ინგლისმა აპრილის საუკეთესო მწვრთნელად "უიგან ატლეტიკის" ესპანელი თავკაცი რობერტო მარტინესი დაასახელა
იცით, რა თქვა რობერტო მანჩინიმ, როცა მისმა გუნდმა მანჩესტერული დერბი მოიგო?

მიუხედავად იმისა, რომ ქულებით გავთანაბრდით, ხოლო ბურთების ბევრად უკეთესი (+8) შეფარდება გვაქვს, ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში მცირე ფავორიტი მაინც სერ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედიაო".

ამის მიზეზად "მანჩესტერ სიტის" თავკაცი იტალიელი თავკაცი ბოლოსწინა ტურს ასახელებდა - "სიტის" ურთულესი ბრძოლა ელის ტაინსაიდზეო და მართალიცაა - "ნიუკასლი" გააფთრებით იბრძვის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, წინა ტურში "ჩელსიც" მოინადირა.

მოკლედ, ინგლისის ჩემპიონობის გასაღები "ჯორდების" ხელთაა.

პაპის სისეს ორი საოცარი გოლის წყალობით "ნიუკასლი" ჯერაც "თამაშშია", ლიგის საგზური რეალურია. ალან პარდიუს გუნდი შინ ძალიან კარგად თამაშობს (მას მხოლოდ ორი მანჩესტერული გუნდი სჯობს). "სიტიც" ბრწყინვალე ფორმაშია, ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო და მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა.

ნიუკასლში გამზავრების წინ სერხიო აგუეროს განსაკუთრებული მოტივაცია ექნება - "სიტის" გულშემატკივრებმმა არგენტინელი ფორვარდი, რომელმაც ჯერ არ დასრულებულ ტურნირში 22 გოლი გაიტანა, წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სულ სეზონში მის ანგარიშზე 29 გოლია.

აპრილის საუკეთესოები

ამასობაში პრემიერლიგამ აპრილის თვე შეაფასა და თვის საუკეთესო მწვრთნელად "უიგან ატლეტიკის" ესპანელი თავკაცი რობერტო მარტინესი დაასახელა.

გასულ თვეში მარტინესის გუნდმა ხუთიდან სამი მატჩი მოიგო, თანაც ვისთან! 1:0 "მანჩესტერ იუნაიტედთან", 2:1 "არსენალთან" და 4:0 "ნიუკასლთან".

თვის საუკეთესო ფეხბურთელად "ევერტონის" ფორვარდი ნიკიცა იელავიჩი დაასახელეს. აპრილის თვეში მან 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამივეში დუბლი შეასრულა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXVII ტური

5 მაისი

არსენალი-ნორვიჩი 15:45

ტრავმა: მერტეზაკერი, უოლკოტი, არტეტა, ფრიმპონგი, უილშერი, დიაბი - ტიერნეი, დრური, უაითბრედი (?), აიალა

6 მაისი

ნიუკასლი-მანჩესტერ სიტი 16:30

ტრავმა: ტიოტე (?), გუტრი (?), ამეობი, სიმპსონი (?), ტეილორი, ვუკჩიჩი, ლოვენკრანდსი - ჰარტი (?)

ასტონ ვილა-ტოტენჰემი 17:00

ტრავმა: პეტროვი, ბენტი, დელპი - ასუ-ეკოტო, მოდრიჩი (?), უოლკერი (?), პარკერი (?), გომესი, დოუსონი, კრანჩარი, ჰადლსტონი

ბოლტონი-ვესტ ჰემი 17:00

ტრავმა: მირსი, სტეინსონი (?), გარდნერი, ლი (?), ჰოლდენი, პრეტლი, მუამბა - გერა, რეიდი, მორისონი (?)

ფულჰემი-სანდერლენდი 17:00

ტრავმა: დემბელე, რუისი, სენდეროსი, ჯონსონი, გრიგერა, სიდველი - ლარსონი, ბრამბლი (?), ბრაუნი, უიქჰემი, რიჩარდსონი

ქუინზ პარკი-სტოკი 17:00

ტრავმა: დაიერი, დიაკიტე (?), ჰელგუსონი - დიაო, უილკინსონი, სიდიბე

ვულვზი-ევერტონი 17:00

ტრავმა: კრედოკი, ჰენესეი, ოჰარა, ჯერვისი (?), დევისი, ბასონგი (?) - ბეინესი (?), როდველი, ნევილი, ანიჩებე, გიბსონი

მანჩესტერ იუნაიტედი-სუონსი 19:00

ტრავმა: ვიდიჩი, მაკედა, უელბეკი, ევანსი, პოგბა, ოუენი (?), ანდერსონი, ფლეტჩერი - აგუსტიენი, ბოდე, რანგელი (?), ტატე (?)

7 მაისი

ბლექბერნი-უიგანი 23:00

ტრავმა: სალგადო, გრელა, ჰენლი - სტამი

8 მაისი

ლივერპული-ჩელსი 23:00

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. სიტი 36 26 5 5 88-27 83

2. იუნაიტედი 36 26 5 5 86-33 83

3. არსენალი 36 20 6 10 68-44 66

4. ტოტენჰემი 36 19 8 9 63-40 65

5. ნიუკასლი 36 19 8 9 55-46 65

6. ჩელსი 36 17 10 9 62-41 61

7. ევერტონი 36 14 10 12 47-39 52

8. ლივერპული 36 13 10 13 43-38 49

9. ფულჰემი 36 13 10 13 46-48 49

10. ვესტ ბრომვიჩი 36 13 7 16 41-47 46

11. სანდერლენდი 36 11 12 13 44-43 45

12. სუონსი 36 11 11 14 43-49 44

13. სტოკი 36 11 11 14 34-50 44

14. ნორვიჩი 36 11 10 15 47-63 43

15. ასტონ ვილა 36 7 16 13 36-50 37

16. უიგანი 36 9 10 17 38-60 37

17. ქპრ 36 9 7 20 40-63 34

18. ბოლტონი 36 10 4 22 42-73 34

19. ბლექბერნი 36 8 7 21 47-75 31

20. ვულვზი 36 5 9 22 38-79 24

ბომბარდირები

28 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 26 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 22 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 16 - კლინტ დემპსი (ფულჰემი), დემბა ბა (ნიუკასლი), იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი); 15 - ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო