"ინტერი"-"მილანის" მატჩი ის დერბია, სადაც დანდობა უბრალოდ არ არსებობს
XXXVII ტურის მთავარი მოვლენა უდავოდ მილანური დერბია, თუმცა ყურადღების ცენტრში რჩება "იუვენტუსიც", რომელსაც "კალიარისთან" უწევს დაპირისპირება.

მოკლედ, წინ ძალიან საინტერესო ბატალიები გველის და ისღა დაგვრჩენია, რომ უქმეები იტალიურ ფეხბურთთან ერთად გავატაროთ.

ინტერი-მილანი

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ძანეტი - გუარინი, პოლი, კამბიასო - სნეიდერი - სარატე, მილიტო.

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ბონერა, ანტონინი - ნოჩერინო, ვან ბომელი, მუნტარი - ბოატენგი - რობინიო, იბრაჰიმოვიჩი.

"დერბი დელა მადონინა" ყოველთვის საინტერესოა და გამონაკლისი არც კვირის პაექრობა იქნება; მით უმეტეს, "მილანს" გამარჯვება სჭირდება და თანაც, აუცილებლად.

რაც შეეხება "ინტერს", გუნდს ჯერ კიდევ აქვს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი და ბუნებრივია, რომ იოლად არაფერს დათმობს. მით უმეტეს, ეს დერბია, სადაც დანდობა უბრალოდ არ არსებობს.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ორივე გუნდი 4-3-1-2 ტაქტიკით ითამაშებს - ანდრეა სტრამაჩონი შეტევის წინა ხაზზე მაურო სარატესა და დიეგო მილიტოს დაეყრდნობა, მასიმილიანო ალეგრი კი ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და რობინიოზე გააკეთებს აქცენტს.

ალეგრი ვახსენეთ და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ზედ დერბის წინ, მას სილვიო ბერლუსკონიმ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და დასძინა, რომ მასიმილიანო მომდევნო სეზონშიც "როსონერის" მთავარი მწვრთნელი იქნება.

მოკლედ, დონ სილვიომ საჭირო მომენტში გაამხნევა ალეგრი და მას დიდი ნდობა გამოუცხადა. სამაგიეროდ, ჯერ კიდევ გასარკვევია სტრამაჩონის ბედი და ამ მხრივ, ბევრი რამ სწორედ დერბის შედეგზეა დამოკიდებული.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ორივე მწვრთნელი თავდაჯერებული ჩანდა და ბოლოს, სწორედ მათ გადავცეთ სიტყვა...

მასიმილიანო ალეგრი (მილანი): "ძალიან რთული თამაში გველის, რომელიც ჩვენი გამარჯვებით უნდა დავასრულოთ. "ინტერს" ბევრი არაფერი აქვს დასაკარგი და თამამად შემოგვიტევს, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. დაცვაში ყურადღებით გვმართებს თამაში, წინ კი შექმნილი მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მჯერა საკუთარი შეგირდების, რომლებმაც შესანიშნავად იციან ამ მატჩის ფასი".

ანდრეა სტრამაჩონი (ინტერი): "პრესაში იმდენი სისულელე იწერება, რომ ხშირად თვალებს არ ვუჯერებ. ჟურნალისტები იმაზე მსჯელობენ, ვისი გაჩემპიონება უფრო გაეხარდებათ "ინტერის’ გულშემატკივრებს: "მილანის" თუ "იუვენტუსის"? - სწორედ აქედან გამომდინარე აკეთებენ ფსონებს, ითამაშებს თუ არა "ინტერი" ბოლომდე; მგონი ბევრი ჭკუიდან გადავიდა და ჩვენი გაგიჟებაც უნდათ. "ინტერს" თავისი მიზანი აქვს და დამიჯერეთ, მეტოქეს თავს შევაკლავთ".

კალიარი-იუვენტუსი

სავარაუდო შემადგენლობები

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო, კანინი, ასტორი, პიზანო - ეკდალი, კონტი, ნაინგოლანი - კოსუ - პინილია, რიბეირო.

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ჯაკერინი - ვუჩინიჩი, ბორიელო.

"იუვენტუსი" "კალიარის" ტრიესტეში ესტუმრება და თქმა არ სჭირდება, რომ მხოლოდ სამი ქულისთვის ითამაშებს.

ანტონიო კონტეს გუნდისთვის გადამწყვეტი ეტაპი დგას და საინტერესოა, გაუძლებენ თუ არა უდიდეს ფსიქოლოგიურ წნეხს ტურინელები.

ცალკე სალაპარაკო თემაა ჯიჯი ბუფონი, რომელმაც წინა ტურში საშინელი შეცდომა დაუშვა და სავარაუდიდ, ხასიათის გამოკეთებას სწორედ სარდინიელებთან აპირებს.

ვნახოთ, აღდგომა და ხვალეო...

სერია A. XXXVII ტური

5 მაისი

ლეჩე-ფიორენტინა 20.00

დისკვალიფიკაცია: კაროციერი, კუადრადო, ურიელი (ლეჩე).

ტრავმა: ჟულიო სერჟიო, კორვია - იოვეტიჩი, ნასტასიჩი, კროლდრუპი, ამაური, ვარგასი.

რომა-კატანია 22.45

დისკვალიფიკაცია: სპოლი (კატანია).

ტრავმა: კიაერი, სტეკელენბურგი, ბურდისო, ჟუანი, კასეტი, ლობონტი - კაპუანო, სუაზო, პოტენცა, ლიამა.

6 მაისი

სიენა-პარმა 14.30

დისკვალიფიკაცია: ვალდესი, სანტაკროჩე (პარმა).

ტრავმა: ჯორჯი, გონსალესი, პეზოლი, კალაიო, ანჯელო - ფლოკარი, მარიგა, მირანტე.

ატალანტა-ლაციო 17.00

დისკვალიფიკაცია: მარკეტი, დიასი, ლედესმა, ბიავა (ლაციო).

ტრავმა: ბრიგი, მარილუნგო, კაპელი - მათუზალემი, ერნანესი, რადუ, კლოზე, სტანკევიჩუსი, ბროკი, მაკინვა.

ბოლონია-ნაპოლი 17.00

დისკვალიფიკაცია: რამირესი, კონე, პორტანოვა - ფერნანდესი.

ტრავმა: ხიმენესი, პულცეტი, ჟილე, კაზარინი, კრხინი - კამპანიარო, დონადელი.

ნოვარა-ჩეზენა 17.00

დისკვალიფიკაცია: გუანა (ჩეზენა).

ტრავმა: მასკარა, ლუდი, მარიანინი, უიკანი - იაკვინტა, დელ ნერო, კოლუჩი, პუდილი, კალდერონი, მარტინესი.

პალერმო-კიევო 17.00

ტრავმა: ბალცარეტი, დელა როკა, მიკოლი, მანტოვანი - თერეუ, დრამე, გულანი, მოსკარდელი, დე პაულა, ანდრეოლი, დაინელი, ვაჩეკი.

უდინეზე-ჯენოა 17.00

ტრავმა: ბადუ, ფერონეტი, ისლა - ანტონელი, კონსტანტი, კალაძე, ბოვო.

კალიარი-იუვენტუსი 22.45

დისკვალიფიკაცია: აგოსტინი (კალიარი).

ტრავმა: ერიკსონი, დესენა, რუი სამპაიო, ელ ქაბირი - პეპე, დე ჩელიე.

ინტერი-მილანი 22.45

ტრავმა: ნაგატომო, კასტაინოსი, კივუ, სტანკოვიჩი - რომა, ინძაგი, პატო, ტიაგო სილვა, ზეედორფი.

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იუვენტუსი 36 21 15 0 63-19 78

2. მილანი 36 23 8 5 70-28 77

3. ნაპოლი 36 15 13 8 64-43 58

4. უდინეზე 36 16 10 10 48-35 58

5. ლაციო 36 16 8 12 51-46 56

6. ინტერი 36 16 7 13 53-50 55

7. რომა 36 15 7 14 55-50 52

8. პარმა 36 13 11 12 51-53 50

9. ბოლონია 36 12 12 12 39-42 48

10. კატანია 36 11 14 11 45-48 47

11. ატალანტა 36 13 13 10 40-38 46

12. კიევო 36 11 12 13 30-41 45

13. სიენა 36 11 11 14 44-41 44

14. კალიარი 36 10 12 14 37-44 42

15. ფიორენტინა 36 10 12 14 36-43 42

16. პალერმო 36 11 9 16 48-56 42

17. ჯენოა 36 10 9 17 48-67 39

18. ლეჩე 36 8 12 16 40-54 36

19. ნოვარა 36 6 11 19 31-63 29

20. ჩეზენა 36 4 10 22 22-54 22

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ელმასს "ნაპოლის" დატოვება ისევ მოუწევს
გლასნერი ან სლოტი - "მილანს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატურა ჰყავს
მამარდაშვილი და ალისონი გამოირიცხა? - "იუვენტუსს" არგენტინელი მეკარის დამატება სურს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს