სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატზე დასრულდა ნახევარფინალების პირველი სესიები
სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატზე დასრულდა ნახევარფინალების პირველი სესიები.

პირველები ბრძოლაში შოტლანდიელი სტივენ მაგუაირი და ინგლისელი ალი კარტერი ჩაებნენ. თუ მაგუაირისთვის მეოთხედფინალი იოლი გასეირნება იყო, კარტერს სერიოზული ნერვიურობა მოუწია ჯეიმი ჯონსთან ბრძოლაში. თანაც შოტლანდიელს ერთი დღით მეტი დასვენება მოუწია, ამიტომაც მეტოქეზე "ცოცხლად" გამოიყურებოდა.

და შეხვედრაც სწორედ სტივენის ორფრეიმიანი უპირატესობით დაიწყო, მაგრამ "კაპიტანი" თანდათან წამოეწია მოწინააღმდეგეს და მეტოქეები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ, თან კარტერმა 91-ქულიანი ბრეიკი შეასრულა. შესვენების შემდეგ კი ალიმ წინ გასვლაც მოახერხა, მაგრამ მაგუაირს ის შორს არ გაუშვია - გაათანაბრა ანგარიში (3:3). მიუხედავად ამისა, სწორედ ინგლისელს დარჩა პირველი სესიის ორი პარტია და მატჩს ის ლიდერის რანგში გააგრძელებს - 5:3.

ასეთივე ანგარიშია დაფიქსირებული მეორე მატჩში, რომელშიც რონი ო'სალივანი და მეტიუ სტივენსი ხვდებიან ერთმანეთს. "რაკეტამ" ძალიან ძლიერად დაიწყო მატჩი. საერთოდ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის ბრწყინვალე ფორმა. სპორტსმენები პირველ შესვენებაზე ო’სალივანის ოთხფრეიმიანი უპირატესობით გავიდნენ - 4:0. თუმცა არ შეიძლება იმის თქმა, რომ სტივენსი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. სწორედ შესვენების შემდეგ აიღო მან პირველი ფრეიმი, შემდეგ კი სხვაობა ორ პარტიამდე შეამცირა.

1/2 ფინალი

კარტერი (ინგ)-მაგუაირი (შოტ) 5:3

ო'სალივანი (ინგ)-სტივენსი (უელ) 5:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა