მსოფლიოს პირველ ჩოგანს მადრიდის მასტერსზე ტიტულის დაცვა მოუწევს
მომავალ კვირას გრუნტის სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტურნირი - მადრიდის მასტერსი იწყება. აქ ტიტულის დაცვა უწევს მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს.

მისთვის მადრიდის ტურნირი განსაკუთრებულია - შარშან მან აქ პირველად დაამარცხა გრუნტზე ამ საფარის "მეფედ" აღიარებული რაფაელ ნადალი.

მასტერსის წინ ჯოკოვიჩმა ინტერვიუ მისცა ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდს.

- ნოვაკ, ერთი წელი გავიდა მადრიდში თქვენი ტრიუმფიდან. რა გრძნობით დაბრუნდით ტურნირზე?

- ჯერერთი, ძალიან მიყვარს ესპანეთი. მიმაჩნია, რომ მადრიდი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია. პირადად მე მადრიდთან მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს, განსაკუთრებით შარშანდელი მოგების შემდეგ, რადგან აღნიშნული ტურნირი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია გრუნტის სეზონში.

მოხარული ვარ აქ დაბრუნებით. ცოტა ადრე მომიწია ჩამოსვლა. სპეციალურად არ ვითამაშე ბელგრადში, რათა დასვენების საშუალება მქონოდა, გონება მომეკრიფა და “ელემენტები” დამეტენა. ახლა სრულად მზად ვარ კორტზე გასასვლელად.

- შარშანდელი გამოსვლიდან ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?

- პირველად სწორედ აქ დავამარცხე რაფა გრუნტის კორტზე. ის იყო და რჩება გრუნტის საფარზე პლანეტის საუკეთესო მოთამაშედ. ამიტომაც ეს მიღწევა მართლაც შთამბეჭდავი იყო. მის წინააღმდეგ გრუნტზე თამაში პრაქტიკულად შეუძლებელია.

ასევე დამამახსოვრდა სავსე სტადიონი, დაუჯერებელი ატმოსფერო. ძალიან კარგად ვთამაშობდით, შესანიშნავ დარტყმებს ვასრულებდით. ეს გამარჯვება ძალიან სერიოზული მიღწევა იყო ჩემთვის. მადრიდში წარმატებამ საკუთარ ძალებში დამაჯერებლობა შემძინა და დამარწმუნა, რომ შემიძლია რაფას გრუნტზე დამარცხება და ამ საფარზე დიდი ტურნირების მოგება.

- რა შთაბეჭდილება დატოვეს თქვენზე ჩვენმა ახალმა კორტებმა, რომელიც ამ სეზონიდან ლურჯი ფერისაა?

- დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ალბათ, ამ საფარის უპირატესობებსა თუ ნაკლზე საუბარი მას შემდეგ შემეძლება, როცა იქ პირველ ვარჯიშს ჩავატარებ. მხოლოდ ამის შემდეგ შევიქმნი საბოლოო აზრს.

პირველი შთაბეჭდილება ასეთია - ბურთის ასხლეტა განსხვავებულია იმისგან, რაც ადრე იყო. განსაკუთრებით ეს იგრძნობა მოჭრილი დარტყმების დროს - ამ დროს ბურთი მაღლა არ ხტება.

პირველად უნდა ვითამაშო ლურჯ გრუნტზე. დარწმუნებული ვარ, ტურნირის ორგანიზატორები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოედანი მატჩების დაწყებისთვის მზად იყოს.

- ნოვაკ, პრაქტიკულად ყველაფერი გაქვთ მოგებული. კიდევ დაგრჩათ რაიმე მიზანი?

- მინდა ვაჩვენო კარგი ჩოგბურთი. ყოველი ტურნირისთვის გასამარჯვებლად ვემზადები. საკუთარ თავს მხოლოდ მაღალ მიზნებს ვუსახავ. გასულ წელს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ჩოგბურთს ვაჩვენებდი და ახლა მინდა ასე გავაგრძელო.

რაც შეეხება კონკრეტულ ამოცანებს, დავასახელებ ოლიმპიურ თამაშებსა და როლან გაროსს.

- ესპანეთში, კონკრეტულად კი მადრიდში ბევრი გულშემატკივარი გყავთ. რას ეტყოდით მათ ტურნირის წინ?

- მინდა ვუთხრა, რომ მოვიდნენ სტადიონზე და სიამოვნება მიიღონ ჩოგბურთისგან. დიდ პატივისცემას ვგრძნობ ესპანეთის მიმართ, რადგან ამ ქვეყანამ ბევრი ბრწყინვალე სპორტსმენი გაზარდა. მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ ჩოგბურთი, არამედ სხვა სახეობებიც - ფეხბურთი, კალათბურთი... ესპანეთი - სპორტული ერია.

ყოველთვის, როცა აქ ჩამოვდივარ, სიამოვნებას ვიღებ, რადგან აქაურ გულშემატკივრებს უყვართ და ერკვევიან ჩოგბურთში. მიდიხარ ქუჩაში და უბრალო ადამიანები გამხნევებენ, გულწრფელად გისურვებენ წარმატებას. მე ეს ძალიან მომწონს.

სანამ ჯოკოვიჩი მადრიდში ტიტულის დაცვასა და ნადალთან პაექრობაზე საუბრობს, ბრიტანელმა ენდი მიურეიმ ზურგის დაზიანების გამო უარი თქვა მასტერსში თამაშზე.

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანის განცხადებით, ის ერთი კვირის შემდეგ, რომის ტურნირზე დაუბრუნდება კორტს.

ასევე ვერ ითამაშებენ მადრიდში ამერიკელი ჩოგბურთელები - ენდი როდიკი და მერდი ფიში. ამ შემთხვევაშიც მიზეზი ტრავმებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია" - მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა რთული პერიოდი გაიხსენა
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო