კლუბის ხელმძღვანელობამ გასინჯვაზე ნიგერიის ნაკრების ყველაზე გამოცდილი წევრი - კასალ დაუდა მიიწვია
რუსთავის "მეტალურგის" ხელმძღვანელობა მეკარის პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრობს და ამ მიზნით გუნდში გასინჯვაზე ნიგერის ნაკრების წევრი კასალ დაუდა მიიწვიეს.

დაუდა 1983 წელს 19 აგვისტოს დაიბადა და კარიერა ნიგერში დაიწყო: ნიამერის "ოლიმპიკის" დუბლშემადგენლობაში 15 წლისა ჩაირიცხა, საიდანაც ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს. 2002 წლის აგვისტოში ეროვნული ნაკრების ფორმა პირველად მოირგო და მას შემდეგ 10 წელია, მისი შეუცვლელი წევრია.

2001 წელს "ოლიმპიკის" კონკურენტ "სახელში" გადავიდა, სადაც სამჯერ გახდა ნიგერის ჩემპიონი, ორჯერ კი თასის მფლობელი.

2007 წელს კონტრაქტი კამერუნის კლუბ "კოტონსპორტთან" გააფორმა და აფრიკის ჩემპიონთა ლიგაში ისე კარგად ითამაშა, რომ ნიგერის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

2009 წლის 4 თებერვალს რუმინეთის საუკეთესო კლუბში, ბუქარესტის "რაპიდში" იჯარით ჩაირიცხა, მაგრამ "კოტონსპორტს" 2009 წლის ზაფხულშივე დაუბრუნდა. ამ კლუბის რიგებში 2011 წელს კამერუნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

კასალ დაუდა დღეისათვის ნიგერის ეროვნული ნაკრების პირველი მეკარეა. ნიგერული გაზეთები წერენ, რომ ის არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც 2012 წლის აფრიკის ერთა თასის შესარჩევ ეტაპზე გუნდის წარმატებული თამაში განაპირობა: ნიგერი პლეი ოფში გავიდა, მაგრამ მეტს ვეღარ მიაღწია.

ინტერნეტ-გაზეთი "მტნ-ფუტბოლში" ვკითხულობთ:

"ნიგერის ნაკრების ყველაზე გამოცდილი წევრმა ნაკრებში 50-ზე მეტი თამაში ჩაატარა. შესარჩევ ეტაპზე იყო გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე".

უკვე ერთი კვირაა, რაც დაუდა საქართველოში ჩამოვიდა და რუსთაველებთან ერთად ვარჯიშობს. ნიგერის ნაკრების მეკარემ 4 მაისს "მეტალურგისა" და ცხინვალის "სპარტაკის" დუბლშემადგენლობების საკონტროლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

"მეტალურგის" მმართველი დირექტორის, ბუბა ტყავაძის თქმით, აფრიკელი მეკარე ჯერ გასინჯვაზეა და მისი საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება:

"არ უარვყოფ, რომ საინტერესო მეკარეა. "სპარტაკთან" მატჩში ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, მაგრამ დიდი ხანია, არ უვარჯიშია.

როგორც მითხრეს, კამერუნულ კლუბთან კონტრაქტი მარტში დაუმთავრდა, მისი გახანგრძლივება არ ისურვა და ამის გამო უთამაშებელი დარჩა.

საქართველოში ახლახან ჩამოვიყვანეთ და კიდევ დავაკვირდებით. კარგი სტატისტიკა და მონაცემები გასათვალისწინებელია და მის შესაძლებლობებზე მეტყველებს, მაგრამ მთავარია არა წარსული, არამედ, ამჟამინდელი მდგომარეობა.

ვნახავთ, მოახერხებს თუ არა ფორმის აღდგენას. დაუდას "მეტალურგში" ჩარიცხვა მთლიანად მასზეა დამოკიდებული. ჯერ კი დაკვირვებას ვაგრძელებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Walkabout
ბოლო-ბოლო ნიგერის ნაკრების მეკარე აღმოჩნდა თუ ნიგერიის? )) ძალიან კარგია, ჯერ ერთი რომ ლეგიონერების სიმრავლე გააძლიერებს ჩვენს ჩემპიონატს, და მეორეც მეტალურგს მართლა პრობლემები აქვს მეკარის პოზიციაზე...
negredo
კარგი მეკარე იყოს და ეროვნებას რა მნიშვნელობა აქ..
DATO
აუ მოათრევენ ეხლა ვირაცას მაგარი მეკარე ყავთ მეტალურგს
geografia:D
http://en.wikipedia.org/wiki/Kassaly_Daouda ეგ კასალი არის ნიგერის მეკარე.ნიგერი მონაწილეობდა ამ წლის აფრიკის თასზე. ნიგერი სხვაა ნიგერია სხვა.
gionat
აუ მეც ვეცი და ვეძებ ვიკიპედიაში)) და ნიგერიაში ეგეთი ვერავინ ვიპოვე თურმე ნიგრში ყოფილა) საგოლ კაი ჯურნალისტი ხარ შენ
h
ნიგერია და ნიგერი სხვადასხვა ქვეყნებია,წერილში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციაა
mtavariafexburti
ნიგერიის არა კამერუნის მეკარე კიდე გრამატიკულად გაუმართვავი სათაურია.ნიგერიის კი არა ნიგერის ნაკრების მეკარე
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა