რბოლა დისკვალიფიცირებული ალბერტო კონტადორის გარეშე ჩაივლის, რომელმაც ველემარათონი შარშან მოიგო
5 მაისს, დანიაში სტარტს იღებს რიგით 95-ე ჯირო დ’იტალია - ლეგენდარული ველომარათონი, რომელიც ტურ დე ფრანსთან და ვუელტასთან ერთად სამი ყველაზე პრესტიჟული გრანდ-ტურის შემადგენლობაში შედის.

ამჯერად ორგანიზატორებმა სტარტისთვის უცნაური ქვეყანა აირჩიეს - დანია. ისე კი, ჯირო იტალიის საზღვრებს გარეთ მეათედ აიღებს სტარტს.

პირველი ეტაპი - დროზე ინდივიდუალური რბოლა 8.7 კილომეტრი სიგრძისაა და ის ქალაქ ჰერნინგის ქუჩებში ჩაივლის. მეორე ეტაპზე ველომრბოლები (სულ სტარტზე 22 გუნდის 198 სპორტსმენი გავა) კიდევ ერთ დანიურ ქალაქს - ჰორსენსს გაივლიან და შემდეგ ვერონაში გადავლენ. დისტანციის საერთო სიგრძე დაახლოებით 3.5 ათასი კილომეტრია და ის 21 ეტაპად არის დაყოფილი. ფინიში დროზე ინდივიდუალური რბოლით 27 მაისს მილანშია დაგეგმილი.

ამჯერად ორგანიზატორებმა დაინდეს მონაწილეები და მარშრუტი ისეთი "მომაკვდინებელი" არ იქნება, როგორც ეს შარშან იყო. სულ გაიმართება შვიდი ეტაპი სწორ გზაზე, 11 სამთო, ორი ინდივიდუალური და ერთიც დროზე გუნდური რბოლა.

გენერალურ კლასიფიკაციაში ძირითადი ბრძოლა ჯიროს მეორე ნაწილში გაიმართება, სადაც ველომრბოლებს ყველაზე რთული სამთო ეტაპები ელით. კერძოდ, მე-20 ეტაპი, რომელშიც ორგანიზატორებმა ჩართეს ორი ლეგენდარული მთა - მორტილორო და პასლო დელო სტელვიო. ბოლო მთა წლევანდელი ტურის ყველაზე მაღალი წერტილი (2757 მეტრი) იქნება - მასზე ასასვლელად 25 ურთულესი კილომეტრია გასავლელი.

წლევანდელი რბოლა დისკვალიფიცირებული ალბერტო კონტადორის გარეშე ჩაივლის, რომელმაც შარშან მოიგო "ჯირო", მაგრამ ამა წლის თებერვალში დოპინგის მიღებისთვის დაისაჯა და შარშანდელი ტიტული ჩამოერთვა.

გამარჯვება შარშანდელ მეორეადგილოსანს, იტალიელ მიკელე სკარპონის გადასცეს. სწორედ ის მიიჩნევა 2012 წლის ჯიროს ძირითად ფავორიტად.

მის მთავარ კონკურენტად კი თანამემამულე ივან ბასო მიიჩნევა. ასევე არ უნდა ჩამოვწეროთ ფრანკ შლეკი, რომელიც არ აპირებდა იტალიაში გამოსვლას, მაგრამ იაკობ ფულსანგის ტრავმის გამო სწორედ ის გახდა RadioShack-Nissan-ის კაპიტანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის