოს გუნდმა ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო. არგენტინელი სპეციალისტის გუნდი განსაკუთრებით ცუდად სტუმრად თამაშობს - 9 ტურია არ მოუგია. ბოლოს "კამპ ნოუზე" "ესპანიოლმა" 2009 წლის თებერვალში მოიგო - 2:1.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: პინტო - მონტოია, მასკერანო, პუიოლი, ადრიანო - ჩავი, ბუსკეტსი, ტ. ალკანტარა - ფაბრეგასი, მესი, პედრო.

ესპანიოლი: კ. ალვარესი - ლოპესი, როდრიგესი, მორენო, დიდაკ ვილა - ბაენა, გომესი - ვეისი, ვერდიუ, კოუტინიო - ა. ვასკესი.

ვინ გაინაღდებს?

ბარსელონადან ვალენსიაში გადავინაცვლოთ, სადაც ასევე დერბი გველის - "ვალენსიას" შეუძლია ლიგის საგზური გაინაღდოს, ხოლო "ვილიარეალს" შეუძლია ოფიციალურად დარჩეს ლა ლიგაში. ერთიც და მეორედ, ალბათ, ამ მიზანს მიაღწევს საბოლოდ, თუმცა დერბიში გამარჯვებას სულ სხვა ფასი აქვს.

უნაი ემერის არ ეყოლება მძიმედ დაშავებულები ევერ ბანეგა და სერხიო კანალესი. წინა ტურში დაიმტვრნენ რობერტო სოლდადო და ჟერემი მატიო. ფრანგი ფლანგელისთვის სეზონი დასრულებულია. სოლდადოს თამაში გამორიცხული არაა, თუმცა ესპანეთის ნაკრების ფორვარდს მხარი ძალიან აწუხებს.

სავარაუდოდ, უკანასკნელად თამაშობს "ვალენსიას" ფორმით "მესტალიაზე" ხორდი ალბა, რომელიც "ბარსელონაში" გადადის.

"ვილიარეალს" კიდევ 6 თვე არ ეყოლება იტალიელი ფორვარდი ჯუზეპე როსი. კარლოს მარჩენამ კი წინა ტურში მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია. ვეტერან მარკოს სენას ფეხი აწუხებს, მაგრამ ის ალბათ შეძლებს თამაშს.

სავარაუდო შემადგენლობები

ვალენსია: გუაიტა, ბარაგანი, რამი, რუისი, ალბა - ტინო კოსტა, ალბელდა - პ. ერნანდესი, ჟონასი, პიატი - ადურისი.

ვილიარეალი: დ. ლოპესი - მარიო, საპატა, მუსაჩიო, კოსტა - სენა, ბრუნო - პერესი, ვალერო, კანი - მ. რუბენი

ერთი პიჩიჩისთვის და ყველა რონალდოსთვის

"სამეფო კლუბი" ანდალუსიაში უკვე ჩემპიონის რანგში ჩადის, სადაც თითქმის გადარჩენილ "გრანადას" შეხვდება. ჟოზე მოურინიოს გუნდის დევიზი ამ შეხვედრაში ასეთი იქნება: ყველა რონალდოსთვის! პორტუგალიელს 44 გოლი აქვს გატანილი და ორით ჩამორჩება მესის. პირველობა ამ ორში გამარჯვებულს მხოლოდ "პიჩიჩის ტიტულს" არ მოუტანს, არამედ ევროპის "ოქროს ბუცსაც".

"გრანადას" მცველი ინიგო ლოპესი ტრავმირებულია და შეიძლება, ვერ ითამაშოს. დაზიანება მან "რეალთან" მატჩისთვის მზადებისას შეკრებაზე მიიღო. ასევე საეჭვოა იმავე პოზიციაზე მოთამაშე დიეგო მაინსის ამბავიც. გამორიცხულია: რობერტოს, პაპე დიახატეს, ფრან რიკოს და ჰასან იებდას თამაში.

"რეალისთვის" მატჩს სატურნირო მნიშვნელობა აღარ აქვს. ასე რომ, სასტარტოში ველით რაფაელ ვარანს, ნური შაჰინს და რაულ ალბიოლს. "რეალს" უბრუნდება ანხელ დი მარია (თუმცა შეიძლება ჟოზემ ის დაასვენოს), სამაგიეროდ, დისკვალიფიკაცია აქვთ ფაბიო კოენტრაოსა და მესუთ იოზილს.

სავარაუდო შემადგენლობები

გრანადა: ჟულიო სეზარი - ნიომი, ლოპესი, გომესი, სიკეირა - მოისესი, მ. რიკო - ხარა, მარტინში, ბენიტესი - იგჰალო.

რეალი: კასილიასი - არბელოა, ალბიოლი, ვარანი, მარსელო - გრანერო, შაჰინი - კალეხონი, კაკა, რონალდო - იგუაინი.

სხვა შეხვედრებიდან გამოვყოფთ მატჩს "ვისენტე კალდერონზე" - სანამ არის შანსი დიეგო სიმეონეს გუნდი შეეცდება ჩემპიონთა ლიგის საგზურს შეწვდეს, ამისთვის "მალაგას" დამარცხება აუცილებლად სჭირდება.

თუ საბოლოო მიზანს მაინც ვერ მიაღწევს, "ატლეტიკო" ევროპალიგას მაინც გაინაღდებს, რომლის წლევანდელი გათამაშების ფინალშია გასული. "სარაგოსამ" კი აუცილებლად უნდა მოუგოს ბოლოადგილოსან "რასინგს", თუკი ლა ლიგაში დარჩენა სურს, თუ არადა კანტაბრიელებს სეგუნდა დივიზიონში ჩაყვება.

ემერი სპარტაკში, კეიტა მალაგაში

დაბოლოს, ორი სიახლეც, რომელიც უშუალოდ ტურს არ უკავშირდება - ვწერდით, რომ სეიდუ კეიტა, შესაძლოა, გაყიდოს "ბარსელონამ". გაირკვა მალელი ნახევარმცველის სავარაუდო მყიდველიც - "მალაგა", რომელსაც არაბული ინვესტიციების წყალობით ფული არ აკლია.

რუსული მედია იუწყება, რომ "ვალენსიას" თავკაცი უნაი ემერი და მოსკოვის "სპარტაკი" ბოლო დეტალებს არკვევენ და კონტრაქტიც გამზადდებაო.

ვნახოთ, "სპარტაკის" თავკაცობას სხვა ცნობილ სპეციალისტებსაც უწინასწარმეტყველებენ"...

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXVII ტური

5 მაისი

ბილბაო-ხეტაფე 23:00

დისკვალიფიკაცია: ხ. მარტინესი - ვალერა, ლოპესი

ტრავმა: კასტილიო, ი. მარტინესი, ამორებიეტა (?), ოსიო - ლოპო, უსტარი

ატლეტიკო-მალაგა 23:00

დისკვალიფიკაცია: გაბი (ატლ)

ტრავმა: ლოპესი, სილვიო, პერეა - მარესკა, კაბალიერო, ბაპტიშტა, ტულალანი, მატეისენი

ბარსელონა-ესპანიოლი 23:00

ტრავმა: ფონტასი, აბიდალი, ვილია, პიკე, ჩავი (?) - მატიონი, ალბინი, ს. გარსია (?)

სპორტინგი-ბეტისი 23:00

დისკვალიფიკაცია: ბოტია - დორადო, კანიასი, ბენატი

ტრავმა: კარმელო, კანელია, ეგურენი (?), ერნანდესი - ხუანმა, უსტარიცი, მარიო

გრანადა-რეალი 23:00

დისკვალიფიკაცია: კოენტრაო, იოზილი (რეალი)

ტრავმა: ფ. რიკო, იებდა, დიახატე, რობერტო, მაინსი (?), ი. ლოპესი (?) -

მალიორკა-ლევანტე 23:00

დისკვალიფიკაცია: რამისი - კაბრალი

ტრავმა: ალვარო, კევინი, ნუნიეში - კონე, ბარკერო (?)

ოსასუნა-სოსიედადი 23:00

დისკვალიფიკაცია: ლეკიჩი, როვერსიო, დამია (ოსას)

ტრავმა: ეჩაიდე, მასუდი, კიკე სოლა - ბერგარა, მარტინესი

სევილია-ვალეკანო 23:00

დისკვალიფიკაცია: ნეგრედო, მედელი - კასადო

ტრავმა: სპაჰიჩი, პეროტი, ესკუდე - პერეირა, პიტი, ფუეგო

ვალენსია-ვილიარეალი 23:00

დისკვალიფიკაცია: მარჩენა (ვილ)

ტრავმა: ბანეგა, კანალესი, მატიო, სოლდადო (?) - როსი, ორიოლი (?)

სარაგოსა-რასინგი 23:00

ტრავმა: სუკულინი (?), არანდა (?) - ბაბაკარი, მუნიტისი

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 36 30 4 2 115-30 94

2. ბარსელონა 36 27 6 3 108-27 87

3. ვალენსია 36 16 10 10 58-43 58

4. მალაგა 36 16 7 13 52-51 55

5. ლევანტე 36 15 7 14 51-49 52

6. ატლეტიკო 36 13 11 12 50-45 50

7. მალიორკა 36 13 10 13 40-42 49

8. ბილბაო 35 12 12 11 49-46 48

9. ოსასუნა 36 11 15 10 39-59 48

10. ხეტაფე 36 12 10 14 40-49 46

11. ბეტისი 36 13 7 16 44-52 46

12. სევილია 36 12 10 14 42-44 46

13. ესპანიოლი 36 12 9 15 45-51 45

14. სოსიედადი 36 11 11 14 45-51 44

15. გრანადა 36 12 6 18 34-53 42

16. ვილიარეალი 36 9 14 13 39-51 41

17. ვალეკანო 36 12 4 20 50-68 40

18. სარაგოსა 36 10 7 19 32-60 37

19. სპორტინგი 36 9 7 20 40-67 34

20. რასინგი 36 4 15 17 25-57 27

ბომბარდირები

46 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 44 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 23 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 22 - გონსალო იგუაინი (რეალი); 20 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 17 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 16 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 15 - მიჩუ (რაიო ვალეკანო), არუნა კონტე (ლევანტე); 14 - რუბენ კასტრო (ბეტისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო